მოიძებნა 668048 ჩანაწერი
36081.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ქიმიური ტექნოლოგია
ნაჩვენებია, რომ მიღებული დეპარაფინირებული ფრაქციები წარმოადგენენ რეაქტიული და დიზელის საწვავის კომპონენტებს.
It is shown that the obtained fractions of deparaffining are high-grade components of reactive and diesel fuel.
36082.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ჰიდროტექნიკა
გამთანაბრებელი კამერის კრიტიკული სიგრძის დადგენა მდგრადობის მიხაილოვის კრიტერიუმის მიხედვით.
Determination of the critical length of a surge chamber on the basis of Mikhailov’s criterion of stability.
36083.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ჰიდროტექნიკა
განხილულია გრძელი გამთანაბრებელი რეზერვუარიანი ჰიდროსადგურის ჰიდრავლიკური მდგრადობა, მასში ტალღური მოძრაობის გათვალისწინებით. ჩვეულებრივი რეზერვუარებისათვის არსებული ფორმულების გამოყენება გრძელი რეზერვუარის შემთხვევაში მიგვიყვანს უხეშ შეცდომამდე.
Analytical expressions of the critical value of the surge chamber length and the vibration frequencies are obtained on the basis of characteristic equation analysis, using Mikhailov’s criterion of stability.
36084.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დორსალური და ვენტრალური ჰიპოკამპის დაზიანების გავლენა ჰიპოთალამუსის გაღიზიანების ეფექტებზე.
Influence of the dorsal and ventral hippocampus lesions on the effects of hypothalamic stimulation.
36085.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
რვა ზრდასრულ კატაზე შესწავლილ იქნა დორსალური და ვენტრალური ჰიპოკამპების დაზიანების გავლენა ჰიპოთალამუსის ელექტრული გაღიზიანებით გამოწვეულ ემოციურ ეფექტებზე.
In eight adult cats the possible influence of the dorsal and ventral hippocampus lesions on the emotional responses to hypothalamic electrical stimulation was studied.
36086.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
როგორც წინა ტვინის შუა კონის გაღიზიანებით გამოწვეული დადებითი თვითგაღიზიანების რეაქციები, ისე ვენტრომედიალური და უკანა ჰიპოთალამუსის გაღიზიანებით გამოწვეული უარყოფითი ემოციური პასუხები არ იცვლებოდა ჰიპოკამპის დაზიანების შემდეგ.
Neither the positive self-stimulation responses elicited from the medial forebrain bundle nor the aversive behavior elicited from the ventromedial or posterior hypothalamus were affected by the hippocampal lesions.
36087.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ეს შედეგები განსხვავდება იმ მონაცემებისგან, რომლებიც წინათ ბოცვრებზე ჩატარებული ცდებით იყო მოპოვებული.
These results differ from those obtained in rabbits in an earlier investigation.
36088.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამ განსხვავების მიზეზად მიჩნეულია ბოცვრისა და კატის სახეობრივ-ეკოლოგიური თავისებურებანი, რომელთა გამო ამ ცხოველთა ჰიპოკამპის ფუნქციაც რამდენადმე განსხვავებული უნდა იყოს.
Species-ecological specific differences between the rabbits and the cats are discussed as a possible reason for the different functional interrelationship of the hippocampus and hypothalamus.
36089.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კუჭის სეკრეციული მოქმედების შესწავლის შედეგები მუკოზანტრექტომიის შემდეგ მოგვიანებით პერიოდში.
Results of gastric secretory activity studied in remote periods after mucosantrectomy.
36090.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ადრე დადგენილი იყო, რომ ფიზიოლოგიურ პირობებში გასტრინის გამონთავისუფლება კუჭის ანტრალური ნაწილის ლორწოვანიდან ხორციელდება ცთომითი ნერვის მეშვეობით კუჭთან მოსული იმპულსებით.
It was established previously that in physiological conditions, gastrin releases from the antral part of gastric mucosa occurs due to the impulses brought to the stomach through vagus nerve.
