მოიძებნა 668048 ჩანაწერი
37601.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ ასეთ სისტემაში შეიძლება განხორციელდეს გარკვეული ტიპის მოლეკულების შერჩევა, რომელიც დაკავშირებულია აღწარმოების დროის განსხვავებასთან სხვადასხვა ტიპის მოლეკულისათვის.
The possible selection of molecules of a specific type is shown. Such a selection is due to the difference between characteristic reproduction times for different-type molecules.
37602.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოფიზიკა
ბაყაყის ჩონჩხის კუნთის ძირითადი შეკუმშვადი ცილების ზოგიერთი თერმოდინამიკური პარამეტრი.
Some thermodynamic parameters of the frog skeletal muscle contractile proteins.
37603.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოფიზიკა
ბაყაყის ჩონჩხის კუნთის გ-აქტინის სითბური დენატურაცია იწყება 46°-დან და მთავრდება 64°-ზე, ხოლო გადასვლის მახასიათებელი ტემპერატურა T<sub>m</sub> =54°C. გ-აქტინის ლღობის სითბო ΔQ=5,76 კალ/გ. გრად.
The thermal denaturation profile of the skeletal muscle G-actin lies in the temperature range of 46°C to 64°C with the characteristic melting temperature and melting heat equaling 54° and 5.76 cal/g. deg. respectively.
37604.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოფიზიკა
მიოზინ A-ს შეფარდებითი სითბოტევადობის ცვლილების მახასიათებელ მრუდს აქვს ორი მაქსიმუმი და ამ ცილის ლღობის სითბო ΔQ=6,70 კალ/გ. გრად.
The characteristic curve of myosin A has two maxima and the melting heat of this protein is ΔQ=6.70 cal/g. deg.
37605.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოფიზიკა
(I=0,05) AM+ატფ სისტემის ლღობის ინტერვალი გაცილებით დიდია აქტომიოზინის სუსპენზიის ლღობის ინტერვალზე.
The melting range and heat of the AM+ATP system (I=0.05) exceeds by far the melting range and heat of the actomyosin suspension.
37606.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოფიზიკა
AM+ატფ სისტემის ლღობის სითბო მეტია აქტომიოზინის ლღობის სითბოზე, რაც ალბათ ატფ-ის მოქმედებით აქტომიოზინის სუსპენზიის ნაწილაკებში დამატებითი კავშირების წარმოქმნაზე მიუთითებს.
This probably points to the formation of additional linkage in the particles of the actomyosin suspension by the action of ATP.
37607.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
ქართული კოლექციური ღვინოების ულტრაიისფერი და ხილული სპექტრები.
Ultraviolet and visible spectra of Georgian collection wines.
37608.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
შესწავლილ იქნა ქართული კოლექციური ღვინოების 90 ნიმუში.
Ninety samples of Georgian high-quality wines were studied.
37609.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
წინანდალი, ნაფარეული, გურჯაანი, ცოლიკოური, თელიანი, მუკუზანი, ციცქა, ჩინური, საერო და სვირი.
Tsinandali, Napareuli, Gurjaani, Tsolikouri, Teliani, Mukuzani, Tsitska, Chinuri, Saero and Sviri.
37610.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
შთანთქმითი ზოლების დახასიათებისას დადგენილ იქნა ღვინის ხარისხოვნების, მისი მდგრადობის სხვადასხვა ზღვრები.
In cases of band characteristics of spectra different criteria of the quality and stabilization of wine-making production in Georgia were established.
37611.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
მთლიან მცენარეულ ქსოვილში დეტერგენტით ინჰიბირებული ჰიდროქსილირების რეაქციების აღდგენა ფოსფატიდილქოლინით.
Phosphatidylcholine reduction of hydroxylation reactions inhibited by detergent in the entire plant tissue.
37612.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
სოიასა და სიმინდის გაჯირჯვებულ ლებნებში შარდოვანას მზარდი კონცენტრაციები პირველი და მეორე ტიპის ქსენობიოტიკთა ჰიდროქსილირებაზე რაიმე შესამჩნევ გავლენას არ ახდენენ.
In swelled soybean and maize, increased concentrations of urea do not cause any considerable changes in the hydroxylation of xenobiotics of the first and second type.
37613.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
აღნიშნული პროცესი მკვეთრად ითრგუნება ტრიტონ X–100-ით და სტიმულირდება ფოსფატიდილქოლინით.
The process is drastically inhibited by Triton X-100 and is stimulated by phosphatidylcholine.
37614.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
მიღებული შედეგები იმაზე მიუთითებენ, რომ მცენარეული ჰიდროქსილაზები მემბრანებთან მტკიცედ დაკავშირებულ ფერმენტებს წარმოადგენენ და თავისი ენზიმური აქტივობისათვის საჭიროებენ ფოსფოლიპიდური კომპონენტის თანამყოფობას.
The results obtained show that plant hydroxylases constitute enzymes closely connected with membranes, and to exhibit their activity they need the presence of a phospholipid component.
37615.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
2C<sup>14</sup>-ლიზინის გარდაქმნა სიმინდის მარცვალში.
Conversion of 2C<sup>14</sup>-lysine in maize seeds.
37616.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
ლიზინის რაოდენობრივი შემცველობით განსხვავებულ სიმინდის ჯიშებზე - აჯამეთის თეთრი და მისი ლიზინიანი ანალოგი - ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ლიზინი ნორმალური სიმინდის ენდოსპერმში უფრო აქტიურად გარდაიქმნება, ვიდრე მის ლიზინიან ანალოგში.
Experiments involving two varieties of maize (Ajametis tetri and its lysine analogue), differing in their quantitative content of lysine, have shown that lysine is actively converted in the endosperm of normal maize.
37617.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
მარცვლის დამწიფებასთან დაკავშირებით ენდოსპერმის ცილის სხვადასხვა ფრაქციის შენებაში ლიზინის რადიოაქტიური ნახშირბადი განსხვავებული ინტენსივობით მონაწილეობს.
With the ripening of seeds, lysine is incorporated in the protein fraction of the endosperm with varying intensity.
37618.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
ჩანასახის ცილის ფრაქციებში ლიზინი ძირითადად ლიზინადვე ჩაირთვება.
In the protein fractions of the embryo of both maize varieties lysine is incorporated largely in lysine form.
37619.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
ატრაზინის მოქმედება ვაზის ზოგიერთი ოქსიდორედუქტაზის აქტივობაზე.
The effect of atrazine on the activity of some grapevine oxydoreductases.
37620.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ ატრაზინის სხვადასხვა ჰერბიციდული კონცენტრაცია მოქმედებს რქაწითელისა და საფერავის ფოთლებისა და ყურძნის ო-დიფენოლოქსიდაზას, პეროქსიდაზას და კატალაზას აქტივობაზე.
It is shown that different herbicide concentrations of atrazine have an appreciable effect on the o-diphenoloxidase, peroxydase and catalase activity of vine leaves and grapes.