მოიძებნა 668048 ჩანაწერი
34201.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნაჩვენებია ზოგიერთ ლიმბურ სტრუქტურათა ლოკომოტორული თვითგაღიზიანების ბაზაზე სივრცითი პირობითი რეფლექსის გამომუშავების თავისებურებანი, მისი ჩაქრობა-გადაკვეთების შესაძლებლობა რეფლექსის სომატურ-ვეგეტატიური კომპონენტების გათვალისწინებით.
Peculiarities of special conditioning, possibilities of its extinction and alteration, considering the somato-vegetative components, are shown on the basis of locomotor self-stimulation of some limbic structures of the brain.
34202.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ვენტალური ჰიპოკამპის გაღიზიანებით გამოწვეული პასუხები სარტყლის ხვეულში.
Responses in the cingulate gyrus elicited by ventral hippocampus stimulation.
34203.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კატებზე, ქრონიკულ ცდებში, შესწავლილ იქნა სარტყლის ხვეულისა და ვენტალური ჰიპოკამპის ურთიერთობა.
The relationship of the ventral hippocampus and cingulate gyrus were studied in chronic cats.
34204.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამ პასუხების ფარულ პერიოდთა მიხედვით (2-2,5 მსეკ უკანა და 7,5-10 მსეკ წინა სარტყლის ხვეულში) უნდა დავასკვნათ, რომ უკანა ხვეულში პასუხები მოკლე ნეირონული გზით აღმოცენდება, ხოლო წინა ხვეულში - პოლისინაფსური გზით.
Single electrical stimulation of the ventral hippocampus elicited responses with shortest latency (2-2,5 msec) in the posterior cingulate gyrus, while in the anterior gyrus latency was 7.5-10 msec.
34205.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნავარაუდევია, რომ პოლისინაფსური პასუხები თალამუსის წინა ბირთვების მონაწილეობით აღმოცენდება.
It is suggested that the short neuronal pathways should be involved in the genesis of the posterior cingulate gyrus responses, but the anterior gyrus responses are of polysynaptic nature.
34206.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ეს ვარაუდი შეესაბამება მორფოლოგიურ გამოკვლევათა შედეგებს იმის თაობაზე, რომ თალამუსის ლიმბურ ბირთვებს სარტყლის ხვეულთან დიფერენცირებული ნეირონული კავშირები აქვთ.
This suggestion on the polysynaptic pathways is supported by the morphological data on the differentiated neural connections between the limbic thalamic nuclei and the different areas of the cingulate gyrus.
34207.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სამწვერა ნერვის ბირთვის ნეირონული აქტივობის კორტიკოფუგალური მოდულაცია მტკივნეული გაღიზიანებისას.
Corticofugal modulation of the neuronal activity of the trigeminal nucleus during painful stimulation.
34208.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მწვავე ცდებში მსუბუქად დანარკოზებულ (ნემბუტალი 15-20 მგ/კგ) კურარიზებულ კატებზე შევისწავლეთ მტკივნეული გაღიზიანებით გამოწვეული სამწვერა ნერვის ბირთვის ნეირონული აქტივობის ცვლილება სომატოსენსორული ქერქის სხვადასხვა უბნის და სუპრასილვიური ხვეულის წინა ასოციაციური უბნის გაღიზიანების გავლენით.
In acute experiments on curarized cats under light anaesthesia (pentobarbinal 15-20 mg/kg) the influence or different somatosensory and associative cortical regions or neuronal activity of the trigeminal nucleus evoked by painful stimulation (canine teeth pulp and intraorbital nerve) was studied.
34209.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქერქის კორონარული ხვეულის როსტრალური უბნის გაღიზიანება იწვევდა სამწვერა ნერვის ბირთვის ორალურ და ინტერპოლარულ ნაწილში კბილის პულპის და თვალბუდის ქვედა ნერვის მაქსიმალური გაღიზიანებით აღმოცენებული ნეირონული აქტივობის შეკავებას, ხოლო სომატოსენსორული ქერქის სხვა უბნების და ასოციაციური უბნის გაღიზიანება არ იწვევდა ნეირონული აქტივობის ცვლილებას.
Conditioning stimulation in the rostral part of the coronal gyrus produced inhibition of neuronal activity in oral and interpolar divisions of the trigeminal nucleus, whereas stimulation of other cortical somatosensory as well as associative regions of the anterior suprasylvian gyrus had no effect.
34210.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოთქმულია მოსაზრება ნოციცეპტულ აფერენტულ იმპულსაციაზე ქერქული ტკივილის საპროექციო უბნის (კბილის პულპისათვის) სელექციური გავლენის შესახებ.
Selective control of the noniceptive input exerted by the cortical pain projection region is discussed.
34211.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
რეტინალური მხედველობის სიმახვილის გამოკვლევის მეთოდიკის ანალიზი.
Analysis of the investigation method of retinal visual acuity.
34212.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დამტკიცებულია, რომ ინტერფერენცული სურათის ბნელი და ნათელი ზოლების სუბიექტურად შეფასებული სიგანე ერთგვაროვან პირობებში დამოკიდებულია თვალის შუქმგრძნობელობის ზღურბლის სიდიდეზე.
It is demonstrated that subjective judgement of the width of dark and light stripes of an interference figure depends – other things being equal – on the threshold of visual sensitivity.
34213.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამ მოვლენას ეწოდა ინტერფერენციული სურათის ზღურბლოვანი ფენომენი.
This phenomenon has been referred to as the liminal phenomenon of the interference figure.
34214.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღნიშნულ ფენომენზე დაყრდნობით განხილულია რენიტალური მხედველობის სიმახვილის (რმს) გამოკვლევის მეთოდიკა და დადგენილია, რომ რმს მეთოდიკა არ გამოდგება მხედველობის სიმახვილის რაოდენობრივი გამოკვლევისათვის.
The method of investigation of retinal visual acuity (RVA) has been studied on the basis of the indicated phenomenon.
34215.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
საჭირო შემთხვევებში მიზანშეწონილია გამოვიკვლიოთ პროქსიმალური მხედველობა სათანადო ტაბულით.
RVA was found to be inapplicable to quantitative assessment of the discriminatory capacity of the retina or the acuity of vision.
34216.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თვალის შემღვრეული არეების შემთხვევაში რმს გამოკვლევა გამოუსადეგარია.
When necessary, use can be made of precisely calculated proximal acuity of vision according to snellen’s table for myopic persons.
34217.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ასეთ დროს უნდა გამოვიყენოთ რენტგენმხედველობის დიფერენციალური გამოკვლევა ცნობილი მეთოდით, რომელიც დღეისათვის რჩება ერთადერთ პრაქტიკით გამართლებულ მეთოდად.
Neither is RVA applicable in studying cases of opacity of eye media. In such cases use should be made of differential investigation of X-ray vision by the familiar method.
34218.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ოპტიმალური შერეული სტრატეგიების აგება ორი პირის სასრული ანტაგონისტური თამაშებისათვის შერეულ სტრატეგიებზე დამოკიდებული შეზღუდვებისას.
Choice of optimal mixed strategies in two-person antagonistic finite game with independent restrictions.
34219.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
განხილულია სასრული ანტაგონისტური თამაშები დამოუკიდებელი შეზღუდვებით შერეულ სტრატეგიებზე.
A finite antagonistic game with independent restrictions on mixed strategies is considerer.
34220.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მოყვანილია გარდაქმნილი ანტაგონისტური თამაშის მატრიცის აგების ალგორითმი.
The matrix construction algorithm of the transformed finite antagonistic game is given.