მოიძებნა 668048 ჩანაწერი
37081.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოფიზიკა
მოცემულია ადამიანის ნორმალური შტრაუბის აქტინის წრიული დიქროიზმის სპექტრი 200-300 ნმ არეში.
Circular dichroism spectra of human normal and myocardial failure G- and F- Straub actin in the range of 200-300 nm have been studied.
37082.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ მწვავე (მიოკარდიუმის ინფარქტი) და ქრონიკული (ფილტვისმიერი გული) გულის უკმარისობის დროს იცვლება შტრაუბის აქტინის ოპტიკური აქტივობა.
It is shown that in acute (myocardial infarction) and chronic cardiopulmonary (cor pulmonale) heart failure the optical activity of Straub actin is changed.
37083.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოფიზიკა
სხვადასხვა ფორმაში მყოფი მიოზინისა და აქტინის მიერ შეკუმშვადი კომპლექსის წარმოქმნაზე პროტეინ M-ის გავლენის შესწავლა.
Investigation of the formation of the contractile complex in the presence of protein M from myosin and actin being in different forms.
37084.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოფიზიკა
პროტეინ M-ის თანმყოფობისას და მის გარეშე სხვადასხვა ფორმაში მყოფ მიოზინისა და აქტინისაგან რეკონსტრუირებული აქტიმიოზინის შრიული ძაფების შეკუმშვადობის შესწავლით ნაჩვენებია, რომ მიუხედავად არეში პროტეინ M-ის თანმყოფობისა, შეკუმშვადი სისტემა წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი კომპონენტი (მიოზინი, აქტინი) არის აგრეგირებული, ხოლო მეორე დისპერგირებულ მდგომარეობაშია.
An investigation of the contractility of film fibers of actomyosin, reconstructed from myosin and actin being in different forms, in the presence and absence of muscle minor protein M affecting the contractility of actomyosin, has shown that, independent of the presence of protein M in the medium, the contractile complex is formed only in the case when one of the components (myosin, actin) is in the aggregated, and the other in dispersed form.
37085.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოფიზიკა
მიღებული შედეგებიდან გამომდინარე გამოთქმულია მოსაზრება, რომ პროტეინი M გავლენას არ ახდენს აქტიმიოზინის სისტემის იმ არეებზე, რომლებიც განაპირობებენ კომპლექსის წარმოქმნას მიოზინსა და აქტინს შორის.
On the basis of the obtained data it is suggested that protein M does not affect the sites responsible for the formation of a complex between myosin and actin.
37086.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოფიზიკა
მიოზინის C1 სუბფრაგმენტების კონფორმაციული განსხვავებების შესახებ.
On the conformational difference of subfragment-C1 of myosin.
37087.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოფიზიკა
შესწავლილია სპინ-მონიშნული მიოზინის გაჯერების მრუდები 20-100K ტემპერატურულ დიაპაზონში.
Saturation curves of myosin, spin-labelled at the S1-SH groups, have been studied within the temperature range of 20-100K.
37088.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ ტემპერატურის შემცირებისას დიამაგნიტური კალციუმის იონების თანაობისას გაჯერების მრუდების ფორმა მახინჯდება, ვლინდება რა მათი შედგენილი ხასიათი.
In the presence of diamagnetic Ca2+, decrease of temperature causes the distortion of the shape of the saturation curves, demonstrating their composite character.
37089.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოფიზიკა
გაკეთებულია დასკვნა, რომ ანომალურად განიერი გაჯერების მრუდი წარმოადგენს ორი ნორმალური სიგანის მქონე მრუდის ზედდებას, რომლებიც წანაცვლებულია ერთმანეთის მიმართ მიოზინის სხვადასხვა სუბფრაგმენტზე მიერთებული ნიშნულების კონფორმაციულ გარემოცვაში არსებული განსხვავებების გამო.
It is concluded that the anomalously broad saturation curve is the result of the superposition of two saturation curves with normal width, but slightly shifted with respect to each other because of the difference in the conformational environment of labels bound to different subfragments S1 of myosin.
