მოიძებნა 668048 ჩანაწერი
35441.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მეტალურგია
სილიციუმის გავლენა Fe70-Cr5-Mn25 აუსტენიტური მყარი ხსნარის სტრუქტურაზე C+N<0,01% მასური შემცველობისას.
The effect of silicon on the structure of the austenitic solid solution of Fe70-Cr5-Mn25 with the content of C+N<0.01% of the mass.
35442.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მეტალურგია
დადგენილია, რომ ქრომმანგანუმიანი X5Г25 ტიპის შენადნობის სტრუქტურა C+N<0,01% შემცველობისას ხასიათდება γ+ε ფაზებით.
It is established that the X5Г25 type alloys containing C+N less than 0.01 mass per cent are characterized by γ+ε phases.
35443.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მეტალურგია
ამ შენადნობში სილიციუმის შეტანით მისი სტრუქტურა არ იცვლება 6,5-7% Si შემცველობამდე, რაც წარმოადგენს სილიციუმის ხსნადობის ზღვარს შესწავლილ აუსტენიტში.
The structure of these alloys does not vary by adding silicon up to 6.5-7 per cent; this is the limit of the solubility of silicon in the studied austenite.
35444.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მეტალურგია
ε-ფაზის რაოდენობა სილიციუმის შემცველობის ზრდასთან ერთად მცირდება, ხოლო 7% სილიციუმის შემცველობისას ε ფაზა ქრება და წარმოიქმნება α ფაზა.
The amount of the ε-phase decreases with an increase of silicon and the α-phase is formed.
35445.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მეტალურგია
8% Si შემცველობის შემდეგ კი α´ ფაზასთან ერთად სტრუქტურაში ჩნდება σ-ფაზაც.გერმანიუმის ნიტრიდის თხელი ფირების მიღება რეაქტიული გაფრქვევით ჰიდრაზინის პლაზმაში.
Above 8 per cent silicon σ-phase is formed in the structure together with α´-phase.
35446.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მეტალურგია
გერმანიუმის რეაქტიული გაფრქვევით ჰიდრაზინის პლაზმაში 250°C ტემპერატურაზე მიღებულია გერმანიუმის ნიტრიდის (Ge<sub>3</sub>N<sub>4</sub>) თხელი ფირები, რომელთა თვისებები არსებითად აღემატება აზოტის პლაზმაში მიღებული ნიტრიდის თვისებებს.
Germanium nitride thin films produced by reactive sputtering in hydrazine plasma. Thin films of germanium nitride (Ge<sub>3</sub>N<sub>4</sub>) have been produced by reactive ion-plasma sputtering of Ge in hydrazine plasma at T=250°C. Their properties proved to be much superior to those of the films produced in nitrogen plasma.
35447.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მეტალურგია
Al-Ge<sub>3</sub>N<sub>4</sub>-Si (Ge)-Al სტრუქტურებს არ გააჩნიათ ჰისტერეზისი, ხასიათდებიან მცირე ზედაპირული მუხტით (2-8)•10<sup>10</sup> სმ<sup>-2</sup>, დადებითი იონების ძვრადობის და თერმოველური დამუშავების მიმართ მაღალი სტაბილობით.
The MIS structures Al-Ge3N4-Si (Ge)-Al are characterized by a small surface charge of (2-8)•10<sup>10</sup>cm<sup>-2</sup>, lack of hysteresis and high stability to positive ion drift and BT-treatment.
35448.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მექანიკა
ქანის შრეებრივ მასივში მართკუთხა გვირაბის კუთხეებში ძაბვების ხასიათის შესახებ.
On the character of stresses in the corners of rectangular workings in a layered rock mass.
35449.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მექანიკა
სამთო მექანიკის მრავალი პრობლემა დაკავშირებულია ქანის შრეებრივ მასივში გამონამუშევრის ირგვლივ ძაბვების კომპონენტების ცოდნასთან, რომელთა განსაზღვრის ამოცანა მიიყვანება (1) ტიპის ინტეგრალური განტოლების ამოხსნაზე.
