მოიძებნა 668048 ჩანაწერი
38641.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
ხორხის კიბოს მკურნალობის დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონალური მდგომარეობის ცვლილება იძლევა მკურნალობის შედეგების პროგნოზირების საშუალებას.
The change of the functioned state of the thyroid gland in the course of treatment of cancer of the larynx permits prognostication of the outcome of the treatment.
38642.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
შეხორცებითი დაავადების მოდელი.
A model of the adhesive disease.
38643.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
შეხორცებითი დაავადების ექსპერიმენტული მოდელის მიღება შესაძლებელია ცხოველებში სწრაფი აცეტილირების ფენოტიპით.
It is shown that a model of the adhesive disease can be simulated in experimental animals (rabbits) with a quick phenotype of acetylation.
38644.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
ეს იძლევა საშუალებას ახალი კუთხით გაშუქდეს შეხორცებითი დაავადების პათოგენეზი და გაკეთდეს გარკვეული რეკომენდაციები კლინიკისათვის.
It is recommended that the acetylizing capacity be studied in every patient entering a surgical clinic with a view to working out the optimal tactic of treatment.
38645.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
სინესტროლისა და პიტუიტრინის მოქმედების ზოგიერთი თავისებურება ექსპერიმენტული ცხოველების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
Some peculiarities of the effects of synestrol and pituitrin on the central nervous system of experimental animals.
38646.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ სინესტროლი და პიტუიტრინი იწვევს არაორსული ექსპერიმენტული ცხოველების თავის ტვინის ქერქში დიდი რაოდენობით ჰიპოქრომულად შეღებილი ნეირონების გაჩენას, რაც თავის მხრივ მიუთითებს ცვლის გაძლიერებაზე.
The author’s study has shown that synestrol and pituitrin causes the emergence of a great number of hypochromically stained neurons in the cerebral cortex of non-pregnant experimental animals, pointing to increased metabolism.
38647.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
მორფოლოგიური მონაცემები მტკიცდება ჰისტოქიმიური მეთოდებით.
The morphological findings were confirmed by histochemical examinations.
38648.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
განსაკუთრებით ძლიერი ცვლილებები ვლინდება ვირთაგვებში სინესტროლის შეყვანის შედეგად.
Synestrol caused especially intensive changes in rats.
38649.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
შეტევისმაგვარი შიზოფრენიის დროს მწვავე პარანოიდულ მდგომარეობათა დიფერენციალური მკურნალობის შესახებ.
Concerning differential treatment of acute paranoid states in attack-like schizophrenia.
38650.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს გორგლოვანი ფილტრაციისა და აზოტემიის ზოგიერთი თავისებურება.
Some peculiarities of glomerular filtration and azotemia in patients with chronic cardiac failure.
38651.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ გულის ქრონიკული უკმარისობის დროს ენდოგენური კრეატინინის კლირენსისა და აზოტემიის ურთიერთდამოკიდებულების დახასიათებისას ჰიპერბოლის კლაკნი იმყოფება 50 მლ/წუთის ქვემოთ და აღწევს 30 მლ/წუთში.
An investigation of the dependence of endogenous creatinine clearance and azotemia in patients with chronic circulatory failure revealed that the hyperbolic curve is below 50 ml/min, reaching 30 ml/min.
38652.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს ამ პარამეტრებს აქვთ სწორხაზოვანი დამოკიდებულება და ენდოგენური კრეატინინის კლირენსი მაქსიმალურად ქვეითდება 30 მლ/წუთამდე გულის ქრონიკული უკმარისობის II<sup>ბ</sup> და III
However, the data obtained on patients with chronic circulatory failure show rectilinear dependence, where the ultimate point of clearance of endogenous creatinine decrease in patients with stages III and II<sup>b</sup> reaches 30 ml/min.
38653.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
ზოგ შემთხვევაში ადგილი აქვს თირკმლის მწვავე უკმარისობას, კლინიკური სურათი უეცრად მძიმდება, ავადმყოფობის პროგნოზი ხშრად არასაიმედოა.
In some cases, acute renal insufficiency occurs, the clinical picture changes for the worse, and the prognosis is unfavourable.
38654.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
გულ-ფილტვის პრეპარატის კონსერვაცია.
Preservation of cardiopulmonary preparation.
38655.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
ნაშრომში აღწერილია გულ-ფილტვის პრეპარატის (გფპ) ფუნქციონირების გახანგრძლივებისადმი მიმართული მეთოდები.
Approaches aimed at prolonging the functioning of CPP are described.
38656.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
ნაჩვენებია, რომ ღრმა ჰიპოთერმიისა და სისხლის ფტორნახშირბადოვანი დამუშავების პირობებში გული და ფილტვი ეფექტურად ფუნქციონირებენ 26-28 საათის განმავლობაში.
The work of CPP under conditions of deep hypothermia (18-20°C) and fluorocarbon treatment of blood is accompanied by effective cardiac and pulmonary output for 26-28 h.
38657.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
ემოციური სტრესის ნეირო-ენდოკრინული მექანიზმი სქესობრივად მოუმწიფებელ მაიმუნებში.
Neuroendocrine mechanism of emotional stress in preadolescent monkeys.
38658.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
სქესობრივად მოუმწიფებელ მამალ პავიან გამადრილებში განმეორებითი ემოციური სტრესის პირობებში დადგენილია, რომ სიმპატო-ადრენალური სისტემის (სას) მაქსიმალური გააქტიურება ემთხვევა სისხლში კარტიზოლის ყველაზე მაღალი დონის დროს და შეესაბამება არტერიული ჰიპერტონიის (აჰ) ჩამოყალიბების სტადიას.
In conditions of repeated emotional stress in preadolescent monkeys, maximum activation of sympathoadrenal system (SAS) was found to coincide in time with the greatest elevation of hydrocortisone level in blood, corresponding to the arterial hypertension (AH) formation stage.
38659.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
არტერიული ჰიპერტონიის სტაბილიზირებას თან სდევს სიმპატო-ადრენალური სისტემის აქტიურობისა და ადრენოკორტიკალური რეაქციის დაქვეითება.
AH stabilization was accompanied by a decrease of SAS activation degree and the extinction of adrenocortical reaction.
38660.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ექსპერიმენტული მედიცინა
გამოტანილია დასკვნა ჰორმონალური დისბალანსის მნიშვნელოვანი როლის შესახებ ასაკობრივად მოუმწიფებელ ორგანიზმში არტერიული ჰიპერტონიის განვითარებისას.
The important role of hormonal disbalance in the preadolescent organism in the development of AH is concluded.