მოიძებნა 668048 ჩანაწერი
36561.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ინდერალისა და ნონახლაზინის მოქმედების მექანიზმი კარდიოდინამიკაზე და მიოკარდის უჯრედშიდა იონურ-ფერმენტულ სისტემებზე.
Mechanism of the action of Nonachlasine and Inderal on the cardiodynamics and ion-protein system of the subcellular structures of the myocardium.
36562.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ახალგაზრდა ბოცვერების მარცხენა პარკუჭის სისტოლის ფაზური სტრუქტურისა, უჯრედშიდა ორგანელების და მემბრანის იონურ-ფერმენტული მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე ექსპერიმენტში დადგენილია ინდერალისა და ნონახლაზინის ფარმაკოლოგიური მოქმედების თავისებურებანი და ინტიმური მექანიზმები.
On the basis of an analysis of the data on experiments involving the phasic structure of the left ventricle systole, subcellular organelles and ion-proteins of the membrane in young rabbits it is concluded that Inderal and Nonachlasine exert special pharmacological action and have fine mechanisms.
36563.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თავის ტვინის ღეროს ლურჯი ლაქის (Locus coeruleus) გაღიზიანების გავლენა ქერქის რიტმულ შემდეგმოქმედებაზე.
The influence of n. locus coeruleus stimulation of cortical rhythmic afterdischarge.
36564.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დაუნარკოზებელ კურარიზებულ თეთრ ვირთაგვებზე და კატებზე ურეთანისა და ნემბუტალის (შესაბამისად) მცირე დოზების ხმარებისას, აგრეთვე ურეთანით დანარკოზებულ ვირთაგვებზე, შევისწავლეთ ლურჯი ლაქის ელექტრული გაღიზიანების გავლენა სპონტანურად და გაღიზიანებით (კანისა და თალამური ბირთვის) ქერქში აღძრულ თითისტარებზე.
The influence of n. locus coeruleus (LC) stimulation on cortical spontaneous and evoked (by stimulation of contralateral forepaw skin or appropriate thalamus nucleus) spindles was studied in unanaesthetized curarized albino rats and cats with intraperitoneal administration of small doses of urethane and nembutal respectively, or in rats anaesthetized with urethane.
36565.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ლურჯი ლაქის წინასწარი გაღიზიანება იწვევდა სპონტანურ ან კანისა თუ თალამური ბირთვის გაღიზიანებით გამოწვეული თითისტარის (რიტმული შემდეგმოქმედების) მკვეთრ დაკნინებას.
The LC conditioning stimulation results in a considerable suppression of spontaneous and evoked-by-skin or thalamic stimulation spindles (i.e. rhythmic afterdischarge).
36566.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცერებრული და პერიფერიული რეოგრამების ცვლილებებისათვის აორტის რკალისა და მისი მაგისტრალური არტერიების პათოლოგიის დროს.
Changes of cerebral and peripheral rheograms in the pathology of the aortic arch and its main arteries.
36567.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჩატარებულია აორტის რკალის მაგისტრალური არტერიების პათოლოგიით დაავადებული 53 ავადმყოფის კლინიკური, რეოენცეფალო- და რეოვაზოგრაფიული გამოკვლევა, ზოგ შემთხვევაში დინამიკაში - ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
The authors have carried out clinical, rheoencephalic and rheovasographic investigation of 53 patients with pathology of the aortic arch and its main arteries, in some cases in dynamics – in preoperative and postoperative periods.
36568.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოვლინებულია აორტის რკალის მაგისტრალური არტერიების ოკლუზიური პროცესების როლი ცერებრული და პერიფერიული იშემიური დაზიანების განვითარებაში.
The role of occlusive processes of the aortic arch and its main arteries in the development of cerebral and peripheral ischemic damage has been revealed.
36569.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნაჩვენებია, რომ აღნიშნული დაზიანებები დამოკიდებულია არა მარტო ოკლუზიის ფაქტზე, არამედ კოლატერალურ სისხლის მიმოქცევის მდგომარეობაზე.
The indicated disturbance is shown to depend not only upon the fact of occlusion but also upon the condition of collateral circulation.
36570.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დამტკიცებულია “Steal syndrome”-ს მექანიზმის როლი იშემიური დაზიანების განვითარებაში.
The role of the mechanism of the “Steal syndrome” in the development of the ischemic damage has been proved.
