მოიძებნა 668048 ჩანაწერი
34641.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰიდროტექნიკა
ასეთი სისტემისათვის დაწერილი გამოსავალი განტოლებები გაწრფივებულია მცირედ შეშფოთებული მოძრაობისათვის.
The initial equations for the pressure system in question at small disturbances are linearized.
34642.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰიდროტექნიკა
მდგრადობის გამოკვლევა ხდება მახასიათებელი განტოლების ანალიზის საფუძველზე D-განკვეთის მეთოდის გამოყენებით.
The stability is studied through analyzing the characteristic equation by the method of D-subdivision.
34643.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰიდროტექნიკა
მიღებულია მდგრადობის არის ასაგები ფორმულები გამთანაბრებელი რეზერვუარების ფართობების დამახასიათებელი პარამეტრების სიბრტყეზე.
Analytical expressions are derived for constructing the stability region on the plane of parameters describing the area of the compensation reservoirs.
34644.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
კავშირები ძაღლის პრორეალური ხვეულის ველებს შორის.
Connections between the gypus proreus areas in the dog.
34645.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
ექსპერიმენტულ-მორფოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ პრორეალური ხვეულის ველები F<sub>1</sub> და F<sub>2</sub> ურთიერთდაკავშირებულია მოკლე ასოციაციური ბოჭკოებით, ხოლო ამავე ველების კავშირები F<sub>4</sub> ველთან არ გამოვლინდა, F<sub>2</sub> ველი დაკავშრებულია აგრეთვე F<sub>3</sub> ველთან.
Experimental-morphological study of some areas of the gyrus proreus has demonstrated that there are short associative interconnections between fields F<sub>1</sub> and F<sub>2</sub>, but there is no connection between the latter and field F<sub>4</sub>. Field F<sub>2</sub> has short connections with field F<sub>3</sub> as well.
34646.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
კატის ნათხემის ჭიის პირდაპირი ეფერენტული კავშირების შესახებ დიდი ტვინის ქერქთან.
One the direct efferent connections of vermis cerebelli with the cerebral cortex in cats.
34647.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
ნათხემის ჭიის ცალმხრივი დაზიანება იწვევდა ბოჭკოების დეგენერაციას დიდი ტვინის ორივე ჰემისფეროში, რომლებიც აღწევდნენ ქერქის შემდეგი უბნების მე-4 შრეებს:
Using the terminal degeneration technique of Nauta-Gygax as modified by Zambrzhitski direct projections of the vermis to the cerebral cortex were traced. After unilateral lesions of the vermis degeneration of fibres was observed in both cerebral hemispheres.
34648.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
დიდი რაოდენობით მხედველობის ლატერალური ხვეულის უკანა ნაწილში (ველი 17) და შედარებით მცირე რაოდენობით სენსომოტორულ ქერქში - უკანა, წინა ჯვარედინა (ველები 4, 6) და გვირგვინოვან (ველი 4b) ხვეულებში.
Most of the degenerated fibres reaching layer 4 were encountered in the posterior pole of the lateral gyrus (field 17), and fewer in the anterior and posterior sigmoid (fields 4, 6) and coronal (field 4b) gyri.
34649.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
სუსტად იყო გამოხატული ბოჭკოების დეგენერაცია ლატერალური (ველები 18, 19) და სუპრასილვიური ხვეულების (ველები 5, 7, 21) ასოციაციურ უბნებში და ნაწილობრივ სმენის ქერქში (ველები 22, 50), სადაც ისინი აღწევენ ქერქის მე-6 შრეებს.
The degeneration of fibres, reaching layer 6, was less pronounced in the association (field 5, 7, 18, 19, 21) and partly, in the auditory (fields 22, 50) areas.
34650.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
დაზიანების ადგილიდან გამოსული გადაგვარებული ეფერენტული ბოჭკოების გადაჯვარედინება ხდება უმთავრესად ნათხემის წინა ფეხებისა და ნაწილობრივ კორძიანი სხეულის მორგვის დონეზე.
