მოიძებნა 668048 ჩანაწერი
35841.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
დამტკიცებულია თეორემები ტეიტის კოჰომოლოგიების პერიოდულობის შესახებ და აგებულია სპექტრალური მიმდევრობა, რომელიც ჰოხშილდ-სერის სპექტრალური მიმდევრობის განზოგადებას წარმოადგენს.
The theorems on the periodicity of Tate cohomologies are proved and a spectral sequence generalizing the Hochschild-Serre sequence is constructed.
35842.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
არეში ანალიზური ფუნქციებისათვის ზოგიერთი მრავალელემენტიანი სასაზღვრო ამოცანის შესახებ კარლემანისეული გადაადგილებით.
On some multielement boundary value problems with non-Carleman shift for functions analytical in a domain.
35843.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
პერიოდულ წერტილთა სასრული სიმრავლის მქონე არაკარლემანისეული გადაადგილების შემთხვევაში დამტკიცებულია (1), (2) ამოცანების ნეტერისეულობა.
A Noether theory has been constructed for boundary value problems (1), (2) with non-Carleman shift with a finite number of periodic points.
35844.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
ერთ შემთხვევაში გამოთვლილია ამ ამოცანების დეფექტური რიცხვები.
In a separate degenerated case the defective numbers of problems (1), (2) have been calculated.
35845.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
(l, p)-ტევადობის ზოგიერთი შეფასება და მათი გამოყენება ჩართვის თეორემებისათვის.
Some estimates of (l, p)-capacities and their application to embedding theorems.
35846.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
ნაჩვენებია, რომ Ф ფუნქციაზე გარკვეულ პირობებში „იზოპერიმეტრული“ უტოლობა სამართლიანია ნებისმიერი სიმრავლისათვის თუკი ის სამართლიანია ნებისმიერი ბირთვისათვის.
It is argued that under certain assumptions about the function Ф the “isoperimetric” inequality takes place for any E if it holds for all spheres.
35847.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
აქედან, როგორც შედეგი, მიიღება აუცილებელი და საკმარისი პირობები რისის და ბესელის პოტენციალთა სივრცეებში ჩართვის ზოგიერთი ოპერატორის უწყვეტობისა.
As a corollary, the necessary and sufficient conditions for the continuity of some embedding operators of M. Riesz and Bessel potential spaces are obtained.
35848.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
სტრუქტურები გრასმანის ფიბრაციაზე და კოშის ამოცანა.
Structures on Grassman fibration and Cauchy problem.
35849.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
დიფერენცირებადი მრავალნაირობის გრასმანის ფიბრაციაზე აღწერილია კანონიკური სტრუქტურები, რომელთა კერძო შემთხვევაა კომხებთა სივრცეზე კანონიკური ერთი ფორმა.
The article describes canonical structures on the Grassman fibration of a differentiable manifold, a concrete case of which is one form on the cotangent space.
35850.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
ამ სტრუქტურების მეშვეობით მითითებულია კერძო წარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის კოშის მონაცემთა ფიბრაციაზე ერთგანზომილებიანი დინამიური სისტემა.
A one-dimensional foliation on the sheaf of Cauchy data of a system of differential equations is given by these structures.
35851.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
ეს უკანასკნელი იძლევა დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის ამონახსნის აგების საშუალებას.
The foliation permits to build a graph of the solution of the system.
35852.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
ფურიეს მწკრივთა კრებადობისა და შეჯამებადობის ზოგიერთი ცალმხრივი პირობის შესახებ.
On some one-sided conditions of convergence and summability of Fourier series.
35853.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
განხილულია ფურიეს მარტივი ტრიგონომეტრიული მწკრივების კრებადობისა და (C, α) შეჯამებადობის საკითხები.
Results are obtained concerning the convergence and (C, α) – summability of simple trigonometric Fourier series.
35854.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
ამასთან კრებადობა განიხილება როგორც წერტილოვანი, ისე C [0,2π] სივრცის ნორმის აზრით.
Moreover, convergence is considered in the pointwise sense as well as in terms of the norm of the space C [0.2π].
35855.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
მაღალი რიგის ელიფსური ტიპის განტოლებების ამოხსნათა თვისებების შესახებ შემოუსაზღვრელი არეებისათვის.
On the properties of the solution of differential elliptic equations of high order in unbounded areas.
35856.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
მეთოდი, რომელიც გამოიყენება ამ თეორემათა დასამტკიცებლად, დაფუძნებულია ვარიაციული აღრიცხვის ელემენტების გამოყენებაზე.
The method employed to prove the theorems is based on the use of some elements of the calculus of variations.
35857.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
მეორე რიგის ჰიპერბოლურ-პარაბოლური ტიპის განტოლების აპრიორული შეფასება შედგენილ არეებში.
A priori estimate of the solution for a second order equation of mixed hyperbolic-parabolic type in composed domains.
35858.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
შერეული ჰიპერბოლურ-პარაბოლური ტიპის განტოლებისათვის, რომლის კოეფიციენტები განიცდიან პირველი გვარის წყვეტას ერთგანზომილებიან S მრავალსახეობაზე, წრფივი შეუღლების შესაბამის პირობებში, მიღებულია აპრიორული შეფასება, რომლიდანაც გამომდინარეობს განტოლების საძებნი ამონახსნის ერთადერთობა და შეუღლებული ამოცანის სუსტი ამონახსნის არსებობა L<sub>2</sub>(Q) კლასში.
For an equation of the mixed hyperbolic-parabolic type with coefficients which have discontinuities of the first kind in passing through the one-dimensional manifold S, under the corresponding condition of linear conjugacy the a priori estimate is obtained from which there follows the uniqueness of solution for the unknown equation and the existence of the weak solution of the conjugate problem in the class L<sub>2</sub>(Q).
35859.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
ერთარხიანი მასობრივი მომსახურების სისტემა ფიქსირებული დანაკარგებით.
A single-line queueing system with fixed rejections.
35860.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მათემატიკა
განხილულია ერთარხიანი მომსახურების სისტემა დანაკარგებით.
A single-line queueing system with rejections is considered.