მოიძებნა 668048 ჩანაწერი
36641.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
ადამიანის ასაკის ზრდასთან ერთად აღინიშნება ლიმფოციტების მიგრაციის შენელება და ბლასტტრანსფორმაციის გაძლიერება. პარალელურად მცირდება T-ლიმფოციტების საერთო რაოდენობა.
The migration of lymphocytes was found to slow down and the intensity of blasttransformation to increase with age, with a parallel decrease of the total number of T-lymphocytes.
36642.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ ონტოგენეზში ასაკთან ერთად მცირდება T-ლიმფოციტების Ts-სუბპოპულაცია, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე.
On the basis of the obtained results it is suggested that the Ts-subpopulation of T-lymphocytes decreases in ontogenesis, this playing a part in the regulation of the functioning of the immunity system.
36643.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
რენტგენის სხივების მოქმედება თეთრი თაგვების ძვლის ტვინის უჯრედებზე ჰიპოქსიური ჰიპოქსიის პირობებში.
X-ray effects on bone marrow cells of white mice in conditions of hypoxia.
36644.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
Mycobacterium rubrum-ის ბუნებრივი ცვალებადობა კაროტინოიდების სინთეზის მიხედვით.
Natural variability of Mycobacterium rubrum depending on the synthesis of carotinoids.
36645.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
შესწავლილია Mycobacterium rubrum-ის სპონტანური ცვალებადობა კაროტინოიდების სინთეზის მიხედვით.
Spontaneous variability of Mycobacterium rubrum, depending on carotinoid synthesis, has been studied.
36646.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
დადგინდა, რომ კოლონიების საერთო რაოდენობის ძირითადი მასა მოდის R-ფორმაზე.
The bulk of the total amount of colonies was found to be represented as R-form.
36647.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
გამოირკვა, რომ კაროტინოიდების ბიოსინთეზის მიხედვით R-ფორმის კოლონიები უფრო აქტიურია, ვიდრე S-ფორმისა.
Depending on carotinoid biosynthesis, R-form colonies were found to be more active than those of S-forms.
36648.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
რენტგენის სხივების მოქმედება თეთრი თაგვების ძვლის ტვინის უჯრედებზე ჰიპეროქსიის პირობებში.
X-ray effects of bone marrow cells of white mice in hyperoxia.
36649.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოლოგია
ჩორჩანის ჯგუფში შემავალი სერპენტინიტების საბადოების კომპლექსური გამოყენების შესახებ.
On the feasibility of complex use of the serpentinites of the Chorchan group of deposits.
36650.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოლოგია
ჩორჩანის ჯგუფში შემავალი სერპენტინიტების საბადოები საინტერესოა როგორც გეოლოგიური, ისე ტექნოლოგიური თვალსაზრისით და მდებარეობენ ეკონომიკურად ხელსაყრელ პირობებში.
The serpentinite deposits of the Chorchan group are highly interesting from both geological and technological points of view, being located in economically advantageous conditions.
36651.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოლოგია
ეს ძვირფასი ნედლეული შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში: სოფლის მეურნეობაში, საშენ მასალათა წარმოებაში, ფერად მეტალურგიაში და სხვ.
This valuable raw material can be used in various fields of the national economy: agriculture, production of building materials, non-ferrous metallurgy and so on.
36652.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოლოგია
ოქრო-ვერცხლისწყლის მადნიანი ფორმაცია (ერთ-ერთი მადნიანი რაიონის მაგალითზე).
A Au-Hg ore formation.
36653.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოლოგია
ერთ-ერთი მადნიანი რაიონის ვერცხლისწყლის გამოვლინებების მადნების და ჰიდროთერმულად შეცვლილი ქანების დეტალური შესწავლის საფუძველზე დავადგინეთ ოქროს და ვერცხლისწყლის გამადნებათა გენეტიკური კავშირი და ოქროს აწეული შემცველობები სინგურის მადნებში და მადანშემცველ ჰიდროთერმულ არგილიზიტებში, რაც საშუალებას გვაძლევს მოცემული რაიონებისათვის გამოვყოთ ოქრო-ვერცხლისწყლის მადნიანი ფორმაცია.
On the basis of a detailed study of ores and metasomatic rocks of Hg manifestations from an ore region it has been determined that Au ores are genetically connected with Hg ores, and that the latter are characterized by a high content of gold, as well as of hydrothermal argillites. This can serve as a criterion in searching for ore bodies of a Au-Hg formation in the region in question.
36654.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოლოგია
მდ. ბზიფის ხეობაში „ცისფერი ტბის“ მიდამოების ბერიასულის შესახებ.
On the Berriasian of the “Blue Lake” environs in the Bzyb valley (Georgia).
36655.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოლოგია
„ცისფერი ტბის“ მიდამოები წინა მკვლევართა მიერ მოცემულ გეოლოგიურ რუკებზე ნაჩვენები იყო ხან ზედაიურული, ხან კი ქვედაცარცული ნალექების გავრცელების არედ.
On the geological maps of previous workers in the environs of the “Blue Lake” either Upper Jurassic or Lower Cretaceous deposits are shown.
36656.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოლოგია
ახალი პალეონტოლოგიური მონაცემებისა და სტრატიგრაფიული დაკვირვებების საფუძველზე დამტკიცდა, რომ ამ რაიონში გამავალი აჩმარდის სინკლინის ფრთები აგებულია ბერიასული ნალექებით, ხოლო ნაოჭის გულში დაშვებულია ნეოკომურის უფრო ახალგაზრდა წარმონაქმნების არსებობა.
New palaeontological data and stratigraphic studies demonstrate that the flanks of the Achmarda syncline – the major structure here – are formed of Berriasian deposits, whereas in its core the occurrence of higher horizons of the Neocomian is probable.
36657.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოლოგია
აფხაზეთის პალეოგენის ფაციესების შესახებ.
On Abkhazian paleogene facies.
36658.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოლოგია
აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით პალეოგენური ნალექების მიხედვით გამოიყოფა სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ზონა:
On the territory of Abkhazia, from north to south, three different zones are distinguished in the Paleogene sediments:
36659.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოლოგია
1 - გარდამავალი ფაციესებისა (მდ. ფსოუს და ბზიფის ზემო წელი);
1) transitional facies (in the upper parts of the rivers Psou and Bzyb);
36660.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოლოგია
2 - შერეული ფაციესებისა (სოჭი - ადლერის დეპრესიის აღმოსავლეთი დაბოლოება, გამოყოფილია პირველად) და - სუბპლატფორმული ფაციესებისა.
2) mixed facies (distinguished for the first time in the eastern end of the Sochi-Adler depression), and 3) subplatform facies.