მოიძებნა 668048 ჩანაწერი
33581.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
ლაბორატორიულ პირობებში დადგენილია დაურღვეველი სტრუქტურის აგრეგატული ძვრისადმი წინაღობის დაქვეითების მაჩვენებელთა შემასწორებელი კოეფიციენტები ტენიანობაზე დამოკიდებულებით.
The correction ratios of the indices of lowering shear resistance of aggregate soils of non-deformed structure, depending on humidity, have been determined in laboratory conditions.
33582.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
რეკომენდირებულია აღნიშნული კოეფიციენტების გამოყენება მიწის ქანობების მდგრადობის გაანგარიშებისას, გრუნტის ტენიანობის ცვალებადობის მხედველობაში მიღებით.
These ratios are recommended for use in calculating the shear resistance of soil, with account of its humidity.
33583.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
ხიმინჯიანი ესტაკადების ზედნაშენების, როგორც შენობების სეისმური რხევების კვლევა.
Investigation of seismic vibrations of pile trestles with superstructures represented in the form of buildings.
33584.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
გეგმაში რთული მოხაზულობის სქელი ფილების ამოცანების ამოხსნის საკითხისადმი.
Towards the solution of problems of thick slabs of complex outline in plan.
33585.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
მოცემულია გეგმაში რთული მოხაზულობის ფილების, კერძოდ, რგოლური და სწორკუთხა ფილების ხვრეტით, ამოცანების ამოხსნის გზა.
The paper presents a technique for the solution of complex-in-outline slabs, in particular, circular and rectangular slabs with a hole.
33586.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
სქელი ფილების დაძაბული მდგომარეობის განსასაზღვრელად რეკომენდირებულია ავტორის მიერ მოცემული ნავიეს დიფერენციალური განტოლებების ბუსინესკ-გალიორკინის ამოხსნის ზოგადი ფორმის საფუძველზე წარმოდგენილი გაანგარიშების სქემა, სადაც გამოყენებულია უსასრულო ოპერატორები.
The problem is solved with the help of a calculation scheme suggested by the author. The scheme is based on the Boussinesque-Galerkin general solutions of the Navier differential equations, using infinite operations.
33587.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
სეისმური ძალების განსაზღვრის მეთოდიკა მაღლივი შენობის ტალღურად დეფორმირების გათვალისწინებით.
A method for calculating seismic forces with account of the character of the strain of a high-rise building.
33588.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
ერთგანზომილებიანი ტალღური განტოლების რიცხობრივი ინტეგრების საფუძველზე მიღებულია საანგარიშო ფორმულა შენობაზე მოქმედი სეისმური ძალების გამოსათვლელად.
A method of building design has been developed considering the wave character of earthquake action on the basis of the existing theory of multilayered ground cover oscillations.
33589.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
რიცხობრივი მაგალითის საფუძველზე ნაჩვენებია, რომ სეისმური ზემოქმედების ტალღური ხასიათის გათვალისწინება საშუალებას იძლევა დაზუსტდეს სეისმური ძალების განსაზღვრის არსებული მეთოდიკა და მიღებულ იქნეს გარკვეული ეკონომიური ეფექტი.
Using this method, the values of seismic and transverse forces are calculated for the supporting frame of a ten-storey building according to intensity 8 earthquake accelerograms and compared with the case when the wave process is not considered.
33590.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
ექსპერიმენტულ-თეორიული მეთოდით სატამპონაჟე მასალების რელაქსაციური თვისების განსაზღვრა.
Determination of the relaxation characteristics of tamping materials by the experimental-theoretical method.
33591.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
ძაბვად ცემენტზე დამზადებული ბეტონის შეკლება და ცოცვადობა.
Shrinkage and creep of concrete prepared on stressing cement.
33592.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
ხანგრძლივი დატვირთვისას შესწავლილია ძაბვად ცემენტზე დამზადებული ბეტონის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები - შეკლება და ცოცვადობა სხვადასხვა გარემოში.
The physical and mechanical properties (shrinkage and creep) of concrete prepared on stressing cement are studied in various media subjected to continuous load.
33593.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, სამშენებლო მექანიკა
მიღებულია შეკლებისა და ცოცვადობის მახასიათებლები 40, 60 და 90% ფარდობითი ტენიანობის პირობებში, როდესაც დატვირთვა იყო 0,4 და 0,6 ბეტონის პრიზმული სიმტკიცისა.
The shrinkage and creep parameters are obtained under conditions of relative humidity of 40, 60 and 90%, while the load is 0,4 and 0,6 of the concrete prism strength.
33594.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, ფიზიკა
ნ. ნ. ბოგოლუბოვის გარდაქმნები ნებისმიერი სიმეტრიის მქონე თეორიაში და დირაკის მეთოდი.
N. N. Bogolubov transformations in the theory with an arbitrary symmetry and the Dirac theory.
33595.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, ფიზიკა
ნ. ნ. ბოგოლუბოვის ბმების შემომტანი გარდაქმნები განხილულია დირაკის თეორიის თვალსაზრისით.
N. N. Bogolubov transformations, introducing constraints, are considered from the viewpoint of the Dirac theory.
33596.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, ფიზიკა
ტალღური ველის პოლარიზაციის ხარისხის აღდგენა პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული მეთოდით.
Reconstruction of the degree of polarization of a wave field by the polarization holography method.
33597.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, ფიზიკა
გადაწყვეტილია ნაწილობრივ პოლარიზებული ტალღური ველის ჰოლოგრაფიული ამოცანა.
Holographic reconstruction of the degree of polarization of partially polarized wave field is discussed.
33598.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, ფიზიკა
ნაჩვენებია, რომ ამოცანის გადაწყვეტის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ფოტოანიზოტროპიული გარემოს და სავსებით არაპოლარიზებული საყრდენი ტალღის გამოყენება.
The use of photoanisotropic media as holographic material and totally unpolarized reference wave is shown to be the necessary condition for solving this problem.
33599.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, ფიზიკა
განხილვა ეყრდნობა როგორც წრფივი, ისე არაწრფივი ფოტოანიზოტროპიის წარმოქმნის ერთიან მექანიზმს.
The discussion is based on the single mechanism of the origin of both linear and nonlinear photoanisotropy.
33600.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, ფიზიკა
პოლარიზაციის ხარისხის ჰოლოგრაფიული აღდგენა დამზერილია ექსპერიმენტულად.
Holographic reconstruction of the degree of polarization was observed experimentally.