36091.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
წინამდებარე შრომაში შესწავლილია თუ რა ცვლილებებს განიცდის ნორმალურად ინერვირებული პარიეტალური უჯრედების აგზნებადობა ჰორმონ გასტრინის გამომმუშავებელი ზონის მოცილების - მუკოზანტრექტომიის შემდეგ.
The present paper studied the changes of excitability of normally innervated parietal cells after removal of the gastrin-producing zone of stomach mucosa, i.e. mucosantrectomy.
36092.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოირკვა, რომ ასეთი ოპერაციის შემდეგ პარიეტრალური უჯრედების აგზნებადობა დროთა განმავლობაში თანდათან ქვეითდება და დაახლოებით 8-9 თვის შემდეგ მათი აგზნება აღარ ხერხდება არა თუ საკვებ გამღიზიანებლებით, არამედ ისეთი ძლიერი ამგზნებელით, როგორიცაა ჰისტამინი.
It was found that the excitability of the parietal cells after the above operation, gradually decreases, and 8-9 months later the response of secretory reaction totally disappears not only to food stimuli, but also to histamine – a powerful stimulator of gastric secretion.
36093.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამიტომ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ არა მხოლოდ ვაგალური იმპულსები აძლიერებენ პარიეტალური უჯრედების მგრძნობიარობას გასტრინის მიმართ, არამედ თვით გასტრინი განაპირობებს პარიეტული უჯრედების მაღალ აგზნებადობას ვაგალური იმპულსების მიმართ.
Hence, it can be concluded that parietal cell sensitivity to gastrin increases not only due to vagal impulses, but gastrin itself makes for high sensitivity of parietal cells to vagal impulses.
36094.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
პრეფრონტალური ქერქის როლი ვირთაგვების სივრცით მეხსიერებაში.
The role of the prefrontal cortex in the spatial memory of rats.
36095.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ვირთაგვებში ინვერტირებული დაყოვნებული რეაქციის მეთოდით შევისწავლეთ სივრცითი მეხსიერების ე.წ. ეგოცენტრული ფორმა.
An egocentric type of special memory was studied in rats by the method of the inverted delayed response.
36096.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
საკვების ადგილმდებარეობის კომპლექსური აღქმის შემდეგ ვირთაგვა გადაგვქონდა გაუმჭვირვალე გალიით ერთგვაროვანი სიტუაციის სიმეტრიულ ადგილას, ისე რომ რეაგირების მომენტში სიტუაცია წარმოადგენდა იმის სარკულ ანასახს, რომელიც არსებობდა აღქმის დროს.
In this method, proposed by the author, after initial perception of the food location, the rat is transported within an opaque cage into a symmetrical place, so that at the moment of response the external situation constitutes a mirror image of the situation existing at the moment of perception.
36097.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამ ამოცანაზე კრიტერიუმის მიღწევის შემდეგ ვახდენდით ფრონტალური ქერქის დორსომედიალური უბნის (ლეონარდის მიხედვით) ორმხრივ მოცილებას.
After achieving the criterion on this task, the dorso-medial frontal cortex (according to Leonard) was bilaterally ablated.
36098.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ ოპერაციის შემდეგ ვირთაგვებს აქვთ დეფიციტი ინვერტირებული დაყოვნებული რეაქციის ხელმეორე დასწავლაზე, თუმცა ამ დასწავლას ვიწყებდით მხოლოდ მაშინ, როცა ისინი მიაღწევდნენ კრიტერიუმს კლასიკურ დაყოვნებულ რეაქციაზე.
The operated rats showed a deficit in relearning the inverted task although they performed the classical delayed response at critical level.
36099.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ეს დეფიციტი უფრო ძლიერადაა გამოხატული ოპერაციის შემდგომი დასწავლის საწყის ფაზებში.
This deficit was more pronounced in the initial stages of postoperative training.
36100.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა ელექტროფიზიოლოგიური და კლინიკური შესწავლის შედეგები.
Results of an electrophysiological and clinical investigation of children paralysis.