37090.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოფიზიკა
გარემოს იონური ძალისა და pH-ის გავლენა თრომბოციტების ელექტროფორეზულ ძვრადობაზე და სივრცულ მახასიათებლებზე.
Medium ionic strength and pH influence on electrophoretic mobility and space characteristics of platelets.
37091.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოფიზიკა
მარილხსნარში შეტივტივებული თრომბოციტების ელექტროფორეზული ძვრადობის და სივრცობრივი ურთიერთგანლაგების შედარება გარემოს იონური ძალის და pH-ის სხვადასხვა მნიშვნელობის დროს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ურთიერთმიკვრა გარემოს მაღალი იონური ძალის და დაბალი pH-ის მნიშვნელობისას გაპირობებულია მათი ზედაპირული მუხტის შემცირებით.
Comparison of changes of electrophoretic mobility of platelets, suspended in sodium chloride solution, with the disposition of these cells in space permits to assume that platelet adhesion together at high ionic strength and low pH may be due to the lowering of their surface change.
37092.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოფიზიკა
თრომბოციტების მუხტის გათვლისას მათი ელექტროფორეზული ძვრადობის დაფუძველზე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უჯრედების ფორმის და ზედაპირის ცვლილება, რაც გამოწვეულია გარემოს იონური ძალისა და pH-ის ცვლილებით.
Wile calculating the cells charge on the basis of the magnitude of electrophoretic mobility it is reasonable to take into consideration the influence of ionic strength and pH on the shape and surface of platelets.
37093.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოქიმია
ფოტოსინთეზის პროცესში შეთვისებული ნახშირბადის ჩართვა სიმინდის მცენარის ლიზინში.
Incorporation of carbon assimilated in the process of photosynthesis in maize lysine.
37094.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოქიმია
შესწავლილია <sup>14</sup>CO<sub>2</sub>-ის ნახშირბადის ჩართვა სიმინდის ორი ჯიშის (აჯამეთის თეთრი და მისი ლიზინიანი ანალოგი) ნაზარდებსა და მარცვალში (მინდვრის პირობებში).
The incorporation of carbon <sup>14</sup>CO<sub>2</sub> in the lysine of the seedlings and kernels in two variates of maize (Ajametis tetri and its lysine analogue) has been studied.
37095.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოქიმია
დადგენილია, რომ CO<sub>2</sub>-ის ნახშირბადი შედარებით აქტიურად ჩაირთვება სიმინდის მარცვლის ენდოსპერმის ალბუმინების ფრაქციის ლიზინში, ჩანასახში კი გლობულინების ფრაქციის ლიზინში.
Carbon CO<sub>2</sub> was found to be more actively incoporated in the lysine fraction of albumin of maize kernel endosperm, whereas in the embryo in the lysine of globulin fraction.
37096.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოქიმია
სავარაუდოა, რომ სიმინდში ლიზინის ბიოსინთეზი უნდა ხდებოდეს როგორც ვეგეტატიურ ორგანოებში, ისე მარცვალში.
It is suggested that lysine biosynthesis occurs in vegetative organs as well as in maize kernels.
37097.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოქიმია
ამასთან ერთად ლიზინის წარმოქმნა სხვადასხვა ჯიშის სიმინდის მცენარეში განსხვავებული ინტენსივობით მიმდინარეობს.
The formation of lysine in different varieties occurs irregularly.
37098.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოქიმია
ატრაზინის მოქმედება ყურძნის ზოგიერთი ფენოლური ნაერთის შემცველობაზე.
The effect of atrazine on the contents of some phenolic compounds of the grapevine.
37099.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ ატრაზინის სხვადასხვა ჰერბიციდული კონცენტრაცია სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს ცალკეული ფლავონოიდების შემცველობაზე ყურძენში.
It is shown that different herbicide concentrations of atrazine variously affect separate flavonoid concentrations in the grapevine.
37100.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოქიმია
ჰერბიციდის მაღალი დოზები მნიშვნელოვნად ამცირებენ კატეხინების შემცველობას, მაშინ, როცა ფლავონოლებისა და ანტოციანების რაოდენობას საგრძნობლად ზრდიან.
High concentrations of the herbicide materially decrease the catechol content, increasing the flavonol and anthocyanine contents.