Many problems of mining mechanics are connected with the knowledge of stress components round the workings in a flacy massive; determination of which is reducable to the solution of an integral equation of type (1).
35450.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მექანიკა
შესწავლილია ამ განტოლების ამოხსნის ყოფაქცევა გამონამუშევრის კუთხეებში.
The behaviour of the solution of this equation in the corners of the workings is studied in the article.
35451.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მექანიკა
ორ მბრუნავ ფოროვან ცილინდრს შორის მოთავსებული სითხის დინების ბიფურკაციის შესახებ.
On the bifurcation of fluid flow between two rotating permeable cylinders.
35452.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მექანიკა
დამტკიცებულია ორ ფოროვან ცილინდრს შორის მოთავსებული სითხის დინების მდგრადობის არაწრფივი ამოცანის ბიფურკაციის წერტილების არსებობა.
The existence of bifurcation points for the non-linear problem of the flow stability between two rotating permeable cylinders is proved in the paper.
35453.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ბრუცელოზის ბუნებრივი კერობრიობის საკითხისათვის საქართველოში.
Concerning the natural nidi of brucellosis in Georgia.
35454.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ბრუცელოზის ბუნებრივი კერობრიობის შესწავლის მიზნით როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე რესპუბლიკის გარეთ (დაღესტნის ასსრ), პირველად იქნა წარმოებული გარეული ცხოველებისა და იქსოდისებური ტკიპების მოპოვება და კვლევა.
Wild animals and Ixodidae ticks have been identified and studied for the first time in order to study the natural nidi of brucellosis in the territory of Georgia and beyond its boundaries (Daghestan SSR). Ixodidae ticks were mainly collected from cattle.
35455.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
გამოკვლეულია შემდეგი სახეობის ტკიპები: Boophilus calcaratus, Rhipicephalus bursa, Ixodes ricinus, Dermacentor marginatus, Haemaphysalis sulcata, Hyalomma plumbeum.
The following kinds of ticks were investigated: Boophilus calcaratus, Rhipicephalus bursa, Ixodes ricinus, Dermacentor marginatus, Haemaphysalis sulcata, Hyalomma plumbeum.
35456.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევებით ჯერჯერობით არ გამოვლინებულა ტკიპებში ბრუცელოზის გამომწვევი.
Bacteriological studies have thus far failed to reveal the pathogen of brucellosis among ticks.
35457.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ამავე პერიოდში გამოკვლეულ იქნა სხვადასხვა სახეობის 43 გარეული ცხოველი, აქედან დადებითი რეაქცია მიღებულ იქნა მესხეთ-ჯავახეთში შეგროვილ მასალაზე (კურდღელი, ტახი) და კოჩუბეის ტერიტორიაზე (საიგაკი).
At the same time 43 species of wild animals were studied. Positive reaction was obtained with materials from Meskhet-Javakheti (wild boars, hares) and in the territory of Kochubey (Saiga-Tatarica).
35458.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მინერალოგია
აქცესორული ორთიტი დარიალის მასივის გრანიტოიდებში.
Accessory orthite in the Darial Massif granitoids.
35459.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მინერალოგია
მოცემულია დარიალის მასივის გრანიტოიდებში აქცესორული ორთიტის საშუალო შემცველობა და მისი განაწილების კანონზომიერება.
The paper deals with the average content and regularity of distribution of accessory orthite in the Darial Massif granitoids.
35460.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, მინერალოგია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ აქცესორულ ორთიტში იშვიათი და გაფანტული ელემენტების შემცველობის საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ დარიალის მასივის გრანიტოიდების გენეზისის შესახებ.
It is suggested that the genesis of the granitoids in question can be related to the content of rare and scattered elements in accessory orthite.