მოიძებნა 668071 ჩანაწერი
3801.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
პნევმოკონიოზების პათოგენეზის ზოგიერთი საკითხის შესწავლა ნეიტრონული აქტივაციის მეთოდით.
A study of some questions of the pathology of pneumoconiosis by the neutron activation method.
3802.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ დადებითად დამუხტული მარგანეცის მტვერი 33%-ით მეტი ჩალაგდება ფილტვებში, ვიდრე უარყოფითად დამუტხული მტვერი.
The deposit of positively charged manganese dust in the lungs has been found to be 33 per cent higher than that of negatively charged dust.
3803.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
ამის საფუძველზე შედგენილია ატლასი, რაც ასახავს უნიპოლარულად დამუხტული მტვრის ფილტვებში შეღწევისა და ჩალაგების სრულ სურათს.
On the basis of this study an atlas has been drawn giving a clear picture of the penetration and deposition of unipolarly charged dust in the lungs.
3804.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
გულის რევასკულარიზაციის ზოგიერთ გზა მიოკარდიუმის ექსპერიმენტული იშემიის დროს.
Some ways of revascularizing the experimental ischaemized myocardium.
3805.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
იშემიური გულის კუნთის რევასკულარიზაცია ჩატარდა 90 ძაღლზე, ბადექონის აუტოტრანსპლანტაციით მიოკარდიუმზე სხვადასხვა ვარიანტში (ბადექონის ფეხზე გადანერგვა და მისი კიდის გულის ყურში ჩანერგვა, ბადექონის თავისუფალი ნაფლეთის გადანერგვა მისი კიდის ყურში ჩანერგვითა და ჩაუნერგავად;
In order to revascularize the ischaemized myocardium in exoeriments involving 90 dogs, autotransplantation of the omentum was carried out in several variants; autotransplantation of the habenular of the omentum on to the myocardium; transplantation of a free scarp of the omentum, with and without introduction of its edge into the auricle;
3806.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
ბადექონის თავისუფალი ნაფლეთის გადანერგვა სკარიფიცირებულ გულის კუნთსა და ფილტვის ქსოვილზე).
transplantation of a scarp of the omentum on to the scarified areas of the ischaemized myocardium and the lung tissue.
3807.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
გამოკვლევებმა ცხადჰყვეს ზემოხსენებული ოპერაციების ეფექტურობა, რაც გამოიხატა იშემიური გულის კუნთის კვების გაუმჯობესებაში.
The obtained results show the expediency of the use of the omentum tissue in increasing the circulation of the ischaemized myocardium.
3808.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
ზოგიერთი ფსიქოფარმაკოლოგიური და ჰორმონალური პრეპარატის გავლენა ცხოველთა სისხლის ფიზიკურ-ქიმიურ თავისებურებებზე.
On the effect of some psychopharmacological and hormonal preparations on the physical and chemical peculiarities of animal blood.
3809.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
ფაქტობრივი მასალა გვიჩვენებს, რომ ამინაზინის, ადრენალინის, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის, ტესტოსტერონისა და ესტრონის მოქმედების დროს ორგანიზმში ადგილი აქვს ფიზიკურ-ქიმიური პროცესების მნიშვნელოვან ძვრებს მოლეკულურ და სუბმოლეკულურ დონეზე.
Factual material shows that during the action of aminazine, adrenaline, adrenocorticotropic hormone, testosterone and estrone significant changes of physico-chemical processes take place in the organism at the molecular and submolecular level.
3810.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
ბიოფიზიკური, ბიოქიმიური და ენდოკრინული კვლევა შესაძლებლობას გვაძლევს ნატიფი ლაბორატორიული ძიების გზით გარკვეული წარმოდგენა ვიქონიოთ იმ მეტაბოლური პროცესების შესახებ, რომლებიც ვითარდება უჯრედისა და მის ირგვლივ მყოფ სითხოვან ფაზას შორის.
Biochemical, biophysical and endocrinological investigations make possible through refined laboratory research to form an idea on those metabolic processes which develop between the cell and its surrounding liquid phase.
3811.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
მორფოლოგიური და ფუნქციური ცვლილებები კუჭში სტრესული რეაქციების დროს.
Morphological and functional alterations during stress – reactions in the stomach.
3812.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
შესწავლილია კუჭის სეკრეტორული ფუნქცია და ჰისტო-მორფოლოგიური ცვლილებები კუჭის ლორწოვანში სხვადასხვა სტრესორების ზემოქმედების პირობებში.
