მოიძებნა 668048 ჩანაწერი
33561.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, პეტროლოგია
რენტგენოგრაფიული მეთოდით დარიალის მასივის ქანებში დავადგინეთ, რომ კალიუმის მინდვრის შპატების სტრუქტურული მდგომარეობა შეესაბამება მაქსიმალურ მიკროკლინს, მის შემადგენლობაში 5-დან 10%-მდე მონაწილეობს ალბიტი, რომელიც გარკვეული ოდენობით შერეულია მექანიკური სახით.
As indicated by the X-ray method, the structural state of potassium feldspar in the rocks of the Daryal massif corresponds to the maximum microcline; It contains 5 to 10 per cent albite, a certain amount of which is mechanically admixed.
33562.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, პეტროლოგია
პეტროგრაფიულად სხვადასხვა ტიპის ქანებში კალიუმის მინდვრის შპატებს შორის რაიმე განსხვავების დადგენა არ ხერხდება.
No structural differences were found in potassium feldspar from petrographically different rocks.
33563.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
განზოგადებული ანალიზის მეთოდის გამოყენება სამთამადნო მრეწველობის ჰიდროსატრანსპორტო მოწყობილობათა ცვეთის პროცესის შესწავლისას.
Use of the method of generalized analysis in studying the depreciation process of the hydrotransport equipment in the mining industry.
33564.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
აბრაზიული ჰიდრონარევის მოქმედებით გამოწვეული ცვეთის პროცესი შესწავლილია მსგავსობის თეორიის და განზომილებათა ანალიზის მეთოდის გამოყენებით.
The results of an investigation of the hydroabrasion wear process by the method of similarity theory and dimension analysis are given.
33565.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
დადგენილია პროცესის განმსაზღვრელი მსგავსობის კრიტერიუმები და ახსნილია მათი ფიზიკური არსი.
The similarity criteria defining the investigated process have been determined and their physical essence explained.
33566.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
მითითებულია მიღებული კრიტერიალური განტოლების ამოხსნის კონკრეტული გზა.
A concrete way is indicated for solving the criterion equation.
33567.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
მანგანუმის დაჟანგული მადნების დალექვის პროცესის მაოპტიმიზებელი მართვის კანონები.
Laws of optimizing control of the jigging process of oxidized manganese ores.
33568.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
სამთამადნო კომბინატ „ჭიათურმანგანუმის“ ცენტრალური დამყვანი ფაბრიკის სალექ მანქანაზე ჩატარდა პასიური ექსპერიმენტი, რომლის საფუძველზე გამოყვანილ იქნა მანგანუმის დაჟანგული მადნების დალექვის პროცესის მათემატიკური მოდელი.
A passive experiment has been carried out on the jig unit of the Central Completing Factory of the «Chiatura Manganese» group of mines. As a result a mathematical model of the jigging process of the oxidized manganese ores has been derived.
33569.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
ჩატარებული სტატიკური ოპტიმიზაციის საფუძველზე მიღებულ იქნა პროცესის მაოპტიმიზებელი მართვის კანონები.
The laws of the optimizing process control have been obtained on the basis of static optimization.
33570.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
თანამედროვე ამომღები დანადგარების დინამიკური მდგომარეობის განსაზღვრა არაიდეალური ენერგიის წყაროს გათვალისწინებით.
Determination of the dynamic state of modern excavating machines with regard for the nonideal source of energy.
33571.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
დამუშავებულია ამომღები მოწყობილობის დინამიკური მოდელი. კერძოდ, მიღებულია სისტემის მოძრაობის განტოლებები, რომლებიც ითვალისწინებენ კომბაინის გრძივი რხევების ზემოქმედებას არაიდეალური ენერგიის წყაროზე.
A dynamic scale model of an excavating machine has been worked out – in particular, the equations of the system motion with regard for the effect of the longitudinal oscillations of the combine on the nonideal source of energy have been derived.
33572.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
შემსრულებელი ორგანოს კრიტიკული სიჩქარე ჰიროსკოპული ეფექტის გათვალისწინებით.
Critical velocity of the performing member with account of the gyroscopic effect.
33573.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
განსაზღვრულია დისკური ტიპის შემსრულებელი ორგანოს კრიტიკული სიჩქარე ჰიროსკოპული ეფექტის გათვალისწინებით.
The critical velocity of disk performing members of modern continuous miners has been determined with account of the gyroscopic effect.
33574.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
სადაწნევო ჰიდროსატრანსპორტო სისტემის თანაბრადცვეთამედეგი მაგისტრალური მილსადენი.
Equi wear-resistant main pipeline of a pressure hydraulic handling system.
33575.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
ნაგებობაზე სეისმური ზემოქმედების გამოკვლევის ექსპერიმენტულ-თეორიული მეთოდი.
An experimental-theoretical method of studying the seismic effect on structure.
33576.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
მიწისძვრა განიხილება როგორც შემთხვევითი პროცესი, წარმოდგენილი მიწისძვრის სპექტრალური სიმკვრივის მრუდით, რომელიც მიიღება რეალური მიწისძვრების ინსტრუმენტული ჩანაწერების ანალიზით.
Earthquake is assumed to be a random process given by the spectral density curve obtained as a result of processing the instrumental records of actual earthquakes.
33577.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
მოყვანილია საანგარიშო ფორმულები. აღნიშნული მეთოდით გამოკვლეულია სეისმური ზემოქმედება თაღოვან კაშხლებზე.
The calculation formulae and the findings of digital computer studies are adduced.
33578.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
მსუბუქი ბეტონის ცოცვადობა მაღალი დონის მკუმშავი ძაბვებისაგან.
Light-weight concrete creep at high levels of compressive stress.
33579.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
მოცემულია დამოკიდებულება არახაზობრივი ცოცვადობის ზომის რიცხობრივი განსაზღვრისათვის, რომელიც ითვალისწინებს მსუბუქი ბეტონების დეფორმაციის რიგ განსაკუთრებულ თვისებებს, გამოწვეულს დატვირთებით, რომელიც აღემატება მოცემული ელემენტის სიმტკიცის ნახევარს.
A dependence is proposed for numerical determination of the measure of nonlinear creep, taking into account a number of light-weight concrete strain characteristics under loads exceeding 0.5 of fracturing loads.
33580.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
დაურღვეველი სტრუქტურის აგრეგატული გრუნტების ძვრისადმი წინაღობის მაჩვენებლების ცვალებადობა ტენიანობაზე დამოკიდებულებით.
Change of indices of shear resistance of aggregate soils of non-deformed structure, depending on humidity.