მოიძებნა 668048 ჩანაწერი
35761.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოქიმია
საქართველოს მაიკოპის სერიის კაჟიან-ცეოლითიანი ქანები ჰიპერგენეზის ზონაში განიცდიან მეორად გაკაჟებას, რაც გრუნტის წყლების დონეზე გაოპალებითაა გამოხატული, ხოლო მის ზემოთ, ინფილტრაციული წყლების დონეზე - გაქალცედონებით და გაკვარცებით.
Siliceous-zeolite rocks of the Maikop series in Georgia undergo secondary silification in the hypergenetic zone; this process is expressed by opalization at ground water level, and by chalcedonization and silification at the level of infiltrated waters above it.
35762.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოქიმია
აღმოსავლეთ საქართველოს ზედაცარცულ-ეოცენურ ვულკანოგენ-დანალექ ცეოლითიან ქანებში ზოგიერთი მიკროელემენტის შემცველობა.
Composition of some microelements in the Upper Cretaceous Eocene volcanic-sedimentary zeolitic rocks of Eastern Georgia.
35763.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოქიმია
განხილულია აღმოსავლეთ საქართველოს ზედაცარცულ-ეოცენურ ვულკანოგენ-დანალექ ცეოლითიან ქანებში მიკროელემენტების შემცველობისა და რაოდენობრივად განაწილების საკითხი.
The quantitative distribution and composition of microelements in the Upper Cretaceous-Eocene volcanic-sedimentary rocks of Eastern Georgia has been studied by the method of spectral semiqualitative analysis.
35764.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, დრეკადობის თეორია
მეორე რიგის არაწრფივი ჩვეულებრივი დიფერენციალურ განტოლებათა სისტემისათვის ორწერტილოვანი სასაზღვრო ამოცანის დაყვანა კოშის ამოცანამდე.
Reduction of a two-point problem for a nonlinear system of ordinary differential equations to Cauchy problems.
35765.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, დრეკადობის თეორია
ტექნიკის ბევრი საინტერესო ამოცანა და მათ შორის გარსებისა და ფირფიტების ღუნვის ამოცანები მიიყვანება ორწერტილოვან სასაზღვრო ამოცანებამდე დიფერენციალურ განტოლებათა სისტემისათვის.
Various technical problems, in particular axisymmetric problems of the bending of shells and plates, are modelled by two-point boundary problems for ordinary second-order nonlinear differential equations.
35766.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, დრეკადობის თეორია
განხილულია ორწერტილოვანი სასაზღვრო ამოცანა მეორე რიგის არაწრფივი ჩვეულებრივი დიფერენციალურ განტოლებათა სისტემისათვის. ინვარიანტული ჩადგმის მეთოდით განხილული ამოცანა დაიყვანება კოშის ამოცანამდე.
With a view to solving these equations more effectively on a digital computer the question is considered of reducing such equations to Cauchy problems by the invariant embedding method, the latter being solved by the one-step technique.
35767.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, დრეკადობის თეორია
ალმანზის ერთი განზოგადებული ამოცანის შესახებ.
On one generalized problem of Almansi.
35768.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, დრეკადობის თეორია
მოცემულია ერთგვაროვანი იზოტროპული პრიზმული ძელის წონასწორობის ამოცანის ამოხსნა, როცა ძელზე მოქმედი მოცულობითი და ზედაპირული ძალები პოლინომებია გრძივი კოორდინატის მიმართ.
The solution of the problem of uniform isotropic prismatic beam balance is given, when the surface and volume forces acting upon the beam are polynomials to the longitudinal coordinate.
35769.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, დრეკადობის თეორია
დრეკადობის ბრტყელი მომენტური თეორიის ზოგიერთი სასაზღვრო ამოცანის საკუთრივი ფუნქციების ასიმპტოტური ყოფაქცევა.
Asymptotic behaviour of eigen-functions of some boundary-value oscillation problems of plane couple-stress elasticity.