The decussation of degenerated efferent fibres from the lesioned point occurs mostly on the level of the cerebellar anterior brachium and partly, in the splenium of the corpus callosum.
34651.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
ჰისტოქიმიური ცვლილებები ქრონიკულ სტადიაში მყოფი შიზოფრენიით დაავადებულთა ლეიკოციტებში.
Some histochemical changes of leucocytes in chronic schizophrenics.
34652.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
ექსპერიმენტული მასალის შესწავლა გვიჩვენებს, რომ ჰისტოქიმიური მაჩვენებლები ქრონიკულ სტადიაში მყოფ შიზოფრენიით დაავადებულთა თეთრი სისხლის ფორმიან ელემენტებში განსხვავდება საკონტროლო მასალისაგან (დონორის სისხლი).
A study of experimental material shows that the histochemical indices white blood cells of chronic schizophrenics differ from those of the control material (blood of donor).
34653.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
ცვლილებები ეხება როგორც ნუკლეინურ, ისე პოლისაქარიდულ ცვლას.
The changes affect both nucleic and polysaccharide metabolism.
34654.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
არ არის ნანახი ურთიერთშეფარდება ლეიკოციტების ბირთვების წონასა და ფართობის ცვალებადობას შორის, ერთის მხრივ, და დნმ „რაოდენობას“ შორის, მეორეს მხრივ.
No correspondence was found between the changes of weight and area of leucocyte nuclei and the ‘quantity’ of DNA.
34655.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
ძაღლის ერთბირთვიანი ჰეპატოციტების მორფომეტრია ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის დროს.
Morphometry of uninuclear hepatocytes in dogs with the crush syndrome.
34656.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
„საშუალო სიმძიმის“ ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის მოდელირების პირობებში დეკომპრესიის შემდგომი პირველი საათებისა დღეების განმავლობაში ღვიძლში აღინიშნება ღრმა მორფოლოგიური ძვრები: მიკროცირკულაციის დარღვევა, შეშუპება, ჰეპატოციტების დისტროფია, უჯრედისა და ციტოპლაზმის ფართის შემცირება.
Dogs with an induced crush syndrome of “moderate gravity” developed severe morphologic changes in the liver within the first hours and days of decompression: microcirculatory disorders, oedema, hepatocyte degeneration and decrease in cell and cytoplasm areas.
34657.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
დაკვირვების ვადის ბოლო (7 დღე) ღვიძლის მიკროცირკულაცია ნორმალიზდება, მაგრამ ვლინდება ჰეპატოციტების ბალონური დისტროფიის ნიშნები.
By the end of the observation period the microcirculatory bed of the liver normalized; however, hepatocytes showed signs of ballon degeneration.
34658.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ჰისტოლოგია
ძაღლის პანკრეასის ეგზოკრინული ნაწილის ცვლილებები სელექციური ვაგოტომიის შემდეგ.
Exocrine part of the pancreas in dogs after selective vagotomy.
34659.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
უდაბლესი მაიმუნების ხატისმიერი მეხსიერების გამოკვლევა თავისუფალი გადაადგილებისა და სამოძრაო შეზღუდულობის პირობებში.
Study of image memory in lower primates under conditions of free and restricted locomotion.
34660.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ინტაქტური მაიმუნების დაყოვნებული რეაქციების შესწავლისას ადრე დადგენილ იქნა, რომ დაყოვნების ხანგრძლივობა, საკვების ყუთთან მისვლის სიჩქარე და დაყოვნებულ რეაქციათა სწორი შესრულების პროცენტი თავისუფალი გადაადგილების პირობებში გაცილებით დიდია, ვიდრე სამოძრაო შეზღუდულობისას.
It was earlier demonstrated in studies of delayed reactions in intact monkeys that the duration of delay, speed of approach to the feeder, and percentage of correct solutions are much higher under conditions of free rather than restricted locomotion.