მოიძებნა 668048 ჩანაწერი
36621.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ბოტანიკა
ხმელთაშუაზღვეთის ფიტოგეოგრაფიული რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრის შესახებ.
Concerning the south-eastern boundary of the Mediterranean phytogeographical region.
36622.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ბოტანიკა
ხმელთაშუაზღვეთის რეგიონში ჩატარებული გამოკვლევებისა და ლიტერატურული მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი გადის ანტილიბანის ქედის აღმოსავლეთ მაკროფერდობზე, სამხრეთ პალმირიდებზე, ჰომსის, ჰამას პლატოებზე და ქვაბულებზე, ალავიტისა და ზავიას ქედზე და ქურდ-დაღზე.
On the basis of investigations conducted in the Mediterranean region, as well as the literature data, the authors conclude that the south-eastern boundary of the Mediterranean phytogeographical region runs along the eastern macroslope of the Anti-Lebanon mountains. South Palmyrid system, Homs and Hama plateaus and hollows, and the Djebel Alaoite, Djebel Zawiye and Kurd-Dag ridges.
36623.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ბოტანიკა
ამ საზღვრის გასწვრივ წარმოდგენილია ეკოლოგიურად და ბოტანიკურ-გეოგრაფიულად კონტრასტული, ორი მოსაზღვრე ფიტოხორიონის - ხმელთაშუაზღვეთისა და ირან-თურანის რეგიონის ფლოროცენოტური კომპლექსები. ამ საზღვარს ემთხვევა აგრეთვე ამ მხარის ენდემების ფლორისტული ხაზები.
Ecologically and botanical-geographically contrastive florocoenotic complexes of the Mediterranean and Irano-Turanian region are presented along this boundary, coinciding with the endemic floristic lines of this phytogeographical area.
36624.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ბოტანიკა
ამაზევე მიუთითებს მცენარეულობის ცვალებადობა პლეისტოცენ-ჰოლოცენში.
The same is indicated by the variation of vegetation in the Pleistocene-Holocene.
36625.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ბოტანიკა
წყლის შემცველობა ზოგიერთი ქსეროფილური მერქნიანი მცენარის ფოთლებში.
Water content in the leaves of some xerophile wood plants.
36626.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ბოტანიკა
შესწავლილია კავკასიური აკაკის, ძეძვის, თრიმლის, შავჯაგას, ბერყენას და საღსაღაჯის ფოთლებში წყლის შემცველობა. დაკვირვებები წარმოებდა ვაშლოვანის ნაკრძალსა და თბილისის ბოტანიკურ ბაღში.
The water content of the leaves of Pistacia mutica, Rhamnus pallasii, Celtis caucasica, Cotinus coggugria, Paliurus spina-christi and Pyrus salicifolia was studied experimentally in the Vashlovani reservation (GSSR) and Tbilisi Botanical Garden.
36627.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ბოტანიკა
აღნიშნული მცენარეების წყლის რეჟიმი განსხვავებულ კლიმატურ და ეკოლოგიურ პირობებში სტაბილურია, რაც გარემო პირობებთან მათ კარგ შეგუებაზე მეტყველებს.
It was found that in different climatic and ecological conditions, the plants in question maintain the water regime stability, pointing to their good adaptation to the environmental conditions.
36628.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ბოტანიკა
ახალი მონაცემები აფხაზეთის პტერიდოფლორაზე.
New data on the pteridoflora of Abkhazia.
36629.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ბოტანიკა
აფხაზეთისათვის პირველად არის მოყვანილი Equisetum palustre. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ხელმეორედ მოგროვილია Equisetum hyemale, Aspelnium hermannichristi, A. woronowii და სხვა. არ არის მოგროვილი მხოლოდ წყლის გვიმრა Salvinia natans, რომელიც ცნობილია ინკიტის ტბიდან.
The paper deals with the following species collected by the authors in Abkhazia: Equisetum palustre, Equisetum hyemale, Aspelnium hermannichristi, A. woronowii; Salvinia natans was not found.
