მოიძებნა 668048 ჩანაწერი
34961.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მეტალურგია
ოქსიდურ ნადნობებსა და ლითონს შორის დასველების კუთხეების გაზომვამ ყველა შემთხვევაში დაგვანახა, რომ გოგირდი ინტენსიურად გადადის წიდაში. ეს გადასვლა მით მეტია, რაც მაღალია წიდაში MnO რაოდენობა და უფრო მეტია, როდესაც მასში SiO<sub>2</sub> ნაწილობრივ შეცვლილია ZrO<sub>2</sub>-ით.
Measurements of the edge angles of wetting between liquid iron and oxide melts showed a direct transition of sulphur from the metal into slag, the transfer being increased for melts with a high content of MnO and more so when replacing SiO<sub>2</sub> by ZrO<sub>2</sub>.
34962.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მეტალურგია
დადგენილია, რომ წიდაში MnO-ს შეცვლა ZrO<sub>2</sub>-ით იწვევს გოგირდის განაწილების კოეფიციენტის (LS) შემცირებას, ხოლო SiO<sub>2</sub>-ის შეცვლა - მის გაზრდას.
The coefficient of sulphur distribution (LS) was found to decrease when MnO was replaced by ZrO<sub>2</sub> in oxide phase and to increase when substituting the latter for silica.
34963.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მეტალურგია
წიდაში გოგირდის ხსნადობა იზრდება MnO კონცენტრაციის გაზრდით.
Sulphur solubility in slags rises with an increase of MnO concentration.
34964.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მეტალურგია
განსაზღვრულია განგოგირდების პროცესის კინეტიკური რიგი.
The kinetic sequence of the desulphuration process was determined.
34965.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მეტალურგია
ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ საკვლევ ოქსიდურ ნადნობებში SiO<sub>2</sub>-ის ხარჯზე ZrO<sub>2</sub>-ის გაზრდა იწვევს მათი განგოგირდების უნარიანობის ზრდას.
An increased ZrO<sub>2</sub> content in oxide melts increases their desulphuration ability on account of SiO<sub>2</sub>.
34966.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მეტალურგია
გარდა იმისა, რომ ცირკონი ფოლადის საუკეთესო განმჟანგველია, კარგი განმგოგირდებელიცაა.
Thus, zirconium is not only a good deoxidant but also a first-rate desulphurator.
34967.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მეტალურგია
მილებზე ფურჩების წარმოქმნაზე ფოლადსადნობი წარმოების პარამეტრების გავლენის დადგენა.
The effect of the parameters of steel smelting production on the appearance of blisters on pipes.
34968.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მეტალურგია
ადაპტური მეთოდების გამოყენებით დადგენილია, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პირობებში ფოლადსადნობი წარმოების ძირითადი პარამეტრები, რომლებიც გავლენას ახდენენ მილსაგლინავი წარმოების მზა პროდუქციის ხარისხზე, შემდეგია: ლითონის ტემპერატურა, ლითონის ჩამოსხმის სიჩქარე.
The present study, using the technique of adaptive identification, has shown that at the Rustavi Metallurgical Plant temperature and the rate of smelting of steel 45 from open hearth furnaces constitute the main factors affecting the quality of the production of the pipe foundry.
34969.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მეტალურგია
მიღებული შედეგები მიგვანიშნებს იმაზე, რომ აუცილებელია ლითონის ტემპერატურის და ჩამოსხმის სიჩქარის ოპტიმალური ზღვრების დაცვა.
This points to the necessity of strictly observing the optimum limits of temperature and rate of smelting.
34970.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მეტალურგია
ფოლადსადნობი წარმოების დანარჩენი ტექნოლოგიური პარამეტრები დაცულია ნორმის ფარგლებში.
The other technological factors of steel smelting, materially affecting steel parameters, are within the norm at the plant in question.
34971.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მეტალურგია
ძვირფასი თანამგზავრების თანაური ამოღების შესაძლებლობის შესახებ მადნეულის საბადოს სპილენძის მადნის გადამუშავების დროს.
