მოიძებნა 668048 ჩანაწერი
38541.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოქიმია
ფესვებში აქტივობა მაღალია ნატრიუმის ნიტრატითა და შარდოვანათი 6-საათიანი ექსპოზიციის დროს, რომელიც 24 საათის შემდეგ მცირდება.
The activity with sodium nitrate and urea fertilization in the roots is high after 6 hours, but decreases after 24 hours.
38542.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოქიმია
მთელი ვეგეტაციის განმავლობაში შენარჩუნებულია მაღალი ნრ-აქტივობა ნატრიუმის ნიტრატითა და შარდოვანათი გამოკვების დროს.
During vegetation high nitrate reductase activity is preserved with sodium nitrate and urea fertilization.
38543.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოქიმია
ზამბახისებრთა ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის დნმ-ის ლღობის მრუდები და CsCl-ის სიმკვრივის გრადიენტში განაწილების ხასიათი.
Fine melting curves and the character of distribution of the CsCl density gradient of the DNAs of some species of the family Iridaceae.
38544.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოქიმია
CsCl-ის სიმკვრივის გრადიენტში წონასწორული ულტრაცენტრიფუგირებისა და მაღალმგრძნობიარე თერმული დენატურაციის მეთოდით შესწავლილია ზამბახისებრთა ოჯახის ოთხი გვარის რვა წარმომადგენლის დნმ.
The DNAs of 8 species of the family Iridaceae have been investigated by the method of analytical ultracentrifugation in CsCl density gradient and high resolution thermal melting.
38545.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ ამ ოჯახის ყველა სახეობის დნმ CsCl-ის სიმკვრივის გრადიენტში ხასიათდება უნიმოდალური განაწილებით.
All DNAs showed unimodal distribution in the CsCl density gradient.
38546.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოქიმია
ერთ გვარში შემავალი სახეობების დნმ-ის ლღობის დიფერენციალური მრუდები ხასიათდება თერმული სუბკომპონენტების მსგავსი განაწილებით და რამდენადმე განსხვავდება სხვა გვარის წარმომადგენლების დნმ-ის ლღობის მრუდებისაგან.
Fine melting curves of the DNAs of species of the same genus demonstrated similar melting properties, in contrast to the DNAs of species belonging to other genera.
38547.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოქიმია
S-100 ცილისა და D ანტიგენის გავლენის შესახებ ვირთაგვას თავის ტვინის დნმ-დამოკიდებული რნმ-პოლიმერაზების აქტივობაზე.
The influence of neurospecific S-100 protein and antigen D on the activity of DNA-dependent RNA-polymerases in isolated rat brain nuclei.
38548.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ S-100 ცილა გავლენით აქტივდება რნმ-პოლიმერაზა I და არ ახდენს გავლენას მის II ფორმის აქტივობაზე.
It is shown that S-100 protein stimulates the activity of RNA-polymerase I, not affecting the activity of RNA-polymerase II.
38549.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოქიმია
D ანტიგენის გავლენით კი რნმ-პოლიმერაზას I ფორმა კავდება 10%-ით, ხოლო II ფორმა პირიქით - აქტივდება 20%-ით.
Antigen D inhibited the activity of RNA-polymerase I by 10%, while stimulating the activity of RNA polymerase II by 20%.
38550.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბიოქიმია
ჩაის მცენარისა და ვაზის მალატდეჰიდროგენაზისა და ნად(ფ) გლუტამატდეჰიდროგენეზას სტაბილურობა.
Tea and grapevine malate dehydrogenase and NAD(P)-glutamate dehydrogenase stability.
38551.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ბოტანიკა
ჩანთიანი სოკოს ახალი სახეობა საქართველოდან.
New species of ascomycetes from Georgia.
38552.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, გეოლოგია
ასა-არაგვის ლინეამენტის გეოკინემატიკური მოდელი სეისმოტექტონიკური მონაცემების მიხედვით.
A geokinematic model of the Asa-Aragvi lineament from seismotectonic data.
38553.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, გეოლოგია
ასა-არაგვის ლინეამენტის ზოლში მიწისძვრის კერათა მექანიზმების შესწავლისა და მათი გეოლოგიური ინტერპრეტაციის საფუძველზე დადგენილია რღვევათა ერთიანი მარცხენა ნაწევის სისტემა, რომელიც კავკასიონის მთავარი ქედის მეგანტიკლინორიუმს ჰყოფს ორ ბლოკად.
A study of the focal mechanisms of earthquakes and their geological interpretation has shown that a single system of ruptured faults extends from the village of Kavtiskhevi to the town of Achkhoi-Martan, dividing the meganticlinorium of the Greater Caucasus into two segments.
38554.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, გეოლოგია
აღმოსავლეთის ბლოკი განიცდის ჭიმვის დაძაბულობას და წარმოდგენილია ცალკეული მცირე ბლოკების სახით, ხოლო დასავლეთის ბლოკი ერთნაირია.
The eastern segment is represented by individual small blocks under the tension stress of the extension zone, the western one comprising a single block.
38555.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, გეოლოგია
შავი ზღვის სანაპიროს შუა- და გვიანპლეისტოცენური ნალექების კლიმატურ-სტრატიგრაფიული დანაწილება.
Climatostratigraphic subdivision of the Black Sea mid- and late Pleistocene.
38556.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, გეოლოგია
მოცემულია შავი ზღვის პლეისტოცენის დანაწილების ახალი სქემა და გამოყოფილია ხმელთაშუა ზღვის 8 ტრანსგრესია, რომლებიც შეესაბამება ღრმა ოკეანური ნალექების 5 (სუროჟი), 7 (ელტიგენი), 9 (ზავეტნინო), 11 (ტობეჩიკი), 13 და 15 (უზუნლარი) და 17 (პატრაი) ჟანგბად-იზოტოპურ სტადიებს.
A new scheme is given of the Black Sea Pleistocene with 8 Mediteranean transgressions that are compared with 5 (Surozhian), 7 (Eltigenian), 9 (Zavetninian), 11 (Tobechikian), 13 and 15 (Uzunlarian), and 17 (Patrayan) isotopic-oxygen stages of deep sea oceanian sediments.
38557.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, გეოფიზიკა
გრავიმეტრიის არაწრფივი სასაზღვრო ამოცანის ამოხსნის იტერაციული პროცესების შესახებ.
Concerning iterative processes for the solution of nonlinear boundary problems of gravimetry.
38558.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, გეოფიზიკა
ნაშრომში განხილულია გრავიმეტრიის არაწრფივი სასაზღვრო ამოცანის მიახლოებითი ამოხსნის სამი იტერაციული მეთოდი.
Approximate results of three iterative methods of a nonlinear boundary problem of gravimetry are presented.
38559.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, გეოფიზიკა
რიცხვითი ექსპერიმენტების საშუალებით დადგენილია იტერაციული პროცესების კრებადობის სისწრაფე.
The speed of convergence of the iterative processes was established with the aid of numerical experiments.
38560.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, გეოფიზიკა
დედამიწის ზედა ატმოსფეროს ღამის გამოსხივების ვარიაციებში სეისმური აქტივობის ეფექტის შესახებ.
On the seismic activity effect in the variations of night airglow in the upper atmosphere of the earth.