მოიძებნა 668048 ჩანაწერი
35741.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოლოგია
აღნიშნული ზონალობა გამოწვეული უნდა იყოს შავი ზღვა - ამიერკავკასიის შუა მასივის მიწოლით კავკასიონის გეოსინკლინურ რიფზე.
The indicated zoning must have been caused by stress applied from the Black-sea Transcaucasian median mass to the geosyncline of the Greater Caucasus.
35742.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოლოგია
ახალი მონაცემები ქვაისის საბადოს კარბონატული სოლის გენეზისის შესახებ.
New data on the genesis of the carbonate wedge of Kvaisa deposit.
35743.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოლოგია
ახალი მონაცემები კარბონატული სოლის შიდა ნაწილში ნახული ცარცული ასაკის გრანიტული ლოდების, მადნების გრავიტაციული ტექსტურების, ქვიშაქვების სუბჰორიზონტული ლინზებისა და კალციტის მეტამორფოგენული ძარღვების არსებობის შესახებ გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ კირქვების უნიკალური ვერტიკალური სოლი, რომლის სიმაღლეა 1,2 კმ, წარმოადგენს დიდი ხნის ბარიერული რიფის ფესვებს.
New data on the discovery of boulders and granites of the Cretaceous within the wedge, the gravitational textures of ores, the presence within the wedge of subhorizontal lenses of sandstones and metamorphogenic calcite veins permit to assume that the unique vertical wedge of the limestones of the height of about 1.2 km is the root of a long-lived barrier reef.
35744.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოლოგია
მადანმაკონტროლებელი რღვევები ფორმირდებოდნენ ბაიოსის მკვრივ ქანებსა და ბლანტ-დრეკადი კირქვების კონტაქტზე.
Ore-controlling fractures were formed at the contact of visco-elastic limestones occurring in Bajocian hard rocks.
35745.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოლოგია
ჩეღალის ტექტონიკური კვანძი.
The Chegali tectonic knot.
35746.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოლოგია
ჩეღალის ტექტონიკური კვანძის თავისებური აგებულება გაპირობებულია კოლხეთის ოთხი ძირითადი მორფოსტრუქტურული ელემენტის - ოქუმისა და სამხრეთ სამეგრელოს ამოწევებისა და ცენტრალური სამეგრელოსა და ოჩამჩირის დეპრესიების ურთიერთკავშირის ხასიათით.
The unique structure of the Chegali tectonic plexus is due to the character of relationship between the four basic morpho-structural elements of the Kolkheti-Okumi and South Megrelian uplift and Central Megrelian and Ochamchire depression.
35747.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოლოგია
საქართველოს ზედაჰოტრივული ნალექების ბიოსტრატიგრაფიისათვის.
On the biostratigraphy of the Upper Hauterivian of Georgia.
35748.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოლოგია
საქართველოში ზედაჰოტრივული Pseudothurmannia mortilleti-ს ზონასა და ქვედაჰოტრივულ Crioceratites nolani-ს შრეებს შორის დადგენილია ზედაჰოტრივულის ქვედა ზონა Speetoniceras inversum-Speetoniceras auerbachi.
In Georgia, between the Upper Hauterivian zone, named by the author Pseudothurmannia mortilleti, and the Lower Hauterivian strata with Crioceratites nolani, the lower zone, Speetoniceras inversum-S. auerbachi of the Upper Hauterivian, is established.
35749.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოფიზიკა
სეისმურ კერაში ძალთა მოქმედების ერთი შემთხვევის შესახებ.
On one case of forces acting in seismic centre.
35750.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოფიზიკა
განხილულია სეისმურ კერაში მოქმედი პერიოდული ძალის ის შემთხვევა, როცა ძალის ამპლიტუდა დროში იცვლება ექსპონენციალურად, და მოყვანილია ანალიზური სახე შესაბამისი ფუნდამენტური ამოხსნათა მატრიცისა დრეკადობის თეორიის დინამიკის განტოლებისათვის.
The paper deals with the case of the action of periodic force at seismic centre with an amplitude exponentially varying in time; an analytic expression is given for the basic solution of an equation of the dynamics of the theory of elasticity.
35751.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოფიზიკა
კავკასიის ზედა მანტიის გეოელექტრული მოდელის აგების შესახებ.
On the construction of a geoelectric model of the Caucasus upper mantle.
35752.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოფიზიკა
მოცემულია კავკასიის რეგიონის გეოელექტრული მოდელი.
A deep structure geoelectric model of the Caucasus region is proposed.
35753.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოფიზიკა
მაგნიტოტელურული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოყოფილია გამტარი ჰორიზონტების მკვეთრი ჩაძირვის ორი ზონა. ერთ-ერთი მათგანი დარალაგიოზის რაიონშია, მეორე დიდი კავკასიის ზონაში.
On the basis of an analysis of magneto-telluric data two zones of abrupt subsidence have been identified in the mantle: one is the Lesser Caucasus and the other in the Greater Caucasus area.
35754.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოფიზიკა
ორივე ჩაძირვა დასტურდება ზედაპირული ტალღების კვლევის მეთოდითაც. მიღებული შედეგები კარგ თანხმობაშია პალეომაგნიტურ მონაცემებთან.
The existence of both subsidences is confirmed by the method of studying surface waves as well as by a good agreement of the model with paleomagnetic evidence.
35755.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოფიზიკა
კონვექტიურ ღრუბელზე ზემოქმედების საკითხისათვის.
Towards acting on convective clouds.
35756.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოფიზიკა
ატმოსფეროს თერმოდინამიკული მდგომარეობის მიხედვით შეფასებულია ხელოვნურად გამოწვეული ნალექების რაოდენობა.
A method is proposed for estimating the quantity of artificially caused precipitation by analyzing the thermodynamic state of the atmosphere.
35757.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოფიზიკა
განხილულია ზემოქმედებისათვის საჭირო რეაგენტები და მათი შეტანის მიმდევრობა.
The advisability is argued of using various reagents depending on the site of their introduction into the cloud in order to increase the quantity of rainfall.
35758.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოფიზიკა
დედამიწის მაგნიტური ველის ძველი D მიხრილობის განსაზღვრის ერთი შესაძლებლობის შესახებ.
On a possibility of determining the amount of the earth’s magnetic field ancient declination D.
35759.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოფიზიკა
ამ შრომაში მიღებული შედეგები საშუალებას იძლევა განისაზღვროს როგორც ძველი მაგნიტური ველის X და Y მდგენელები, ისე ძველი D მიხრილობის სიდიდე, თუ გამოვიყენებთ დედამიწის მაგნიტური ველის პოტენციალობის თვისებას.
The results obtained in this study using the potentiality factor of the Earth’s magnetic field permit to determine the amount of X and Y ancient field constituents as well as the amount of the ancient declination D.
35760.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოქიმია
საქართველოს მაიკოპის სერიის კაჟიან-ცეოლითიანი ქანების ჰიპერგენული შეცვლის შესახებ.
On the hypergenetic changes of the siliceous-zeolite rocks of the Maikop series in Georgia.