მოიძებნა 668048 ჩანაწერი
38381.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, პალეონტოლოგია
Leptocythere-ს გვარის ახალი წარმომადგენელი ლეჩხუმის ჩოკრაკული ნალექებიდან.
A new representative of the genus Leptocythere from the Tschokrakian sediments of Lechkhumi.
38382.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, პალეონტოლოგია
რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის ჩოკრაკული ნალექებიდან (სოფ. ბარდნალას ჭრილი) აღწერილია Leptocythere-ს გვარის ახალი წარმომადგენელი L. bardnalensis Popchadze, sp. nov.
A new representative of the genus Leptocythere – L. bardnalensis Popchadze, sp. nov. – has been described from the Tschokrakian sediments of the Racha-Lechkhumi syncline (section of Bardnala village).
38383.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, პეტროლოგია
ბაიოსური ვულკანური ფაციესების განაწილება ზემო რაჭასა და სამხრეთ ოსეთში.
Distribution of the Bajocian volcanic facies in Upper Racha and Southern Oseti.
38384.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, პეტროლოგია
რაჭისა და ოსეთის ბაიოსური ვულკანოგენური წყების ფაციესების შესწავლის შედეგად რაიონში გამოყოფილია ბაიოსური აქტიური ვულკანიზმის ცენტრალური ზოლი, რომელიც ვულკანური ცენტრების 95% შეიცავს, და მისი მომიჯნავე ფლიშური აუზები, რომელშიც ვულკანოგენური წყება ტურბიდიტული ნაკადების მიერ გადალექილი ვულკანოკლასტური მასალით არის აგებული.
Basing on facies distribution in the volcanic series of Racha and Oseti, an active volcanic central zone has been identified, which comprises 95% of volcanic centres. In the north and the south it is bordered by flysch basins that accumulated thick volcanoclastic turbidites.
38385.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, პეტროლოგია
დადგენილია ბაიოსის ვულკანოგენური წყების ლატერალური და ვერტიკალური ზონალობის ხასიათი.
The lateral and vertical zoning of the Rajocian volcanic series is characterized.
38386.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
მექანიზებული სამაგრის მდგრადობა სასარგებლო წიაღისეულის აფეთქებით მონგრევისას.
Concerning the stability of a powered support at blasting mineral resources.
38387.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
მოცემულია სასარგებლო წიაღისეულის აფეთქებით მონგრევისას მექანიზებული სამაგრის მდგრადობის პირობა, როდესაც მისი სექციები აღჭურვილია გადახურვაზე ჩამოკიდებული აფეთქებადამცავი გადამღობი ფარებით.
The condition is presented for the stability of a powered support at blasting mineral resources, its sections being equipped with protective, explosion-proof shields suspended from the roof.
38388.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
კარიერის ბორტების მდგრადობის ანგარიშისათვის.
On the computation of the stability of the pit edges.
38389.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
კლდოვანი ქანების კარიერის ბორტების მდგრადობის კოეფიციენტის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია ფერდობზე გრავიტაციული და ინერციული ძალების ერთობლივი მოქმედება.
The joint action of the gravitational and inertial forces, taking place in the slopes at the industrial explosions, has been taken into account in computing the safety factor of the pit edge stability of the rocks.
38390.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, სამშენებლო მექანიკა
კონსტრუქციის დინამიური ანგარიში მოძრავ დატვირთვაზე სასრული ელემენტების მეთოდის გამოყენებით.
Dynamic analysis of structures for movable loads using the finite element method.
38391.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, სამშენებლო მექანიკა
სასრულო ელემენტების მეთოდის ძირითადი იდეა, რაც გამოიხატება უწყვეტი არის დისკრეტულად წარმოდგენაში, ართულებს დროსა და სივრცეში უწყვეტად ცვლადი დატვირთვის ასახვას მათემატიკურ მოდელში.
The basic idea of the FEM lying in a discrete representation of continua makes it difficult to reflect in a mathematical model loads continuously varying in time and space.
38392.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, სამშენებლო მექანიკა
განხილულია აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის უმარტივესი გზა.
The simplest way of solving this problem is discussed.
38393.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, სამშენებლო მექანიკა
რკინაბეტონის ლენტური ფუნდამენტის ანგარიშისათვის.
On the analysis of R.C strip foundations.
38394.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, სამშენებლო მექანიკა
არაწრიული მოხაზულობის შეკრული ცილინდრული გარსების გაანგარიშებისათვის.
Towards analysis of non-circular closed cylindrical shells.
38395.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, სამშენებლო მექანიკა
განხილულია არაწრიული მოხაზულობის შეკრული ცილინდრული გარსი, რომელიც შედგენილია მსახველების გასწვრივ ერთმანეთთან დაკავშირებული სასრული რაოდენობის ცილინდრული პანელებისაგან.
A non-circular closed cylindrical shell composed of cylindrical panels of finite number and joined along the generators is considered.
38396.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, სამშენებლო მექანიკა
გარსი განიცდის თანაბარი წნევის ქმედებას.
The shell is subjected to uniform pressure.
38397.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, სამშენებლო მექანიკა
გარსის დრეკადი წონასწორობის შესწავლა დაყვანილია მერვე რიგის კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლების ინტეგრებზე.
The study of the elastic equilibrium of the shell is reduced to the integration of a partial differential equation of the 8th order.
38398.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, სამშენებლო მექანიკა
გამოყენებულია კოლოკაციის მეთოდის ვარიანტი.
A variant of the collocation method developed by M. Sh. Mikeladze is used.
38399.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, სამშენებლო მექანიკა
შესწავლილია მსახველების გასწვრივ განლაგებული სახსრებისა და საყრდენების გავლენა გარსის დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობაზე.
The influence of longitudinal hinges and supports, arranged along the generators, on the stress-strained state of the shell is studied.
38400.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, სამშენებლო მექანიკა
განხილულია კონკრეტული მაგალითი.
A numerical example is given.