36571.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ოპერაციული მკურნალობა, წარმოებული 12 შემთხვევაში, ხელს უწყობდა კლინიკურ-ფიზიოლოგიური მონაცემების გაუმჯობესებას.
Surgical treatment, carried out in 12 cases, favoured the improvement of clinical and physiologic data.
36572.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თავის ტვინის ღეროს ნაკერის დორზალური ბირთვის გაღიზიანების გავლენა ქერქის რიტმულ შემდეგმოქმედებაზე.
The effect of n. raphe dorsalis stimulation on cortical rhythmic afterdischarge.
36573.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ურეთანით დანარკოზებულ თეთრ ვირთაგვებზე შევისწავლეთ ნაკერის დორზალური ბირთვის (n. raphe dorsalis) ელექტრული გაღიზიანების გავლენა ცხოველის წინა თათის კანის ერთხელობრივი გაღიზიანებით ქერქში აღძრულ რიტმულ შემდეგმოქმედებაზე.
The effect of electrical stimulation of nucleus raphe dorsalis on cortical rhythmic afterdischarge evoked by single electrical stimulation of the forepaw skin of albino rats anaesthetized with urethane was studied.
36574.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნაკერის ბირთვის წინასწარი გაღიზიანება, რომელიც თავისით იწვევდა სუსტ რიტმულ აქტივობას, აძლიერებდა რიტმულ შემდეგმოქმედებას - იზრდებოდა მისი ხანგრძლივობა და ცალკეულ ტალღათა ამპლიტუდა.
The conditioning stimulation of n. raphe dorsalis, which itself evoked weak rhythmic activity, augmented the rhythmic afterdischarge, i.e. both the spindle duration and individual wave amplitude increased.
36575.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მართალია, აღნიშნულ პირობებში ქერქის რიტმული შემდეგმოქმედების გაძლიერება გაპირობებული უნდა იყოს ძირითადად ორი გაღიზიანების ეფექტის შეჯამებით, მაგრამ ამავე დროს ეს და სხვა ცდები გვიჩვენებს ნაკერის ბირთვის დიდი ტვინის ქერქზე მასინქრონიზებელ გავლენას.
Though the increase of cortical afterdischarge must mainly occur due to the summation of the two stimulation effects, this and other experiments at the same time, speak in favour of the synchronising effect of the raphe nuclei on the cerebral cortical activity.
36576.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სუპრასილვიური და ლატერალური ხვეულების ანტიდრომული პასუხები კორძიანი სხეულის წყვილადი გაღიზიანებისას.
Study of antidromic responses evoked in the suprasylvian and lateral gyri at paired callosal stimulation.
36577.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცდები ჩავატარეთ ნემბუტალით დანარკოზებულ კატებზე, რომელთაც წინასწარ (7-10 დღით ადრე) პარასაგიტალურად გადაკვეთილი ჰქონდათ კორძიანი სხეული.
Experiments were carried out in nembutalized cats in which 7-10 days prior to the experiment the corpus callosum was sectioned parasagittaly.
36578.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქერქის ტანგენციალური ნერვული ბოჭკოების ლაბილობის შესახებ.
Lability of the cortical tangential fibres.
36579.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
პირდაპირი ქერქული პასუხების ამპლიტუდისა და ნიშნის ცვლილების საფუძველზე უნარკოზო კატის პრეპარატზე შევისწავლეთ ზედაპირული ტანგენციალური ნერვული ბოჭკოების ლაბილობა.
The lability of the cortical superficial neural fibres was studied in the cat’s unanaesthetized preparations on the basis of the differences in the sign and the amplitude of the direct cortical responses (dcr).
36580.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ექსპერიმენტული მასალის ანალიზის საფუძველზე ვასკვნით, რომ აღნიშნული ნერვული ბოჭკოები ხასიათდებიან შედარებით მაღალი ლაბილობით და, ზოგჯერ, გაღიზიანების გახშირებისას პასუხების ამპლიტუდის შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს აპიკალურ დენდრიტებში განვითარებული ძლიერი და ხანგრძლივი დეპოლარიზაციული ძვრები.
Analysis of the experimental data permits to conclude that the above-mentioned cortical fibres are characterized by relatively high lability. Sometimes, diminished amplitude of the dcr may be caused by the strong and prolonged depolarization shifts developed in the cortical apical dendrites.