მოიძებნა 668048 ჩანაწერი
38521.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
არაწრფივი დინამიკური სისტემების იდენტიფიკაციის ერთი ამოცანის გადაწყვეტის შესახებ.
On the solution of one identification problem of nonlinear dynamic systems.
38522.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მოცემულია არაწრფივი დინამიკური სისტემების მოდელის სტრუქტურის განსაზღვრის მეთოდი სისტემათა კლასიდან, რომელიც შედგება ჰამერშტეინის და ვინერის მარტივი მოდელებისაგან.
A method is proposed for determining the model structure of nonlinear dynamic systems from a class of systems consisting of simple Hammerstein and Wiener models.
38523.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
სისტემის შესავალი ზემოქმედება არის ნამდვილი პერიოდული ფუნქცია, რომელიც აკმაყოფილებს მისკენ აბსოლუტურად კრებად ფურიეს მწკრივის არსებობის პირობებს.
The input effect of the investigated system is a real periodic function satisfying the conditions of existence for it of absolutely convergent Fourier series.
38524.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
აქტიურ სისტემებში პროგრამული შეთანხმებული მართვის ოპტიმალობის თეორემა.
An optimality theorem of programmed coordinated controls in active systems.
38525.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
აქტიურ სისტემებში შეზღუდვათა მოდელის დინამიკით პროგრამული მართვის დროს იქნება სწორი შეთანხმებული მართვის პროცედურა.
Procedure of correct coordinated control and planning are built for active systems with the dynamics of a model of restrictions.
38526.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
განისაზღვრება მექანიზმების ფუნქციონირების ოპტიმალობის აუცილებელი და საკმარისი პირობები დაგეგმარების ასეთი პროცედურის საშუალებით.
sufficient and necessary conditions of functioning of mechanisms with such planning of procedure are determined.
38527.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, აღმოსავლეთმცოდნეობა
თანამედროვე სპარსული მხატვრული პროზის ფოლკლორული ტენდენციების შესახებ.
Concerning the folklore tend in modern Persian prose.
38528.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, აღმოსავლეთმცოდნეობა
სპარსულ მხატვრულ პროზაში სამოცდაათიანი წლები ფოლკლორული ტენდენციების მზარდი როლით აღინიშნება.
The growing role of the folklore trend in the literary process is observable in the ‘70s.
38529.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, აღმოსავლეთმცოდნეობა
იდეალთა ძიებას, რომელიც დატვირთულია დროის პრობლემატიკით, მწერალი ერის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებისაკენ მიჰყავს, აქედანაა ორიენტაცია ფოლკლორზე.
The search for an ideal by writers burdened by problems of the time leads them to the nation’s centuries-old experience, hence their orientation to folklore.
38530.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, აღმოსავლეთმცოდნეობა
ხალხური სიტყვიერებისაგან ნასესხები სიუჟეტური სქემები თანამედროვე პროზაიკოსთა თხზულებებში სიმბოლოთა განსაზღვრულ სისტემას წარმოადგენს, რომელშიც ახალი შინაარსია ჩადებული.
Plot patterns borrowed from folklore represent, in the works of modern prose writers, a definite system of symbols filled with new content.
38531.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოფიზიკა
მეტჰემოგლობინში H<sub>2</sub>O ლიგანდის CN-ზე შეცვლის გავლენის შესწავლა წყალბადის ჩანაცვლების ექსპერიმენტის მიმდინარეობისას.
Study of the influence of the replacement of the ligand H<sub>2</sub>O by CN in the methemoglobin during an experiment on hydrogen metabolism.
38532.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოფიზიკა
CNmetHb-ში და metHb-ში წყალბადის ჩანაცვლების სიჩქარის შესწავლისას ნაჩვენებია, რომ CNmetHb-ში წყალბადის ჩანაცვლების სიჩქარე საგრძნობლად ნაკლებია, ვიდრე metHb-ში.
In studying the rate of hydrogen metabolism in CNmetHb and metHb a strong retardation of hydrogen metabolism was discovered in CNmetHb with respect to metHb.
38533.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოფიზიკა
ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს metHb-ში H<sub>2</sub>O ლიგანდის CN-ზე შეცვლით დადასტურებულია, რომ წყალბადის ჩანაცვლების რეაქციის შენელება არის CN-ის მიერთების შედეგი metHb-თან (CNmetHb-ის მიღებით).
It is shown that the retardation of the reaction of hydrogen metabolism at the replacement of the ligand H<sub>2</sub>O by CN in metHb during the experiment is the result of the binding of CN to metHb, i.e., formation of CNmetHb.
38534.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოფიზიკა
ტემპერატურისა და α-აქტინინის გავლენა აქტომიოზინის ატფ-აზურ აქტივობასა და სუპერპრეციპიტაციაზე.
The influence of temperature and α-actinine on the ATPase activity and superprecipitation of actomyosin.
38535.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოფიზიკა
შესწავლილია α-აქტინინის და ერთვალენტიანი კათიონების გავლენა აქტომიოზინის ატფ-აზურ რეაქციისა და სუპერპრეციპიტაციის სიჩქარეებზე სხვადასხვა ტემპერატურის დროს.
The influence of α-actinine and univalent cations on the ATPase activity and the superprecipitation of actomyosin at different temperatures has been investigated.
38536.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ ტემპერატურის გაზრდით α-აქტინინის გავლენა აქტომიოზინის ატეფაზურ აქტივობაზე არ იცვლება, მუდმივი რჩება 30°-მდე, შემდეგ კი კლებულობს;
It was found that with an increase of temperature the influence of α-actinine on the ATPase activity of actomyosin is constant up to 30°; then the activity decreases.
38537.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოფიზიკა
სუპერპრეციპიტაციის სიჩქარე იზრდება, აღწევს ოპტიმუმს და მუდმივი რჩება ცილის დენატურაციამდე.
The rate of superprecipitation increases, reaching its optimum and remaining constant up to the denaturation of protein.
38538.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოფიზიკა
ტემპერატურა და α-აქტინინი არ ცვლის კათიონების „ეფექტურობის“ რიგს აქტომიოზინისათვის.
The temperature and presence of α-actinine does not change the order of cations in the range of “effectiveness”, being the same as for actomyosin.
38539.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოქიმია
აზოტოვანი სასუქების ფორმების გავლენა ფორთოხლის ნიტრატრედუქტაზულ აქტივობაზე.
The influence of various forms of nitrogen fertilizers on the nitrate reductase activity of the orange Washington Navel.
38540.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოქიმია
შესწავლილია აზოტოვანი სასუქების სხვადასხვა ფორმის (ნატრიუმის ნიტრატის, ამონიუმის ნიტრატის, შარდოვანას და გოგირდმჟავა ამონიუმის) გავლენა ფორთოხლის ფოთლებისა და ფესვების ნიტრატრედუქტაზულ აქტივობაზე დინამიკაში.
The effect of different forms of nitrogen fertilizers (sodium nitrate, ammonium nitrate, urea and ammonium sulphate) on the nitrate reductase activity of Washington Navel orange tree leaves has been studied.