მოიძებნა 668071 ჩანაწერი
3781.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ენტომოლოგია
განხილულია დიდი რიზოფაგუსის ბიოეკოლოგიისა და ხელოვნური მომრავლების საკითხები მის ინტროდუქციასთან, ნატურალიზაციასთან და ნაძვის დიდ ლაფნიჭამიასთან ბიოლოგიურ ბრძოლაში გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს ნაძვნარებში.
In connection with the introduction, naturalization and application in the biological control of the European spruce beetle, Dendroctonus micans Kugel. in Georgian abietal woods (eastern spruce, Picae orientalis Link).
3782.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ენტომოლოგია
ნაძვის დიდი ლაფნიჭამიას მიერ აღმოსავლური ნაძვის ღეროს კამბიალური ზონის დაზიანების ინდექსების შესახებ.
Destruction indices of cambial zone of eastern spruce stem caused by European spruce beetle.
3783.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ენტომოლოგია
ნაძვის დიდი ლაფნიჭამიას აღმოსავლურ ნაძვზე მავნეობის დადგენისათვის მოცემულია აღმოსავლური ნაძვის კამბიალური ზონის დაზიანების ექსპერიმენტული გამოკვლევების შედეგად მიღებული ობიექტური მახასიათებლები:
Objective experimental characteristics are given to determine the damage of the cambial zone of eastern spruce stem caused by the European spruce beetle:
3784.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ენტომოლოგია
მატლების განვითარების პროცესში, ხოჭოების ახალდასახლებათა დროს და, საერთოდ, მთელი ონტოგენეზის განმავლობაში.
during the larval development, at the time of new beetle invasion and the arranging of maternal paths, and generally, during the entire ontogenesis.
3785.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ენტომოლოგია
მიღებული ინდექსებით შესაძლებელია იმ ხეების განსაზღვრა, რომლებიც გადარჩენილ უნდა იქნენ ინტეგრირებულ დაცვით ღონისძიებათა გამოყენებით.
With the given indices it is possible to determine those trees which will have to be saved by applying integral protection measures.
3786.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
ნახშირწყლების შემცველი შენაერთების ქიმიური შენება და იმუნოლიტიური სპეციფიკურობა ჰომოლოგიური ქსოვილების ტრანსპლანტაციის დროს.
Chemical structure and immunological specificity of carbohydrate-containing compounds in homologous tissue transplantation.
3787.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
ნახშირწყლების შენაერთები ერთი მხრივ განსაზღვრავენ სხვადასხვა ორგანიზმის ჯგუფურ და ტიპობრივ სპეციფიურობას, მეორე მხრივ, სხვადასხვა წარმოშობის პოლისახარიდების სპეციფიკური ჯგუფი ახლოსაა ერთიმეორესთან არა მარტო ფიზიკური თავისებურებებით, არამედ ქიმიური შემადგენლობითა და სტერეო-იზომერულ სპეციფიკურობითაც.
On the one hand, carbohydrates determine the group and type specificity of various organisms, on the other hand, group-specific polysaccharides of differing origin are mutually close not only in respect of their physical properties, but of their chemical composition and stereospecificity as well.
3788.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
ნახშირწყლების შემცველობის თვალსაზრისით აუტოვენის შარდსაწვეთში გადანერგვის პირობებში დადგენილია იდენტურობა. ეს გარემოება მიუთითებს ქიმიური კომპონენტების ნათესაურ კავშირზე.
As for the content of carbohydrates under conditions of transplantation to the ureter of the autovein, they have been found to be identical, pointing to the affinity of the chemical components.
3789.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
საშვილოსნოსა და საკვერცხეების ამოკვეთის გავლენა შრატში ლიპიდური ცვლის ზოგიერთ მაჩვენებელსა და აორტის სტრუქტურულ მდგომარეობაზე.
The effect of the removal of the ovaries and uterus on some indices of lipoid exchange in blood serum and on the aortic structural condition.
3790.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
ქოლესტერინის რაოდენობა ბაჭიის სისხლის შრატსა და აორტის კედლებში საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ საგრძნობლად მატულობს.
The quantity of cholesterol in blood serum and in aortic walls in female rabbits after the removal of the ovaries significantly rises.
3791.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
საშვილოსნოს ამოკვეთის შემთხვევებშიც ადგილი აქვს ქოლესტერინის მატებას.
The removal of the uterus is also accompanied by an increase of cholesterol contents.
3792.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
დარღვეულია წონასწორობა ქოლესტერინისა და ქოლესტერინესთერებს შორის.
The equilibrium of cholesterol and cholinesters is disturbed.
3793.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
ქოლესტერინის მატება ძირითადად მოდის თავისუფალი ქოლესტერინის ხარჯზე.
The increase of cholesterol contents mainly takes place owing to free cholesterol.
3794.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
აღნიშნული ორგანოების ამოკვეთის შემდეგ საგრძნობლად მატულობს სისხლის შრატში β-ლიპოპროტეიდები და კლებულობს α-ლიპოპროტეიდები და ლეციტინი.
After removal of the uterus and ovaries the contents of α lipoproteids and lecitine significantly decreases, and that β lipoproteids increases.
3795.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
საშვილოსნოს აორტის კედელში ადგილი აქვს კარგად გამოხატულ ათეროსკლეროზულ ცვლილებებს.
A micromorphological study of the aortic walls of animals with hysterectomy and simultaneous removal of the uterus and ovaries showed clear-cut atherosclerotic changes.
3796.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
კუჭუკანა ჯირკვლის ენდოკრინული უჯრედების მორფოლოგიური ცვლილებები დამწვრობითი დაავადების დროს ექსპერიმენტში.
Morphological changes in the endocrine cells of the pancreas in experimental disease caused by burns.
3797.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
შესწავლილია კუჭუკანა ჯირკვლის ენდოკრინული უჯრედებისა და მათი შემადგენელი სტრუქტურული ელემენტების ფართობის ცვლილებები დამწვრობითი დაავადების დროს.
Changes in the area of pancreatic Langerhan’s island cells of their structural elements caused by a disease due to burns have been studied.
3798.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
ცდები ჩატარდა ძაღლებზე. წარმოებულ იქნა სხეულის ზედაპირის 20-25%-ის მესამე ხარისხის დამწვრობა.
The experiments were carried out on dogs by causing 3rd degree burns over 20 to 25 percent of body surface.
3799.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ დამწვრობითი დაავადების დროს მცირდება როგორც უჯრედის, ისე მისი ციტოპლაზმისა და ბირთვის ზომები.
With burning lesions a diminution of the island cell itself and of its cytoplasm and nucleus is observed.
3800.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
ეს პროცესი მაქსიმუმს აღწევს 21-ე - 30-ე დღეზე, ხოლო დამწვრობიდან 5-7 თვის შემდეგ აღინიშნება შესწავლილი პარამეტრების ნაწილობრივი ნორმალიზაცია.
Alterations progress in the course of 21 to 30 days, while in 5 to 7 months after the burn there occurs a partial normalization.