მოიძებნა 668048 ჩანაწერი
37661.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოფიზიკა
ნაშრომში მოცემულია საძიებელი ფუნქციის გრადიენტის მოდულის სასაზღვრო მნიშვნელობის მიხედვით ჰარმონიული ფუნქციის განსაზღვრის ერთი იტერაციული მეთოდის კრებადობის რიცხვითი ექსპერიმენტების შედეგები.
The results of numerical experiments on the convergence of an iterative method of the harmonic function determination by the gradient modulus boundary value of the unknown function are presented in the paper.
37662.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოფიზიკა
აღნიშნულია კერძოწარმოებულიანი სასაზღვრო ამოცანების ცუდი გაპირობებულობა იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოებულის მიმართულება ადგენს π/2 კუთხეს ნორმალთან.
The poor oblique derivative conditionality of boundary problems when the derivative forms a π/2 angle with the normal is stated.
37663.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოფიზიკა
შეცოცების სტრუქტურების გამოკვლევის ცდა მთიან აფხაზეთში ცვლადი დენით ზონდირების მეთოდით.
Investigation of thrust structures by the method of electromagnetic frequency logging.
37664.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოფიზიკა
შეცოცების სტრუქტურების კვლევა კომპლექსური გეოფიზიკური მეთოდებით მთიანი აფხაზეთის მაგალითზე.
Complex investigation of thrust structures by geophysical methods as exemplified by mountainous Abkhazia.
37665.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოფიზიკა
სტატიაში მოცემულია მთიანი აფხაზეთის შხაბზია-შხაპარტის უბანზე შეცოცების სტრუქტურების კვლევა.
The results of an investigation of the thrust structure in the area of Shkhapzia-Shkhapart Mountainous Abkhazia are described.
37666.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ გეოელექტრული ჭრილის კომპლექსური შესწავლა საშუალებას გვაძლევს ამოვხსნათ ისეთი რთული გეოფიზიკური ამოცანები, როგორიც არის მაღალწინააღმდეგობიანი გარემოს შეცოცება დაბალწინააღმდეგობიანზე გარკვეული კუთხით.
It is shown that a complex study of the geoelectric cross-section enables the solution of such complex geophysical problems as thrusting at a definite angle of a highly resistive environment over a low resistive one.
37667.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოფიზიკა
მიღებული გეოფიზიკური შედეგების ინტერპრეტაციისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მოდელირება.
The interpretation of the obtained results calls for modelling of geoelectrical fields.
37668.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოფიზიკა
შექმნილია მოდელირების უნიკალური დანადგარი.
A unique modelling apparatus has been constructed.
37669.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოფიზიკა
ცდომილების შეფასება D მაგნიტური მიხრილობის თეორიული გამოთვლის დროს.
The error assessment in the theoretical calculation of magnetic declination D.
37670.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოფიზიკა
მიღებულია ფორმულა საქართველოს ტერიტორიაზე D მაგნიტური მიხრილობის საუკუნებრივი სვლისათვის.
The secular variation formula of the magnetic declination D for the territory of Georgia has been obtained.
37671.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ ფორმულით გამოწვეული ცდომილებები არქეომაგნიტური კვლევისას დაშვებულ ცდომილებებს არ აღემატებიან.
It is shown that the errors due to the proposed formula do not exceed those resulting from archaeomagnetic investigations.
37672.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოფიზიკა
ატმოსფეროს აეროზოლური ნაწილაკების ორსხივიანი ფოტოელექტრული მთვლელი.
Two-beam optical atmospheric aerosol particle counter.
37673.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოფიზიკა
მთვლელი აღჭურვილია დაბალტემპერატურული გასათბობი სისტემით, რომელიც საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნეს აეროზოლის მიკროსტრუქტურის დამოკიდებულება ჰაერის ფარდობით ტენიანობაზე.
The optical counter includes a low temperature heater for measuring the dependence of aerosol microstructure on relative air humidity.
37674.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოქიმია
რუბიდიუმის და სტრონციუმის გეოქიმია ამიერკავკასიის შუალედი მასივის ძირულის შვერილის პალეოზოურ გრანიტებში და აპლიტებში.
Geochemistry of Rb and Sr in paleozoic granites and aplites of the Dzirula massif of the Transcaucasian median mass.
37675.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოქიმია
ძირულის შვერილის ფართოდ გავრცელებულ ვარდისფერ გრანიტებში, რკვიის ინტრუზივსა და გრანიტ-აპლიტებში ავტორის მიერ შესწავლილია K, Rb და Sr-ის შემცველობა.
The contents of K, Rb and Sr have been investigated in the widespread pink granites and granite-aplites of the Dzirula massif and in the Rkvia intrusion.
37676.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოქიმია
გრანიტ-აპლიტებში სხვა გრანიტებისაგან განსხვავებით, დადგენილია Rb-ის მაღალი შემცველობა, რაც ეთანხმება ცნობილ კანონზომიერებას გრანიტული ნარჩენი მდნარის რუბიდიუმით გამდიდრების შესახებ.
Unlike other types of granites, in granite-aplites, a high content of Rb has been established, corresponding to the well-known natural phenomenon of the enrichment of the granitic residual melt by Rb.
37677.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოქიმია
ქანთა ტიპების მიხედვით K/Rb-ის თანაფარდობის მნიშვნელობებს შორის კანონზომიერება არ შეინიშნება.
With respect to rock types, no regularity has been noted between the values of K/Rb ratios.
37678.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, გეოქიმია
შესწავლილი ელემენტების შემცველობათა საფუძველზე დადგენილია ზოგიერთი კორელაციური კავშირი.
A certain relation has been found between the contents of the investigated elements.
37679.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, დრეკადობის თეორია
დრეკადობის თეორიის დინამიკის ზოგიერთი ამოცანის ეფექტური ამოხსნა ანიზოტროპული სხეულებისათვის.
Effective solution of some dynamical problems for anisotropic elastic bodies.
37680.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, დრეკადობის თეორია
ნაშრომში ფურიე-ლაპლასის გარდაქმნის გამოყენებით ცხადი სახით არის აგებული დრეკადობის თეორიის დინამიკის ზოგიერთი ამოცანის ამოხსნა ერთგვაროვანი და უბნობრივ ერთგვაროვანი ანიზოტროპული ნახევარსივრცისა და ფენისათვის.
Basic dynamical problems of the theory of elasticity for an anisotropic homogeneous and piecewise homogeneous layer and halfspace are effectively solved by means of the Fourier-Laplace transform.