The secretory function of the stomach and histomorphological alterations in the gastromucosa subjected to various stressors have been studied.
3813.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია კანონზომიერი ცვლილებები.
Some regular alterations have been found.
3814.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მორფოლოგია
მიტოზური აქტივობისა და ბირთვთა კვდომის დღე-ღამური მერყეობა რეგენერაციის პროცესში მყოფ ვირთაგვების კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინულ ნაწილში.
Daily variation of the mitotic activity and nucleus necrosis in the exocrine part of the pancreas in rats during regeneration.
3815.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მორფოლოგია
შესწავლილია მიტოზური კოეფიციენტისა (მკ) და ბირთვთა კვდომის კოეფიციენტის (კკ) დღე-ღამური მერყეობა რეგენერაციის პროცესში მყოფი ვირთაგვების კუჭქვეშა ჯირკვლის აცინოზურ უჯრედებში ნაწილობრივ პანკრეოქტომიიდან 6 და 12 საათის, 1, 2, 3, 5, 15, 30, 90 და 180 დღის შემდეგ დღე-ღამის განმავლობაში, თუმცა მკ და კკ ცვლილებები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ მათი მომატება ხდება დაკვირვების ერთსა და იმავე ვადაზე.
A study has been made of the daily variation of the mitotic coefficient and the coefficient of nucleus necrosis in the acinous cells of the pancreas in rats during the regenerative process within 6 to 12 hours, as well as 1, 2, 3, 5, 15, 30, 90 and 180 days after partial pancreatomy (at 1, 5, 9 a.m. and 1, 5, 9 p.m.). Though there is no coincidence between daily variations of the mitotic coefficient and the coefficient of nucleus necrosis, their increase takes place at one and the same time of observation.
3816.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მორფოლოგია
მამოძრავებელი ნერვული დაბოლოებების სტრუქტურული ცვლილებები ექსპერიმენტული დისკოზების დროს.
Structural changes of motor nerve endings during experimental discoses.
3817.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ოპერაციული გზით გამოწვეულია ძაღლის L<sub>6</sub>-L<sub>7</sub>, L<sub>7</sub>- S<sub>1</sub> , მალთაშუა დისკოების მთლიანობის დარღვევა.
By means of a surgical operation the disturbance of dog’s L<sub>6</sub>-L<sub>7</sub>, L<sub>7</sub>- S<sub>1</sub> intervertebral disks was caused.
3818.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მორფოლოგია
დაზიანების შესაბამის ორივე უკანა კიდურის კუნთში (დიდი წვივის წინა კუნთი და კანჭის ტყუპი კუნთი), გამოკვლეულია ღერძცილინდრებისა და მამოძრავებელი ნერვული დაბოლოებების მდგომარეობა. დაკვირვება ნაწარმოებია ოპერაციიდან სხვადასხვა დროის გასვლის შემდეგ (24 საათიდან 12 თვემდე).
In muscles of both hind limbs (mm tibialis anterior and gastrocnemius), ipsilateral to the damaged side, changed of the axon and motor nerve endings were subjected to observation (beginning 24 hour after the operation and lasting for 12 months).
3819.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მორფოლოგია
გამოკვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ექსპერიმენტული დისკოზის დროს დაზიანების შესაბამისი ნერვული კონსტრუქციები განიცდის რეაქტიულ ცვლილებებს. ეს ცვლილებები გამოიხატება ღერძცილინდრების და მამოძრავებელი ნერვული დაბოლოებების სიგრძეზე ვარიქსული შემსხვილებებისა და ნეიროპლაზმების ნაგუბრების გაჩენით.
It is concluded that nerve elements show reactive changes as a result of the experimental discoses, namely, along the length of the axons and motor nerve endings there appear varicose intumescences and neuroplasmatic swellings.
3820.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ზღვის გოჭების შარდის ბუშტის გარდამავალი ეპითელით ინდუცირებული და სტაციონალურ მდგომარეობაში მყოფი ექტოპირებული ძვლოვანი ქსოვილის პროლიფერაციული აქტივობის შესწავლა რადიოავტოგრაფიის მეთოდით.
Radiographic study of proliferative activity of the ectopic bony tissue in the stationary state induced by the transition epithelium of the urinary bladder in guinea pigs.