მოიძებნა 668048 ჩანაწერი
36501.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ფიტოპათოლოგია
ეფექტიანობით ხასიათდება 0,05% სორბინის მჟავას ნარევი ტალკთან ერთად შეფრქვევის გზით (შეფარდება 1:5, ტონა ნაყოფზე 500 გ სორბინის მჟავა).
The best result came from 0.05% sorbic acid applied as a spray of dry sorbic acid with talc 1:5 ratio per on of apples.
36502.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ფიტოპათოლოგია
შენახვიდან 4 თვის შემდეგ ვაშლის ნაყოფების ლპობა შემცირდა 3,2 – 6,9%-ით ჯიშების მიხედვით კონტროლთან შედარებით, ხოლო ეკონომიური ეფექტიანობა ერთ ტონა ნაყოფზე შეადგენს 18-23 მანეთს ჯიშების მიხედვით.
After 4 months of storage size of damage was 3.2-6% less than in the control. The economic effect of the application of sorbic acid depending on the apple variety totals 18 to 23 roubles per ton of fruit.
36503.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ფსიქოლოგია
მოდიფიკაციის ფაქტორის ასახვის შესახებ ფიქსირებული განწყობის მოქმედებაში.
On the reflection of the modification factor in the operation of fixed set.
36504.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ფსიქოლოგია
გაკეთებულია ცდა საგანწყობო ილუზიის სიდიდის მნიშვნელობის ჩვენებისა პიროვნების შეგუებითი აქტივობის სფეროში.
An attempt has been made to show the importance of the size of set illusion in the sphere of adaptational activity.
36505.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ფსიქოლოგია
გამახვილებულია ყურადღება ფიქსაციისა და მოდიფიკაციის ფაქტორებით როლზე ადაპტაციის პროცესში.
Attention is paid to the role of fixation and modification factors in the process of adaptation.
36506.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ფსიქოლოგია
ცდებში გამოვლენილია ილუზიის სიდიდისა და ილუზორულ აღქმათა ჩაქრობის სისწრაფის შეფარდებითი დამოუკიდებლობა და ნაჩვენებია ილუზიის სიდიდის, პიროვნების სხვა ცენტრალურ მახასიათებლებთან კავშირის ცალკე შესწავლის აუცილებლობა.
The relative independence of the size of set illusion from the extinction rate of illusory perceptions is demonstrated and the necessity of a separate study of the relation of the size of the illusion with other central personal characteristics is shown.
36507.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ფსიქოლოგია
ცდებში ნაჩვენებია, რომ საგანწყობო ილუზიის სიდიდე ასახავს მოდიფიკაციის ფაქტორის მოქმედებას.
The experiments have proved that the size of a set illusion reflects the operation of the modification factor.
36508.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ქიმიური ტექნოლოგია
ანტიფრიქციული დისპერსული მასალების გავლენის გამოკვლევა მინერალური ზეთის შემზეთ თვისებებზე.
Study of the influence of dispersed antifriction materials on the lubricating properties of mineral oil.
36509.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ქიმიური ტექნოლოგია
ლაბორატორიულ პირობებში შესწავლილია მყარი და ამორფული ანტიფრიქციული დისპერსული მასალებისა და ქიმიურად აქტიური მინამატების გავლენა მინერალური ზეთის ინდუსტრიალური-12 შემზეთ თვისებებზე.
The influence of solid and amorphous antifriction dispersed materials and chemically active additives on the lubricating properties of the mineral oil Industrial 12 has been studied under laboratory conditions.
36510.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ქიმიური ტექნოლოგია
ექსპერიმენტები ჩატარებულია ოთხბურთულიან ხახუნის მანქანაზე შედარებით ხანგრძლივი ცდების პირობებში.
The experiments were conducted on a four-ball friction machine for relatively long periods.
36511.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ქიმიური ტექნოლოგია
თელეთის ნავთობის კვლევა.
Study of Teleti oil.
36512.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ქიმიური ტექნოლოგია
თელეთის ნავთობი წარმოადგენს მცირეგოგირდოვან, მცირეპარაფინულ ნავთობს და ხასიათდება მსუბუქი ფრაქციების მაღალი შემცველობით.
It is shown that Teleti oil is low-sulphur, low-paraffin oil, characterized by high content of light fractions.
36513.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ქიმიური ტექნოლოგია
ბენზინის ფრაქციები ხასიათდება მცირე გოგირდიანობითა და მაღალი გამოსავალით.
Gasoline fractions are characterized by low Sulphur and high yield.
36514.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ქიმიური ტექნოლოგია
დისტილატები 120-230°C და 120-240°C თანახმად ГОСТ 10227-62 პასუხობენ სტანდარტის მოთხოვნას რეაქტიულ საწვავზე ТС-1 და ТС-2. ფრაქციები 180-350°C და 240-350°C ГОСТ 4749-49 მიხედვით აკმაყოფილებენ სტანდარტს დიზელის საწვავზე.
According to GOST (USSR state standard) 10227-62, 120-230°C and 120-240°C distillates meet the requirements of standards for diesel fuel.
36515.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ქიმიური ტექნოლოგია
ნარჩენი, აღებული 350°C მაღლა, თანახმად ГОСТ 10585-63 გვაძლევს 40, 100, 200 მარკის საწვავ მაზუთებს.
Residues above 350°C, according to GOST-10585-63, give fuel oils (mazuts) of 40, 100 and 200 grades.
36516.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ქიმიური ტექნოლოგია
350°C მაღლა აღებული ნარჩენისაგან მიიღება ნარჩენი ზეთი დაბალი სიბლანტის ინდექსებით, მაგრამ სამაგიეროდ დაბალი გაყინვის ტემპერატურით, რაც გამორიცხავს მათი დამატებითი დეპარაფინიზაციის საჭიროებას.
From the residue obtained above 350°C, residual oils of low viscosity indices but with freezing temperatures are obtained, which excludes their additional deparaffinization.
36517.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ქიმიური ტექნოლოგია
ГОСТ 11954-66 შესაბამისად ნავთობიდან შეიძლება მიღებულ იქნეს საგზაო ბითუმები.
According to GOST 11954-66 road bitumens might be obtained.
36518.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ჰიდროტექნიკა
წყლისა და გრუნტის ნარევის მოძრაობის განტოლებების გამოყენება კვაზისტაციონარული ქვიშის ტალღების პარამეტრების განსაზღვრისათვის.
Use of equations of water-ground mix movement for the determination of the characteristics of quasistationary dunes.
36519.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ჰიდროტექნიკა
თ. ვოინიჩ-სინოჟენცკის მიერ მიღებული წყლისა და გრუნტის ნარევის მოძრაობის პროცესის აღმწერი განტოლებების საფუძველზე გადაწყვეტილია ფსკერული კვაზისტაციონარული ქვიშის ტალღების სიგრძის, სიმაღლის და მათი გადაადგილების სიჩქარის განსაზღვრის ამოცანა.
The problem of determining the length, height and velocity of transfer of a quasistationary dune along a watercourse bed has been solved on the basis of the Voynich-Sjanozhentsky equations describing the behaviour of the ground-water liquid.
36520.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ჰიდროტექნიკა
გარდა განტოლებებისა, რომელთა ზუსტი ამოხსნა შესაძლებელია ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანის დახმარებით, მიღებულია მიახლოებითი გამოსახულებები საინჟინერო საკითხების გადასაწყვეტად.
Apart from equations enabling to obtain strong solutions with the aid of a digital computer, approximate solutions acceptable for engineering purposes have been obtained.