მოიძებნა 668048 ჩანაწერი
38321.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მასალათა ტექნოლოგია
ბეტონის სიმტკიცეზე და დეფორმაციაზე გარემოს ტენიანობის ციკლური ცვალებადობის გავლენის შესწავლა.
Investigation of the influence of the cyclic change of the humidity of the medium on the strength and strain properties of concrete.
38322.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მასალათა ტექნოლოგია
შესწავლილია ბეტონის ფიზიკური და მექანიკური თვისებები, გამოწვეული სხვადასხვა ტენიანი გარემოს მოქმედების შედეგად.
The influence of an intermittent humidity change of the medium on the physico-mechanical properties of concrete is studied.
38323.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მასალათა ტექნოლოგია
მიღებული შედეგების ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რომ გარემოს ტენიანობის ციკლური ცვალებადობის დროს ხდება ბეტონის სიმტკიცის მონოტონური ზრდა.
As seen from the experimental material analysis at a cyclic change of the humidity of the medium, a tendency to a monotonous increase of the concrete strength is observable.
38324.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მეტალურგია
ბულატის ფოლადის კვლევის საკითხისათვის.
Towards the study of Damascus steel.
38325.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მეტალურგია
შესწავლილია XVII-XVIII სს. დათარიღებული ბულატის იარაღის დამზადების ტექნოლოგიის ზოგიერთი საკითხი.
Some problems of the manufacturing technology of Damascus steel pieces dated to the 17<sup>th</sup>-18<sup>th</sup> centuries are studied.
38326.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მეტალურგია
სხმული ბულატის ზედაპირზე არსებული მაკროსკოპული სახე შეესაბამება კოაგულირებული მეორადი კარბიდების არათანაბარ, ზოლოვან განლაგებას ნაჭედ ფერიტის ფონზე.
The macroscopic structure of Damascus steel corresponds to the peculiar streaky arrangement of secondary carbides against the forged ferrite background.
38327.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მეტალურგია
ნახშირბადის არაერთგვაროვანი განაწილება ფოლადს ანიჭებს კომპოზიციური მასალის თვისებებს.
The inhomogeneous distribution of carbon imparts the properties of a composite material to the steel.
38328.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მეტალურგია
გამორიცხულია ბულატის ფოლადის წრთობა, ნამზადი ცივდებოდა მყისვე ჭედვის დამთავრებისას.
Martempering of Damascus steel is excluded, and it cools after the forging process ends.
38329.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
საქართველოს ნიადაგებიდან გამოყოფილი თავისუფლად მცხოვრები აქტინომიცეტების აზოტფიქსაციის უნარის შესწავლისათვის.
Towards the study of the nitrogen-fixing power of free-living actinomycetes isolated from Georgian soils.
38330.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
აცეტილენის მეთოდით შესწავლილია თავისუფლად მცხოვრები აქტინომიცეტების აზოტფიქსაციის უნარი.
The nitrogen-fixing power of free-living actinomycetes has been studied by the acetylene method.
38331.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ჩვენი გამოკვლევებით დადგინდა, რომ აქტინომიცეტებს არ გააჩნია აზოტფიქსაციის უნარი.
Actinomycetes were found to lack the power of fixing molecular nitrogen.
38332.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული, რომ ბუნებრივ პირობებში აქტინომიცეტები აფიქსირებს აზოტს, მაგრამ უმნიშვნელო რაოდენობით და ეს თვისება მათ ძირითად ბიოლოგიურ თავისებურებას არ წარმოადგენს.
However, it is not excluded that in natural conditions actinomycetes fix nitrogen, but probably in a very small quantity, this feature not being their basic biological property.
38333.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
Aspergillus terreus-ის ცელულაზების ბიოსინთეზი კულტივირების პირობებთან დაკავშირებით.
Biosynthesis of cellulases of Aspergillus terreus depending on the conditions of cultivation.
38334.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ჩატარებული კვლევის შედეგად შერჩეულია თერმოფილური მიკრომიცეტები - ცელულაზების პროდუცენტები.
As a result of studies carried out, thermophilic micromycetes – producers of cellulases – have been selected.
38335.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ყველაზე აქტიური მუტანტურ-შტამისათვის, რომელიც მიღებულია ლაბორატორიაში ულტრაიისფერი სხივებით, შერჩეულია კულტივირების პირობები ცელულაზების ბიოსინთეზის გაზრდის მიზნით.
The optimum conditions of cultivation were chosen for the most active strain A. terreus, obtained by treatment with UV-rays.
38336.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
დადგენილია, რომ ფერმენტების წარმოსაქმნელად ოპტიმალური პირობები იქმნება მისი 40° გაზრდით არეზე, რომლის საწყისი pH უდრის 4,5.
The optimum conditions for the production of enzymes are created at their growth at 40° in a medium with the initial pH 4.5.
38337.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ჩასათესი მასალა ყველაზე ეფექტურია 18-20 დღის ასაკში.
The sowing material is most effective at the age of 18-20 days.
38338.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ენდოგლუკანაზის და ცელობიაზის მაქსიმალური რაოდენობა გროვდება სოკოს 4 დღის ზრდის შემდეგ.
Maximum accumulation of endoglucanase and cellobiase is observed at a 4-day growth.
38339.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მინერალოგია
აჭარა-თრიალეთის ცენტრალური ნაწილის პალეოგენური ასაკის ქანების პიროქსენების რენტგენოგრაფია.
X-ray analysis of palaeogenic pyroxenes of the Adjara-Trialetian central part.
38340.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, მინერალოგია
პიროქსენების რენტგენოგრაფიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ანდეზიტებისა და ანდეზიტ-დაციტებისათვის დამახასიათებელია ავგიტები რომბული პიროქსენის მინარევით, სუბტუტე ქანებისათვის (ბაზალტების და ანდეზიტ-ბაზალტებისათვის) - ენდიობსიდები და ენდიობსიდები რომბული პიროქსენით, ხოლო ანდეზიტებისა და დელენიტებისათვის - დიობსიდები და დიობსიდები რომბული პიროქსენის მინარევით.
By means of X-ray analyses of hypoxenes it has been found that andesites and andesite-dacites are characterized by augites with ortho-pyroxene admixture, sub-alkaline rocks (basalts and andesite-basalts) – by enstatite diopsides and enstatite diopsides with ortho-pyroxene, and andesites and dellenites – by diopsides and diopsides with ortho-pyroxene admixture.