მოიძებნა 668048 ჩანაწერი
36061.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიზიკური ქიმია
შემუშავებულია მყარ სარჩულზე დაფენილი ცეოლითის პროცენტული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდიკა.
A method of percentage determination of zeolite deposited on solid carrier has been developed.
36062.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიზიკური ქიმია
დადგენილია, რომ საუკეთესო ზედაპირულ-ფენოვანი სორბენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ისეთი მყარი სარჩულების გამოყენებით, როგორიცაა ქრომოსორბი W, ქრომატონი N და 1000°-ზე გახურებული ვულკანური წიდებისაგან მიღებული ნიმუშები.
The best surface-layer sorbents can be obtained on the basis of solid carriers such as Chromosorb W, Chromaton N and the specimens prepared on the basis of volcanic slags thermally treated at 1000°C.
36063.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიზიკური ქიმია
ტრიბენზილამინის ადსორბციის გავლენა S<sub>2</sub>O<sub>8</sub><sup>2-</sup> ანიონის და Pb<sup>2+</sup> და Cd<sup>2+</sup> კათიონების ელექტროაღდგენის სიჩქარეზე ვერცხლისწყლის მწვეთავ ელექტროდზე წყლისა და ეთილენგლიკოლის მჟავა ხსნარებიდან.
The effect of tribenzylamine adsorption on the rate of electroreduction of anion S<sub>2</sub>O<sub>8</sub><sup>2-</sup>, cations Pb<sup>2+</sup> and Cd<sup>2+</sup> at the dropping mercury electrode in aqueous and ethylene glycol acid solutions.
36064.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიზიკური ქიმია
დადგენილია, რომ დენის ძალის დროში ცვლილების ხასიათის მიხედვით შესაძლებელია სხვადასხვა ელექტროქიმიურ პროცესზე ორგანული დანამატების ადსორბციის გავლენის შესწავლა.
The effect of the adsorption of organic additions on various electrochemical processes has been studied according to the character of variations of current as a function of time.
36065.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიზიკური ქიმია
ნავთობის ფოტოქიმიური გამოკვლევა.
Photochemical study of petroleum.
36066.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიზიკური ქიმია
ზოგიერთი ფოტოქიმიური რეაქციის გამოყენებით ნაჩვენებია ნავთობში ფოტოდიმერიზაციის უნარის მქონე არომატული ნახშირწყალბადების შემცველობა, ნავთობიდან მიკროელემენტებისა და ფენანტრენის რიგის ნახშირწყალბადების გამოყოფის შესაძლებლობა და რიგ ორგანულ ნაერთთა უნარი დაამუხრუჭონ მინერალური ზეთის ფოტოქიმიური ჟანგვა.
The feasibility is shown of the effective use of some photochemical reactions, such as photodimerization of aromatic hydrocarbons, oxidative condensation of ash-forming compounds of petroleum and photochemical condensation of phenanthrene hydrocarbons with maleic anhydride in the presence of a sensitizer with a view to detecting dimerizing hydrocarbon structures in petroleum and identifying microelements and phenanthrene hydrocarbons. The feasibility is also indicated of inhibiting the photochemical oxidation reaction of mineral oils with the aid of the inhibitor identified in the present study.
36067.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიზიკური ქიმია
აზოტის ჟანგის აღდგენა ბუნებრივ კლინოპტილოლიტზე და მის კატიონმოდიფიცირებულ ფორმებზე.
The reduction of nitric oxide over natural clinoptilolite and its cation-exchanged forms.
36068.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიტოპათოლოგია
სისტემური ფუნგიციდების გავლენა ციტრუსების ნაყოფების კვებით ღირებულებაზე და შენახვისუნარიანობაზე, მათი სანიტარულ-ჰიგიენური შეფასება.
The influence of systemic fungicides on the nutritive value and keeping quality of citrus fruits and their sanitary-hygienic assessment.
36069.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიტოპათოლოგია
გამოირკვა, რომ სისტემური ფუნგიციდები (ბენომილი, ტოფსინი, ბმკ, ფუნდაზოლი, უზგენი) უარყოფით გავლენას არ ახდენენ ციტრუსების ნაყოფების კვებით ღირებულებაზე, პირიქით, მანდარინის და ფორთოხლის ნაყოფების რბილობსა და ქერქში გაზრდილია შაქრების, ვიტამინ C-ს და ეთერზეთების შემცველობა; მიღებულია ნაყოფების მჟავიანობის ოდნავი ცვლილებები საკონტროლოსთან შედარებით.
Plant treatment (throughout vegetation) by optimal concentrations of systemic fungicides (benomyl, topsin, BMK, fundazole) was found to improve the nutritive value of citrus fruit. The concentration of sugar, vitamin C and essential oils increases in the pulp and peel of mandarin and orange fruit, changes of fruit acidity being insignificant.
36070.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიტოპათოლოგია
აღნიშნული ფუნგიციდები ნაყოფების ლპობის გამომწვევი ორგანიზმების მიმართ (Penicillium italicum, Penicillium digitatum, Alternaria citri, Botrytis cinerea, Colletotrichum gloeosporioides) მაღალი ეფექტურობით ხასიათდებიან. შენახვის პირობებში ლპობით გამოწვეული დანაკარგი როგორც მანდარინის, ისე ფორთოხლის შემთხვევაში შემცირებულია 49,0-76,2% საკონტროლოსთან შედარებით.