36630.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ბოტანიკა
საქართველოს მთის ტყეების ახალი და იშვიათი ასოციაციები.
New and rare associations of Georgian mountain forests.
36631.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ბოტანიკა
ქვემო სვანეთში, მდ. ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადების - დევაშისა და ლახაშურას სათავეებში (სამეგრელოს ქედის აღმოსავლეთი ნაწილი) აღწერილია მაღალმთის ტყეების ორი ახალი ასოციაცია:
Two new associations of high mountain forests have been described in Lower Svaneti in the Tskhenistskali river basin (eastern part of the Megrelian Range):
36632.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ბოტანიკა
1) წიფლნარი გვიმრიან-ისლურიანი (Fagus orientalis – Luzula silvatica + Athyrium filix femina);
1) Fagetum filicoso-luzulosum (Fagus orientalis – Luzula silvatica + Athyrium filix femina);
36633.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ბოტანიკა
2) წიფლნარ-სოჭნარი მთისწივანიან-ისლურიანი (Abies nordmanniana + Fagus orientalis – Luzula silvatica + Festuca montana).
2) Fageto-Abietum festucoso-luzulosum (Abies nordmanniana + Fagus orientalis – Luzula silvatica + Festuca montana).
36634.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
ახალი მარცვლოვანი კულტურის - ტრიტიკალეს სინთეზისათვის.
Towards the synthesis of a new grain culture –Triticale.
36635.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის კულტურული ფლორის განყოფილებაში ინტროგრესიის პროცესში შექმნილია შორეულ ჰიბრიდთა მდიდარი ფონდი ხორბლის, ჭანგას, ეგილოფსის და ჭვავის გვარის მონაწილეობით.
In the section of cultural flora of the Institute of Botany of the Georgian Academy of Sciences in the process of introgression a large pool of remote hybrids has been formed involving the genera of wheat, couch-grass, aegilops, rye.
36636.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
მუშაობის მომდევნო ეტაპია სელექციის ორგანიზაცია, ახალი ორგანიზმის სინთეზისათვის საჭირო გენომებისა და ცალკეული გენების გამოვლენა.
The next stage of the work is the organization of special selection, the reconstruction of the needed genomes, and identification of separate genes participating in the construction of a new organism.
36637.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
ამ მხრივ ამჟამად უფრო საიმედო აღმოჩნდა ხორბალ-ჭვავის ამფიდიპლოიდი - ტრიტიკალე, რომელშიც შერწყმულია მშობელი მცენარეების დადებითი ნიშნები ჰიბრიდების მაღალმოსავლიანობასთან და პროდუქციის მაღალ ხარისხთან.
In this respect, at present most reliable are wheat-rye amphydiploids – Triticale, in which the positive features of parental plants, high crop capacity and high production quality are combined.
36638.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
ამ ჰიბრიდთა გენეტიკური, ბიოქიმიური და სამეურნეო კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მიღებულია სრულიად ახალი ტიპის მცენარე ახალი თვისებებით, რომელიც არ გააჩნია ხორბლის თანამედროვე სახეობებსა და ჯიშებს.
Genetic, biochemical and economical study of these hybrids indicates that they are plants of a new type with new properties not possessed by modern species and varieties of wheat.
36639.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
იმუნიტეტის T-სისტემის აქტივობის ცვლილებების შესწავლისათვის ონტოგენეზში.
Towards the study of changes of the activity of the immunity T-system in ontogenesis.
36640.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
შესწავლილია იმუნიტეტის T-სისტემის აქტივობის ცვლილებები დაბერების პროცესში ლიმფოციტების მიგრაციის შენელების, ბლასტტრანსფორმაციის რეაქციებით და T-ლიმფოციტების საერთო რაოდენობის განსაზღვრით.
The changes of the activity of the immunity T-system were studied by the following reactions: inhibition of lymphocyte migration, blasttransformation and determination of the total number of T-lymphocytes.