მოიძებნა 668048 ჩანაწერი
35021.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, პეტროლოგია
მადანმომიჯნე მეტასომატიტები ბაიოსის ფორმაციაში წარმოდგენილია არგილიზიტური წარმონაქმნებით.
The process of regional propylitization, developing in spilite-diabase-porphyritic formations, is described on the basis of a study of the Kvaisa ore field. Wall-rock metasomatites in the Bajosian formation are represented by argillized formations.
35022.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, პეტროლოგია
ზედაიურულ კირქვებში განვითარებული მადანმომიჯნე მეტასომატიტების შესწავლის საფუძველზე დადგენილია მათი გენეტიკური კავშირი არგილიზებულ ალუმოსილიკატურ ქანებთან.
As the result of investigation of wall-rock metasomatites in Upper-Jurassic limestones their genetic relationship with argillized alumosilicate rocks has been established.
35023.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, პეტროლოგია
მადანმომიჯნე მეტასომატიტებში თიხამინერალების შესწავლის საფუძველზე დადგენილია მათი ზონური განაწილების კანონზომიერება.
A study of clay minerals in wall-rock metamorphites has demonstrated their regular zonal distribution.
35024.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, პეტროლოგია
გამოთქმულია მოსაზრება შესწავლილი მადანმომიჯნე მეტასომატიტების ქვაისის მადნეული ველის უბანში ძებნით კრიტერიუმად გამოყენების შესახებ.
The possible use of the wall-rock metasomatites as search criteria in the Kvaisa ore field is suggested.
35025.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
მაგნიტური სეპარაციის პროცესის მაოპტიმიზებელი ავტომატური მართვის პრინციპი.
The principle of optimizing automatic control of the process of magnetic separation.
35026.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
მაგნიტური სეპარაციის პროცესის ავტომატური მართვის პრინციპის შემუშავების მიზნით მიღებულია პროცესის მაოპტიმიზებელი მართვის კანონები სამთომადნო კომბინატ ,,ჭიათურმანგანუმის“ ცენტრალური დამყვანი ფაბრიკის პირობებისათვის, კერძოდ, დაჟანგული მანგანუმის მადნებისათვის.
In order to develop a principle of automatic control of magnetic separation laws of optimizing control have been obtained for the conditions of the central leading factory of the ‘‘Chiatura Manganese’’ group of mines, in particular for oxidized manganese ores.
35027.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
მაოპტიმიზებელი მართვის კანონების საფუძველზე შემუშავებულია მართვის ორიგინალური პრინციპი და აგებულია ავტომატური სისტემის ფუნქციონალური სქემა.
An original principle of control has been evolved on the basis of laws of optimizing control and a functional diagram of the automatic system built.
35028.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
ბრუნვითი ბურღვის დაზგის 2CБШ-200 სატეხზედა ვიბრომქრობის საწარმოო გამოცდის შედეგები.
Results of industrial tests of the above-chisel vibration damper of the milling drilling machine 2 CБШ-200.
35029.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
შემუშავებულია ვიბრომქრობის კონსტრუქცია ახალი დრეკადმადემპფირებელი ელემენტით.
A vibration damper with a new elastic damping element has been designed.
35030.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
ნაჩვენებია, რომ ვიბრომქრობით ბურღვის დროს მნიშვნელოვნად მცირდება დაზგის ვიბრაციების დონე, ხოლო გავლა სატეხზე იზრდება 2-2,5-ჯერ, ბურღვის მექანიკური სიჩქარე კი - 30-35%-ით.
When drilling with the new damper the level of machine chattering was found to decrease considerably; chisel cutting increased 2-2.5 times and the drilling rate 30-35%.
35031.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, სამშენებლო მექანიკა
შერეული ვარიაციულ-ღეროვანი მეთოდის ალგორითმის მდგრადობის გამოკვლევა თაღოვანი კაშხლის ანგარიშის დროს ტემპერატურის ზეგავლენით.
Study of the algorithm stability of a mixed variation-bar method in the design of arch dams with account of temperature effect.
35032.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, სამშენებლო მექანიკა
წარმოდგენილია ვარიაციულ-ღეროვანი მეთოდის ალგორითმის მდგრადობის მეთოდიკა.
A technique is presented for studying the algorithm stability of the variation-bar method.
35033.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, სამშენებლო მექანიკა
ამ მეთოდიკის საფუძველზე ჩატარებულია აღნიშნული მეთოდის მდგრადობის კვლევა, განსაზღვრულია მდგრადობის ზომა ენგურის და ხუდონის თაღოვანი კაშხლის ანგარიშის დროს ტემპერატურის ზეგავლენით.
On its basis the stability of the indicated algorithm has been studied and the stability degree determined for the design of the Inguri and Khudoni arch dams with account of temperature effects.
35034.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, სამშენებლო მექანიკა
მოყვანილია კვლევის შედეგები კონსტრუქციის წრიული და სამცენტრიანი ვარიანტებისათვის.
The results of a study of circular and three-centre variants of dam designs are adduced.
35035.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, სამშენებლო მექანიკა
გრუნტის ფენის ძვრაზე სიხისტის ექსპერიმენტული განსაზღვრა შენობის გაანგარიშებისათვის ფუძის დამყოლობის გათვალისწინებით.
Experimental determination of the rigidity of the ground layer against shear for the design of buildings with account of foundation flexibility.
35036.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, სამშენებლო მექანიკა
ჩატარებულია ექსპერიმენტული სამუშაო, რომლის შედეგად დაზუსტებულია ფუძის გრუნტის ნახევარსივრციდან წარმოსახვით ამოჭრილი იმ პრიზმის სიგრძე, რომელიც შენობასთან ერთად განიცდის ძვრის დეფორმაციას სეისმური ზემოქმედების დროს.
The experimental work carried out by the author has permitted to determine the length of an imaginary prism cut out of the half space of the foundation ground which suffers deformation under seismic impact.
35037.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, სამშენებლო მექანიკა
სეისმომედეგობაზე ნაგებობათა გაანგარიშება სივრცული და პლასტიკური დეფორმაციების გათვალისწინებით.
Design of aseismic buildings with account of spatial and plastic deformations.
35038.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, სამშენებლო მექანიკა
სივრცული დისკრეტული საანგარიშო სქემისთვის მოყვანილია ძირითადი დაშვებები და მათ საფუძველზე შემუშავებული ნაგებობების სეისმომედეგობაზე გაანგარიშების მეთოდიკა.
The main assumptions for a spatial discrete design scheme are presented, as well as a method for designing aseismic buildings on their basis.
35039.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, სამშენებლო მექანიკა
აღნიშნული მეთოდიკა საშუალებას იძლევა გათვალისწინებულ იქნეს ნაგებობათა კონსტრუქციების სივრცული და პლასტიკური დეფორმაციები.
The proposed method takes account of the spatial and plastic deformations of structures.
35040.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, სამშენებლო მექანიკა
სეისმურ ზემოქმედებად გამოყენებულია სამკომპონენტიანი რეალური აქსელეროგრამა.
A three-component real accelerogram has served as a seismic impact.