The effect of benomyl, topsin, BMK and fundazole results in the decrease of fruit loss from the rot (Botrytis cinerea and Colletotrichum gloeosporioides) during storage.
36071.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიტოპათოლოგია
ბენომილით და ბმკ-თი შესხურებულ ნაყოფებში ნაშთის განსაზღვრისას (შესხურებიდან ერთი თვის შემდეგ) რბილობში ნაშთი არ აღმოჩნდა, კანში ნაშთი აღმოჩნდა 0,7 მგ/კგ, რაც დასაშვებ ნორმას არ აღემატება.
Residual quantities of benomyl and BMK, which have been revealed in fruit peel (0.7 mg/kg) and pulp (0.3 mg/kg) within a month from the moment of fungicide treatment, were lower than the permissible standard.
36072.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიტოპათოლოგია
ზოგიერთი პოლივალენტური მეტალისა და თავისუფალი რადიკალური მდგომარეობის შესწავლა ქლოროზით დაავადებულ და ჯანმრთელ ვაზის ფოთლებში.
Study of some polyvalent metals and free radical states in healthy and chlorotic vine leaves.
36073.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიტოპათოლოგია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქლოროზის დროს ელექტრონები ფოტოსისტემის მეორე ფოტოსისტემიდან არასაკმარისი რაოდენობით გადაეცემიან პირველ ფოტოსისტემას.
It is suggested that in chlorosis electrons from photosystem II do not arrive in sufficient number to photosystem I of photosynthesis.
36074.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიტოპათოლოგია
ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პირველი ფოტოსისტემა იმყოფება დაჟანგულ მდგომარეობაში, მისი ფუნქცია დარღვეულია და იგი თანდათანობით იშლება.
Proceeding from this assumption, photosystem I is apparently in the oxidation state; its function is disturbed and it gradually disintegrates.
36075.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ფიტოპათოლოგია
ნაჩვენებია აგრეთვე, რომ დაავადებულ ფოთლებში რკინა-თიოლური კომპლექსები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
It is also shown that in the affected leaves the number of ferrothiolic complexes is markedly lowered, as well as that of polyvalent metals studied in the dynamics of the disease.
36076.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ქიმიური ტექნოლოგია
მინის წარმოქმნა Li<sub>2</sub>O-MnO-B<sub>2</sub>O<sub>3</sub>-SiO<sub>2</sub> სისტემაში.
Glass formation in the system Li<sub>2</sub>O-MnO-B<sub>2</sub>O<sub>3</sub>-SiO<sub>2</sub>.
36077.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ქიმიური ტექნოლოგია
Li<sub>2</sub>O-MnO-B<sub>2</sub>O<sub>3</sub>-SiO<sub>2</sub> სისტემაში შესწავლილია და წარმოდგენილია სამგანზომილებიან სივრცეში მინის წარმოქმნის უბანი, რაც გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ მინის შედგენილობა და ოპტიმალურად დავადგინოთ დამოკიდებულება მინის შედგენილობასა და თვისებას შორის.
The region of glass formation in the four-component system Li<sub>2</sub>O-MnO-B<sub>2</sub>O<sub>3</sub>-SiO<sub>2</sub> has been studied and represented by a model of three-dimensional space in the concentration tetrahedron. This model permits to determine the glass composition and to optimally establish the dependence of the glass properties on its composition.
36078.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ქიმიური ტექნოლოგია
ჩატარებული ექსპერიმენტებისა და გამოთვლების საფუძველზე გამოტანილია დასკვნა, რომ შესწავლილი სისტემის მინებში მანგანუმი ასრულებს ორმაგ როლს, რაც გაპირობებულია მანგანუმის იონის განსაზღვრული ვალენტური და კოორდინაციული მდგომარეობით მინებში.
In boron-manganese-silicate glasses manganese was found to play a dual role, determined by the valency and coordination states of the manganese ion in glasses.
36079.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ქიმიური ტექნოლოგია
სამგორის ნავთობის ფრაქციების ნ-პარაფინული ნახშირწყალბადების გამოკვლევა ზედაპირულად-აქტიურ ნივთიერებათა და გამრეცხ საშუალებათა წარმოებისათვის.
Investigation of N-paraffin hydrocarbons of Samgori oil fractions for the production of surface-active substances and washing means.
36080.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ქიმიური ტექნოლოგია
ადსორბციული მეთოდით გამოყოფილია მაღალი სისუფთავის ხარისხის (99,9%) ნ-პარაფინული ნახშირწყალბადები (C<sub>10</sub>– C<sub>15</sub>)-ოპტიმალური ნედლეული ზედაპირულად-აქტიურ ნივთიერებათა წარმოებისათვის.
N-paraffin hydrocarbons (C<sub>10</sub>–C<sub>15</sub>) of high purity (99.9%) – optimal material for the production of surface – active substances have been obtained by the adsorption method.