On the feasibility of incidental extraction of valuable elements in the processing of the Madneuli deposit copper ore.
34972.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მეტალურგია
გამსხვილებულ ლაბორატორიულ პირობებში დამუშავებულია ალავერდის სამთო-მეტალურგიული კომბინატის კონვერტორული ციკლონური მტვრის მაღალტემპერატურული ვაკუუმური აქროლების პროცესი.
The paper presents the findings of large-scale laboratory tests of vacuum thermal volatilization of converter cyclone of various factors on the volatilization process have been studied.
34973.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მექანიკა
ზილ-130 ძრავის სარემონტო ტექნოლოგიურობის პროგნოზირების საკითხისათვის.
On the forecasting of repair technological effectiveness of the ZIL-130 engine.
34974.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მექანიკა
მოსკოვის №1 ავტოსარემონტო ქარხანაში გამოკვლეულ იქნა სარემონტო ტექნოლოგიურობის ძირითადი მაჩვენებლები - კუთრი ჯამური კაპიტალური რემონტის შრომატევადობა და ღირებულება ზილ-130 ძრავის მაგალითზე 1969-1978 წლების მონაცემების საფუძველზე.
The basic indices of repair technological effectiveness – specific total labour consumption (min/km) and total cost of overhaul (rouble/km) – were examined at the Moscow «AREMZ-1» plant. The engine «ZIL-130» was taken as an example and the data obtained during 1969-1978 were used.
34975.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მექანიკა
აღნიშნული კვლევის შედეგად და პროგნოზირების ფაქტოგრაფიული მეთოდის (პროგნოზიული ექსტრაპოლაცია) გამოყენებით მიღებულ იქნა მათემატიკური მოდელი, რომელიც აღნიშნული მაჩვენებლების პროგნოზირების საშუალებას იძლევა 1985 წლამდე.
The factographic method of forecasting (forecasting extrapolation) was applied and a mathematical model developed, permitting forecasting of the indices in question till 1985.
34976.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მექანიკა
დრეკად-პლასტიკური რაციონალური შეუღლებული ცილინდრული გარსების თეორიისათვის.
On the theory of rational elastic-plastic multicylindrical shells.
34977.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მექანიკა
შესწავლილია დრეკად-პლასტიკური რაციონალური შეუღლებული კონსტრუქციების გაანგარიშების ამოცანა. სისქის შერჩევა ხდება ისეთნაირად, რომ კმაყოფილდებოდეს სიმტკიცის პირობა პლასტიკური ნაწილის ყოველ წერტილში, სიხისტისა კი დრეკადი ნაწილის მოცემულ წერტილში.
The designing of a rational elastic-plastic multi-open cylindrical shell is ensured by selecting such a thickness that satisfies the requirements of the strength condition at each point of the plastic part and of the rigidity condition at the given point of the elastic part.
34978.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მექანიკა
დრეკადობის თეორიის ძირითადი ბრტყელი სტატიკური ამოცანების ამოხსნის შესახებ ზოგიერთი არაერთგვაროვანი ტანისათვის.
On the solution of the main statical problems of the theory of elasticity for some non-homogeneous plane bodies.
34979.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მექანიკა
განხილულია დრეკადობის მათემატიკური თეორიის პირველი და მეორე ძირითადი სასაზღვრო ამოცანები არაერთგვაროვანი იზოტროპული ბრტყელი ტანისათვის, რომლის ლამეს კოეფიციენტებს აქვს (1) სახე.
The first and the second main boundary value problems of the mathematical theory of elasticity are considered for the non-homogeneous isotropic plane body with Lamé’s coefficients of the kind (1).
34980.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, მექანიკა
ცენტრიდანული ტუმბოთი სითხის გადატუმბვის პროცესის დიფერენციალური განტოლების და კოჰერენტულობის სპექტრის კავშირი.
The connection of the coherence spectrum and differential equation of the process of pumping a liquid by a centrifugal pump.