35770.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, დრეკადობის თეორია
მიღებულია დრეკადობის ბრტყელი მომენტური თეორიის ზოგიერთი ძირითადი სასაზღვრო ამოცანის ფუნდამენტური ფუნქციების ასიმპტოტური ყოფაქცევის ფორმულები სიბრტყის ნებისმიერი სასრული არისათვის, რომელიც შემოსაზღვრულია ლიაპუნოვის წირით.
The paper deals with asymptotic formulas of distribution of the eigen-functions of the first four oscillation problems of plane couple-stress elasticity for the derivative of the finite region E2, bounded by the Liapunov curve.
35771.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ეთნოგრაფია
ვერცხლის წმენდა ადიღეურ ოქრომჭედლობაში.
Silver purification in Adyghe metalworking.
35772.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ეთნოგრაფია
განხილულია მინარევებისაგან ვერცხლის წმენდის ტექნოლოგია. გაწმენდილი მაღალხარისხოვანი ვერცხლი გამოიყენებოდა ფილიგრანის, სევადის, მორჩილვისა და ბუშტულების ფუძის დამზადებაში.
The paper discusses the technology of the removal of impurities from silver and of obtaining high-standard silver used in filigree, niello, solder, etc.
35773.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ეთნოგრაფია
შედარებითი კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ადიღეურ, ქართულ და კუბაჩურ ოქრომჭედლობაში ვერცხლის გამწმენდ მასალად გამოიყენებოდა ტყვია, თუმცა დეტალებში შეიმჩნევა ზოგიერთი სხვაობა.
A comparative study has shown that in the Adyghe, Georgian and Kubachi goldsmithing lead was used as a purifier; however, local variants were found in the technology.
35774.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ეკონომიკა
საქართველოს სსრ მცირე ქალაქების და მიმდებარე ტერიტორიების საწარმოო ურთიერთკავშირთა ზოგიერთი ასპექტი.
Some aspects of industrial interrelations of small towns and adjoining territory in Georgia.
35775.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ეკონომიკა
გამოკვლეულია საწარმო ტვირთბრუნვის დარგობრივი სტრუქტურა, ტვირთბრუნვათა ინტენსივობის საკითხები რესპუბლიკის შვიდი მცირე ქალაქის მაგალითზე.
The paper deals with problems of the industrial freight turnover structure and its intensification on the example of planning of seven small towns.
35776.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ეკონომიკა
დადგენილია ნედლეულის მიღების და მზა პროდუქციის კორესპონდენციის ზონები.
Zones of raw material reception and product forwarding have been established.
35777.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ეკონომიკა
ამის საფუძველზე გამოვლენილია იმ საწარმოთა ნომენკლატურა, რომლებიც რეკომენდებულია პერსპექტული განთავსებისათვის მცირე ქალაქთა სამრეწველო რაიონებში.
The nomenclature of a number of industrial enterprises is recommended for prospective placement of industrial areas in small towns.
35778.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ეკონომიური გეოგრაფია
მთიანი ტერიტორიის სამიწათმოქმედო ათვისების ბუნებრივი პირობების კომპლექსური შეფასების მეთოდიკისათვის (აღმოსავლეთ საქართველოს მაგალითზე).
Towards a method of complex estimation of natural conditions of agricultural development of mountain areas (on the example of Eastern Georgia).
35779.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ეკონომიური გეოგრაფია
აღმოსავლეთ საქართველოს მიწათმოქმედების მიზნებისათვის ბუნებრივი პირობების პოტენციური პროდუქტიულობის გამოვლენის მიზნით ჩატარებულია მათი კომპლექსური შეფასება.
Complex estimation of natural conditions in Eastern Georgia has been carried out.
35780.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ეკონომიური გეოგრაფია
შეფასების ელემენტებს წარმოადგენენ რელიეფის დახრილობა, სავეგეტაციო პერიოდში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 10°-ზე ზევით, სინოტივის კოეფიციენტი და ნიადაგები.
The elements of the estimation are: steepness of relief, the sum of active temperatures above 10° during the vegetation period, coefficient of moistening and soil.