მოიძებნა 668048 ჩანაწერი
34181.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მიღებული შედეგების თანახმად loc. coeruleus-ი მეტწილად გამაადვილებელ გავლენას ახდენს ქერქულ ნეირონებზე, ხოლო n. dors. raphae - შემკავებელს.
According to the data obtained the effect the locus coeruleus exerted was predominantly facilitatory, while that of n. dorsalis raphae was inhibitory.
34182.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თალამუსის სპეციფიკური და არასპეციფიკური ბირთვების გაღიზიანების გავლენა დიდი ტვინის პრორეალური ხვეულის ნეირონების ელექტრულ აქტივობაზე.
The effect of stimulation of specific and unspecific thalamic nuclei upon the electrical activity of proreal neurons in the brain.
34183.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მწვავ ცდებში კატებზე, მიკროელექტროდების გამოყენებით შევისწავლეთ თალამუსის ბირთვების გაღიზიანების გავლენა დიდი ტვინის ქერქის პრორეალური ხვეულის ნეირონების ელექტრულ აქტივობაზე.
The effect of electrical stimulation of different thalamic nuclei upon the spontaneous activity of proreal neurons has been studied in adult unanaesthetized acute cats.
34184.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ თალამუსის არასპეციფიკური ბირთვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჯგუფური სპონტანური მოქმედების ნეირონებზე და საპასუხო განმუხტვების გამოწვევაც შეუძლიათ მათში. სპეციფიკური ბირთვები შედარებით ნაკლებ ეფექტურობას იჩენდნენ.
Stimulation of unspecific nuclei was found to have a significant effect on the spontaneous burst activity of neurons, even eliciting evoked discharges in them, while specific nuclei were less effective. The neurons with regular of irregular rhythms of single spikes showed a certain ‘indifference’ to thalamic stimulation.
34185.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სამწვერა ნერვის ბირთვის ნეირონული აქტივობა მტკივნეული და არამტკივნეული გაღიზიანების დროს.
Neuronal activity of the trigeminal nucleus during painful and nonpainful stimulation.
34186.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მწვავე ცდებში, დანარკოზებულ კატებზე, შევისწავლეთ სამწვერა ნერვის სპინალური ტრაქტის ბირთვის ნეირონების გამოწვეული აქტივობა კბილის პულპისა და თვალბუდის ქვედა ნერვის გაღიზიანების დროს.
In acute experiments on anaesthetized cats evoked neuronal activity of the nucleus tractus spindis n. trigemini was studied during stimulation of canine tooth pulp and the infraorbital nerve.
34187.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სამწვერა ნერვის სპინალური ტრაქტის ინტერპოლარულ და ორალურ ნაწილში ვნახეთ ორი ტიპის ნეირონები.
Two types of cells in the interpolar oral subdivision of nuc.trigeminalis are described
34188.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
პირველი ტიპის ნეირონები პასუხობდნენ მხოლოდ მტკივნეულ გაღიზიანებას, ხოლო მეორე ტიპისა - როგორც მტკივნეულ, ისე არამტკივნეულ გაღიზიანებას, ე. ი. იყვნენ ასოციაციური ტიპისა.
one, activated only by painful stimuli, and the other, activated by both painful and nonpainful stimuli, i. e. cells of associative type.
34189.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კატის პირველადი სმენითი ქერქის ნეირონების გამოწვეული აქტივობის დინამიკა დაძინების პერიოდში.
Dynamics of evoked neuronal activity in the primary acoustic cortex of the cat during falling asleep.
34190.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დაუნარკოზებელ, ტუბარინით იმობილიზებულ კატებზე ჩატარებული ცდებით (ზოგ შემთხვევაში სინქრონიზაციის ხელშეწყობისათვის ვენაში შეგვყავდა მცირეოდენი ნემბუტალი 1-2 მგ/კგ) გაირკვა, რომ სპონტანური თითისტარების ტალღების ნეირონული შემდეგმოქმედების გაძლიერების პარალელურად აღინიშნება ნეირონის უშუალო პასუხის პროგრესული შესუსტება სრულ მოსპობამდე.
Acute experiments performed on unanaesthetized cats immobilized by Tubarin (in some cases 1-2 mg/kg of nembutal was administered i/v to favour EEG synchronization) have shown that simultaneously with an increase of spontaneous spindle activity in the EEG and of neuronal after-discharges the short latency unit response to a click or stimulation of the medial geniculate body progressively attenuated and then completely disappeared.
