მოიძებნა 668048 ჩანაწერი
38501.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, ჰიდროტექნიკა
ამასთან ერთად დადგენილია იმ წერტილის კოორდინატთა განსაზღვრის მეთოდიკა, რომელშიც უნდა დაყენდეს მომკვეთის ბასრი ქიმი, რომ სარწყავ არხში მივიღოთ გარანტირებული საჭირო მუდმივი წყლის ხარჯი გამანაწილებელ არხში წყლის ხარჯისა და ქანაობის ცვლილების მიუხედავად.
The coordinates of the point of the shutoff device edge have also been established, under which the deflected water discharge is kept constant independently of the change of the discharges of the distributing duct and its gradients.
38502.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, ჰისტოლოგია
მიღებული ზოგიერთი ელექტროფიზიოლოგიური და მორფოლოგიური მონაცემები ნეირონალურად იზოლირებული ტვინის ქერქის ზოლის შესწავლისას.
Morphological and electrophysiological study of a neuronally-isolated slab of the cerebral cortex.
38503.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, ჰისტოლოგია
მწვავე ცდებში კატებზე ჩატარებულ იქნა მორფოლოგიური და ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევები იზოლირებულ ქერქის ზოლზე.
Morphological and electrophysiological investigations of an isolated slab of the cortex were carried out.
38504.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, ჰისტოლოგია
მორფოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქერქის იზოლირების პროცესი არ ახდენს გავლენას ქერქის ციტოარქიტექტონიკაზე და არ იწვევს შესამჩნევ ცვლილებებს გლიონეირონალურ ურთიერთობაში.
Morphological studies showed that acute isolation has no influence on the cytoarchitectonics of the cortex, causing no essential changes in the glia-neuronal relationships.
38505.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 115, ჰისტოლოგია
ქერქის პირდაპირი პასუხები - დენდრიტული პოტენციალი და ნელი უარყოფითი პოტენციალი, როგორც ინტაქტური ქერქისა ისე ქერქის იზოლირებული ზოლისა თავისი მახასიათებლებით არ განსხვავდება ერთმანეთისაგან.
Direct cortical responses: dendritic and slow negative potentials in intact and in isolated cortex do not differ from each other in character.
38506.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მოლიბდენის გავლენა გენიტალიის შინაგან ორგანოებზე.
Molybdenum effect on the organs of internal genitals.
38507.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჩვენ შევისწავლეთ მოლიბდენით ქრონიკული ინჰალაციური ზემოქმედების შედეგად გამოწვეული მორფოლოგიური ცვლილებები ვირთაგვების შინაგანი გენიტალიის ორგანოებში.
Morphological changes in the internal genital organs of female rats exposed to chronic inhalation of molybdenum dust were studied.
38508.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მიკროსკოპის ქვეშ მიომეტრიუმში აღინიშნებოდა სისხლ-ძარღვების გაფართოება, სისხლსავსეობა და ლეიკოციტარული პერივასკულარული ინფილტრაცია.
Microscopically, in miometry circulatory vessels were found to be enlarged and filled with blood, and there occurred perivascular leukocytic infiltration.
38509.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ენდომეტრიუმში ნანახი იქნა მკვეთრი ჰიპერემია, სტრომის შეშუპება და პოლინუკლიარებისაგან შემდგარი ანთებადი ინფილტრატები, განლაგებული როგორც დიფუზურად და პერივასკულარულად, ისე კერობრივად პერივასკულარულ ქსოვილში.
In endometry acute hyperemia was observed, the stoma was edematic, inflammatory infiltrates consisted of polynuclears of both diffuse and perivascular and focal-perivascular location.
38510.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ალაგ-ალაგ გვხვდებოდა დანეკროზებული უბნები.
Necrotic regions occurred in some places.
38511.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მონოკულარული დასწავლის დროს ენგრამის ლატერალიზაციის შესახებ წიწილებში.
On the lateralization of engram in chickens during monocular learning.
38512.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ექსპერიმენტები ჩატარებულია წიწილებზე ადრეული პოსტემბრიონალური განვითარების პერიოდში (შემოვლითი გზების მეთოდიკის გამოყენებით).
Experiments were carried out in chickens in the period of early ontogenesis (using the method of roundabout ways).
38513.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დადგენილია, რომ მონოკულარული დასწავლის დროს წიწილებში ხდება ენგრამის ლატერალიზაცია და თავის ტვინის დიდი ჰემისფეროები მე-8-13 დღემდე განცალკევებულად მოქმედებენ, რაც გაპირობებული უნდა იყოს იმით, რომ კომისურალური გზები ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის განვითარებული.
It was established that during monocular learning engram is lateralized, and until the 8th-13th day the cerebral hemispheres function separately owing to the poor development of commissural pathways.
38514.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ფორმა, ფერი, სიკაშკაშე: თანმიმდევრობითი ანალიზი ადამიანისა და ცხოველთა მხედველობით სისტემაში.
Form, colour, brightness: successive analysis in the human and animal visual systems.
38515.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
განსხვავებული გამოსახულებების შედარებისას ადამიანი აანალიზებს მათ მახასიათებლებს შემდეგი თანმიმდევრობით ფორმა, ფერი, სიკაშკაშე, ხოლო კატისათვის უპირატესი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში სიკაშკაშეს, შემდეგ კი ფერს.
Comparing different figures which have various characteristics human beings analyse them in this order: form, colour, brightness, while the cat gives priority to brightness, and then to colour.
38516.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ლავიწქვეშა არტერიების ოკლუზიური დაზიანების დროს ნერვკუნთოვანი აპარატის ცვლილებები რეკონსტრუქციულ ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.
Changes in the neuromuscular apparatus before and after reconstructive operations in patients with subclavian artery occlusive lesions.
38517.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ლოკალურმა და სტიმულაციურმა ელექტრომიოგრაფიულმა მონაცემებმა ყველა შემთხვევაში გამოავლინა აქსონალური დაზიანება.
Patients of local and stimulated electromyography pointed to axonal lesion in all cases.
38518.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ზოგიერთ ავადმყოფში ერთდროულად წინა რქების პათოლოგიაც გამოვლინდა, რაც ზურგის ტვინის სეგმენტების იშემიურ დაზიანებაზე მიუთითებს და პირდაპირ კავშირშია დაავადების სიმძიმესთან და ოკლუზიის განვითარების ტემპთან.
In some patients a pathology of the anterior horns was also in evidence, indicating a segmental ischemic lesion of the spine and correlated with the gravity of the disease and rate of development of occlusion.
38519.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ავტორების აზრით, ლავიწქვეშა არტერიებში ოკლუზიური მოვლენების ადრეულ გამომჟღავნებას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან დროულ ოპერაციულ მკურნალობას შეუძლია შეაჩეროს აღნიშნული პათოლოგია.
It is suggested that early discovery of subclavian artery occlusion is highly important, for timely surgical intervention can prevent the observed pathology.
38520.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ინტეგრირების უცნობი არის მქონე სინგულარული ინტეგრალური განტოლების ამოსახსნელად პარალელური გამომთვლელი სისტემის გამოყენების ეფექტურობის შეფასება.
Estimation of the application effectiveness of a parallel computer system for solving a singular integral equation with an unknown integration domain.