მოიძებნა 668048 ჩანაწერი
34661.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
პრეფრონტალური უბნის ძირითადი ღარის ირგვლივი ქერქის მოცილების შემდეგ, პირიქით, სამოძრაო შეზღუდულობის პირობებში ეს მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, ვიდრე თავისუფალი გადაადგილებისას.
After ablation of the cortex around the sulcus principalis of the prefrontal cortex these indices, on the contrary, are much higher under conditions of restricted locomotion than during free movement.
34662.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
რადგანაც ასეთი ოპერაციის შემდეგ მაიმუნები ხდებიან მეტად მგრძნობიარე მაინტერფერირებელი აგენტებისადმი, და რაკი სამოძრაო შეზღუდულობის პირობებში მაინტერფერირებელ აგენტთა მოქმედება უფრო შეზღუდულია, დასაშვებია, რომ დაყოვნებულ რეაქციათა შესრულებაც ამ პირობებში უკეთესად წარმოებს.
As after such surgery monkeys become more sensitive to interfering agents and the effect of these agents is limited during restricted locomotion, the delayed performance in these conditions must presumably be better.
34663.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამფიბიების პირობითი რეფლექსების განვითარება ონტოგენეზში.
The development of defence conditioned reflex in amphibians in ontogeny.
34664.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილია ამფიბიების (ბაყაყების) თავდაცვითი პირობითი რეფლექსების გამომუშავებისა და ფორმირების საკითხი ონტოგენეზში.
The formation of defence conditioned reflex in amphibians has been studied.
34665.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცდები ჩატარებულია ბაყაყების პოსტემბრიონალური განვითარების სხვადასხვა სტადიაზე:
The tests were conducted in different stages of their postembryonic development;
34666.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მეტამორფოზის პროცესში (თავკომბალების სტადია), მოზარდ ბაყაყებზე და ზრდასრულ ფორმებზე.
in the process of metamorphosis (tadpole stage), in growing and grown up frogs.
34667.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გაირკვა, რომ ამფიბიებში პოსტემბრიონალური განვითარების პროცესში მეტამორფოზის შემდეგ ადგილი აქვს პირობით რეფლექსური მოქმედების თანდათანობით გაუმჯობესებას.
In the process of postembryonic development after metamorphosis a gradual improvement of the defence conditioned reflex was found to occur.
34668.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მეტამორფოზის პერიოდში კი იგი მიმდინარეობს გარკვეული კანონზომიერებით - ჯერ მცირდება, შემდეგ კი ისევ მატულობს.
In the period of metamorphosis it proceeds with a certain regularity, at first becoming weaker and then again stronger.
34669.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჩვენი აზრით, ასეთი მიმდინარეობა დაკავშირებული უნდა იყოს თავის ტვინის სტრუქტურულ ფორმირებასთან და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებასთან.
This regularity may be related to structural brain formation and endocrine glands.
34670.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ტეტრაეთილამონიუმის გავლენა დიდი ტვინის ქერქის დენდრიტულ პოტენციალებზე.
The influence of tetraethylammonium on the dendritic potentials of the cerebral cortex.
34671.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მწვავე ცდებში კატებზე, ღრმა ნემბუტალის ნარკოზით, შევისწავლეთ ტეტრაეთილამონიუმის გავლენა დენდრიტულ პოტენციალებზე. აღმოჩნდა, რომ ტეტრაეთილამონიუმის ლოკალური აპლიკაცია ქერქზე ზრდის დენდრიტულ პოტენციალს.
Acute experiments, carried out on cats under deep nembutal anaesthesia, have revealed that local application of tetraethylammonium to the surface of the cortex leads to an increase of dendritic potentials.
34672.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამასთანავე, დენდრიტული პოტენციალის გაზრდა აღნიშნული ნივთიერების კონცენტრაციის მატების პროპორციულია.
It is suggested that the increase of dendritic potentials is in correlation with tetraethylammonium concentration.
34673.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თავის ტვინის თვითმარეგულირებელი მოქმედების გამოვლინება ანალიტიკურ-სინთეზური მოქმედების თანდათანობით დატვირთვის პირობებში.
Manifestation of brain self-regulation activity in conditions of increasing loads on analytic-synthetic activity.
34674.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კვებით-მამოძრავებელი პირობითი რეფლექსების მეთოდიკის გამოყენებით ძაღლებში გამოკვლეულ იქნა, რომ ანალიტიკურ-სინთეზური მოქმედების თანდათანობითი დატვირთვა ახალი სიგნალების ეტაპურად ჩართვის მეშვეობით იწვევს პათოლოგიის განვითარების აცილებას, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს თვითმარეგულირებელი მექანიზმების აქტივაცია.
Using motor-alimentary methods of elaboration of conditioned reflexes, the development of pathology was prevented in dogs subjected to increasing loads on analytic-synthetic activity by gradual introduction of fresh signals, the effect being largely facilitated by the activation of self-regulation mechanisms.
34675.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ინვერტირებული დაყოვნებული რეაქციის დარღვევა პრეფრონტალურ ქერქმოცილებულ კატებში.
Impairment of inverted delayed responses in cats with prefrontal lesions.
34676.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნორმალურ და ოპერირებულ კატებში (პრეფრონტალური ქერქის ორმხრივი მოცილება) შევისწავლეთ ჩვეულებრივი და ინვერტირებული დაყოვნებული რეაქცია.
Classical and inverted delayed responses were studied in normal and prefrontal cats.
34677.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
უკანასკნელ შემთხვევაში საკვების ადგილმდებარეობის აღქმის შემდეგ კატა გადაგვყავდა სიმეტრიულ სასტარტო გალიაში ისე, რომ რეაგირების მომენტში სიტუაცია წარმოადგენდა იმის სარკულ ანასახს, რომელიც არსებობდა აღქმის დროს.
In the inverted task, proposed by the author, after initial perception of the food location, the animal is transported into a symmetrical place, so that at the moment of response the external situation constitutes a mirror image of the situation existing at the moment of perception.
34678.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ ნორმალურებთან შედარებით, პრეფრონტალურ კატებს გააჩნიათ ძლიერი დეფიციტი ინვერტირებული დაყოვნებული რეაქციის შესრულებაზე.
Prefrontal cats were found to show a marked deficit in the inverted delayed response, while they performed the classical delayed response on a par with normal cats.
34679.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ეს შედეგი მიუთითებს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც თამაშობს პრეფრონტალური ქერქი სივრცითი ლოკალიზაციის, ე.წ. ეგოცენტრული სისტემის მექანიზმებში.
The findings are discussed in the light of the evidence that lesions of the prefrontal cortex disrupt the functions of the egocentric system of spatial localization.
34680.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
რეციპიენტის ორგანიზმში ტრანსპლანტაბელური ვირთაგვის სარკომა 45 განვითარების შესწავლა მისი სხვადასხვა ლოკალიზაციისას.
A study of the development of transplantable rat sarcoma 45 at different locations in the recipient’s body.