34191.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ეს მოვლენა შეიძლება დაკავშირებული იყოს ელექტროენცეფალოგრამის სინქრონიზაციის დროს ქერქში პრესინაფსური შეკავების გაძლიერებასთან.
The possible role of presynaptic inhibition in this phenomenon is suggested.
34192.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
Helix pomatia-ს განგლიონის F<sub>9</sub> ნეირონზე ნორადრენალინის გავლენის შესწავლა.
Effect of noradrenaline on the neuron F<sub>9</sub> in the snail Helix pomatia.
34193.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილ იქნა ნორადრენალინის გავლენა ვაზის ლოკოკინის ნერვული უჯრედების მემბრანულ პოტენციალზე.
The effect of noradrenaline (Na) on the Na-pump in snail (Helix pomatia) neurons was studied by electrophysiological methods.
34194.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნორადრენალინი (0,05 მილიმოლი კონცენტრაციით) F<sub>9</sub> ნეირონში ჰიპერპოლარიზაციას იწვევდა.
The membrane of the nerve cell F<sub>9</sub> was hyperpolarized by direct action of Na (0.05 mM).
34195.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჰიპერპოლარიზაცია არ ისპობოდა უკალიუმო რინგერის ხსნარში, აგრეთვე რინგერის ხსნარში, სადაც ნატრიუმი მთლიანად შეცვლილი იყო ლითიუმის ეკვიმოლარული რაოდენობით, უაბაინის დამატებისას და ტემპერატურის 22-დან 5°C-მდე შემცირებისას.
This hyperpolarization could not be eliminated either by addition of ouabain or by lowering the temperature of the external solution from 22°C to 5°C.
34196.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მიღებული შედეგები გვიჩვენებენ, რომ ნორადრენალინის მოქმედებით გამოწვეული ჰიპერპოლარიზაციის განვითარებაში ელექტროგენური Na<sup>+</sup>/K<sup>+</sup> საქაჩავი ან არ მონაწილეობს, ან მისი წვლილი უმნიშვნელოა.
Neither was effected in K<sup>+</sup>-free Ringer solution and in sodium-free lithium solution. The results obtained in the present experiments suggest that noradrenaline hyperpolarization might be due to the changes in the permeability for some ions rather than to the activation of the electrogenic sodium pump.
34197.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ელექტროენცეფალოგრაფიის სინქრონიზაციასთან დაკავშირებული კატის სმენითი (A<sub>1</sub>) ქერქის ნეირონული აქტივობის ცვლილებების უჯრედშიდა გამოკვლევა.
Intracellular studied on the changes of neuronal activity in the auditory (A<sub>1</sub>) cortex of the cat related to EEG synchronization.
34198.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დაუნარკოზებელ კატებზე ელექტროენცეფალოგრამაში სპონტანური თითისტარების გაჩენასთან ერთად A<sub>1</sub> ნეირონებში ბგერითი ან შიდა დამუხვლილი სხეულის გაღიზიანებით გამოწვეული ამაგზნებელი პოსტსინაფსური პოტენციალი შესამჩნევად სუსტდება: მცირდება ამპლიტუდა და მატულობს ხანგრძლივობა.
In acute experiments on unanaesthetized curarized cats intracellular recording revealed an attention of the EPSP evoked by click or electrical stimulation of the medial geniculate body at the time of appearance of spontaneous spindles in the EEG. This attenuation was evidenced by a decrease of the amplitude and steepness of the rising phase and by lightening of EPSP.
34199.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამასთანავე ხშირად იწყებს რეგისტრირებას ისეთი პოსტსინაფსური პოტენციალები, რომლებიც დეპოლარიზაციის დონეს ვერ აღწევენ.
It should be noted also that synchronization of the EEG was attended by the appearance of a considerable number of spontaneous sub-theshold (i.e. spikeless) EPSP.
34200.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გულის რიტმის შესწავლა ლიმბურ სტრუქტურათა ლოკომოტორული თვითგაღიზიანების ბაზაზე გამომუშავებული სივრცითი პირობითი რეფლექსის ჩაქრობა-გადაკვეთების დროს.
Heart rate during the extinction and alteration of spatial conditioned reflex produced on the basis of locomotive self-stimulation of brain limbic structures.