მოიძებნა 668048 ჩანაწერი
35961.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მეტალურგია
ნაჩვენებია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მინარევი ატომი ადვილად მიუერთდება უკვე წარმოქმნილ კლასტერებს, ვიდრე იზოლირებულ ატომს, შესაძლებელია მოწესრიგების ტიპის კოლექტიური გადასვლები.
It is demonstrated that when an impurity atom joins an existing cluster easier than another isolated impurity atom a collective phenomenon, like an order-disorder process, may arise.
35962.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მეტალურგია
არსებული შეფასებები ჩანერგილი ატომების დრეკადი ურთიერთქმედებისა მდკ ლითონებში გვიჩვენებს, რომ ისინი წარმოადგენენ სწორედ ასეთ სისტემებს და რომ მათში ჩანერგვის ატმოსფეროები დისლოკაციის მახლობლად უნდა იყოს მოწესრიგებული.
Evaluation of the elastic interaction energy of interstitial atoms in BCC a-iron showed that condensed atmospheres near the dislocations must be ordered in this system.
35963.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მეტალურგია
კავშირის ენერგია ასეთ ატმოსფეროსთან მეტია 0,2-0,3 ევ-ით მოუწესრიგებელთან შედარებით.
Dislocation-atmosphere interaction energy must be 0.2-0.3 eV higher for them.
35964.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მექანიკა
ბაგირის დაყვანილი დრეკადობის მოდული კიდული ბაგირგზის მალში მისი ჩაკიდულობის გათვალისწინებით.
An adjusted modulus of elasticity of a ropeway cable with account of its sag in the stage.
35965.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მექანიკა
დაძაბულობის ტალღის ჰოლოგრამის მიღება მყარ გარემოში აფეთქებისას.
Obtaining stress wave holograms in solid medium at explosion.
35966.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მექანიკა
დამუშავებულია დაძაბულობის ტალღის ჰოლოგრამის მიღების მეთოდიკა, ტყვიის აზიდის სფერული მუხტის აფეთქებისას პოლიმეთილმეტაკრილატის ნიმუშში.
A method has been worked out for obtaining stress wave holograms at the explosion of lead azide spherical charge in a polymethyl-methacrylate specimen.
35967.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მექანიკა
მიღებულია დაძაბულობის ტალღის ვიზუალიზაციის სურათი.
The picture of visualization of stress wave has been obtained.
35968.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მექანიკა
ვიზუალიზაციის სურათის ხარისხობრივი ანალიზის გზით აგებულია დაძაბულობის ტალღის ეპიურა დროის ნებისმიერ მომენტში.
The graph of stress wave at an arbitrary moment of time has been built on the basis of a qualitative analysis of visualization pictures.
35969.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
B ჯგუფის ვიტამინების ბიოსინთეზი Mycobacterium rubrum-ისა და მისი მუტანტის მიერ.
Byosynthesis of B group vitamins by Mycobacterium rubrum and its mutant.
35970.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
შესწავლილია B ჯგუფის ექვსი ვიტამინის ბიოსინთეზი Mycobacterium rubrum-ისა და მისი მუტანტის მიერ.
The byosynthesis of six B group vitamins by Mycobacterium rubrum and its mutant was studied.
35971.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
დადგინდა, რომ ისინი ასინთეზებენ თიამინს, ბიოტინს, პირიდოქსინს, ინოზიტს, ნიკოტინისა და პანტოტენის მჟავებს.
They were found to be capable of synthesizing thiamine, biotin, pyridoxine, inositol, nicotinic acid and pantothenic acid.
35972.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ველური შტამი და მისი მუტანტი ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ამ ვიტამინების შემცველობით.
The wild strain and its mutant greatly differ in the content of these vitamins.
35973.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
მუტანტური შტამი ველურთან შედარებით გაცილებით დიდი რაოდენობით შეიცავს პირიდოქსინს, ბიოტინს, პანტოტენისა და ნიკოტინის მჟავებს, ხოლო თიამინსა და ინოზიტს ასინთეზებს ნაკლები რაოდენობით.
The mutant strain in contrast to the wild one, contains much more pyridoxine, biotin, pantothenic acid and nicotinic acid, but it synthesizes thiamine and inositol in a lesser amount.
35974.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მინერალოგია
დარიალის მასივის გრანიტოიდებში ცირკონის დამახასიათებელი ნიშნები.
Characteristic features of accessory zircon in the granitoids of the Darial massif.
35975.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მინერალოგია
აქცესორული ცირკონის დამახასიათებელი ნიშნების და მასში იშვიათი და გაფანტული ელემენტების შემცველობის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება დარიალის მასივის გრანიტოიდების გენეზისის შესახებ.
On the basis of the characteristic features of accessory zircon and the composition of rare and scattered elements a suggestion is made on the genesis of the Darial massif granitoids.
35976.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მინერალოგია
იონური პოტენციალი და ბიოტიტის გეოთერმომეტრიის ზოგი საკითხი.
Ionic potential and some questions of geothermometry of biotites.
35977.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მინერალოგია
ბუულგენის სერიის გვანდრის წყების ქანების სილიმანიტური და მიგმატიტური ზონების მეტამორფული ბიოტიტების გეოთერმომეტრიის საკითხისათვის გამოყენებულია ე.წ. „ჟანგბადის უარყოფითი იონიზაციის პოტენციალის“ მეთოდი.
The method of the so-called “negative charge oxygen potential” ΣnI/n0 has been used in determining the temperatures of the biotitic formation from the metamorphites of the Gvandra suite of the Buulgen series (Greater Caucasus) subjected to metamorphism in conditions of amphibolitic facies.
35978.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მცენარეთა ფიზიოლოგია
სქესობრივი განსხვავება ნუკლეინის მჟავების შემცველობის სეზონურ დინამიკაში მარადმწვანე მცენარეების ფოთლებში.
Sexual differences in the seasonal dynamics of nucleic acids content in the leaves of evergreen plants.
35979.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მცენარეთა ფიზიოლოგია
მდედრობითი და მამრობითი მცენარეების ფოთლებსა და წიწვებში რნმ-ის შემცველობის სეზონური დინამიკის შესწავლამ უჩვენა, რომ მისი რაოდენობა უფრო მეტია მდედრობით მცენარეებში კვირტების გაღვიძებისა და გაშლის პერიოდში, აგრეთვე ფოთლების და წიწვების ინტენსიური ზრდის სტადიაში.
A study of the dynamics of NA in the leaves and needles of male and female conifers has shown the accumulation of RNA in female individuals in the stage of intensive growth.
35980.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, მცენარეთა ფიზიოლოგია
შემდეგ (უფრო მეტად ზამთრის სვენების პერიოდში) ეს განსხვავება მამრობით და მდედრობით მცენარეებს შორის ან თანაბრდება ან მამრობით მცენარეებში შეიმჩნევა რნმ-ის ერთგვარი მატება.
Later this difference either levels off – coinciding mostly with the winter period when the activation of growth and physiological processes subsides – or some increase of RNA in male individuals is observed.