მოიძებნა 668048 ჩანაწერი
39021.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, თბოტექნიკა
შესწავლილია სითბოსა და მასის გაცემის პროცესების ინტენსიურობა და მათი ურთიერთზემოქმედება ღრმა შახტების საწმენდი და მოსამზადებელი გვირაბებისათვის.
The intensity and mutual intereffect of heat mass exchange processes in broken and advance workings of deep mines have been investigated.
39022.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, თბოტექნიკა
გვირაბის ზედაპირისათვის მოცემულია მასის გადატანის უგანზომილებო პოტენციალისა და ტემპერატურის განსასაზღვრავი ნომოგრამები.
The nomograms determining the dimensionless potentials and temperature of the mass transfer are given.
39023.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, კიბერნეტიკა
მომხმარებელთა დისპლეებზე მუშაობის გრაფიკის შედგენის ამოცანა.
The problem of drawing the users’ work sequence schedule at the displays.
39024.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, კიბერნეტიკა
მოყვანილია მათემატიკური მოდელი და გათვლის სქემა, რომელიც ემყარება გეგმების მიმდევრობითი აგების მოდიფიცირებულ ალგორითმს და საშუალებას იძლევა ამოიხსნას მომხმარებელთა დისპლეებზე მუშაობის გრაფიკის შედგენის ამოცანა.
A mathematical model and computation scheme corresponding to a modified algorithm of a sequential building of plans are presented, allowing to solve the sequence of the users’ work at the displays.
39025.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, კიბერნეტიკა
ბიოლოგიაში თერმოდინამიკისა და ინფორმაციული სტატისტიკის მეთოდების გამოყენების საკითხისათვის.
Towards the application of methods of thermodynamic and informational statistics in biology.
39026.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, კიბერნეტიკა
შეუქცევადი პროცესების თერმოდინამიკისა და ექსტრემალური ინფორმაციული პრინციპის გამოყენებით ნაშრომში მიღებულია ბიოლოგიური სისტემების ევოლუციის ინფორმაციული კრიტერიუმები.
Considering a biological system as an open thermodynamic system and applying informational-statistical methods of simulation, information criteria of the evolution of biological systems have been obtained.
39027.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, კიბერნეტიკა
არაწრფივ ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნისათვის ψ-გარდაქმნის მეთოდით.
On solving nonlinear ordinary differential equations by the ψ-transformation method.
39028.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, კიბერნეტიკა
ნაშრომში განხილულია არაწრფივი ჩვეულებრივი დიფერენციალური n-რიგის განტოლებების მიახლოებითი ამოხსნის მეთოდი განზოგადებული პოლინომების კლასში.
A method is given for solving nonlinear ordinary differential equations of n-order in the generalized polynomial class.
39029.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, კიბერნეტიკა
ამოხსნა დაიყვანება მინიმაქსის ამოცანაზე.
The process of solution is reduced to the minimax problem.
39030.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, კიბერნეტიკა
დამტკიცებულია დისკრეტიზაციის შემოთავაზებული მეთოდის მდგრადობა და კრებადობა.
The stability and convergence of the proposed discretization method are proved.
39031.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, კიბერნეტიკა
მინიმაქსის ამოცანა ამოიხსნება ψ-გარდაქმნის მეთოდით.
The minimax problem is solved by the ψ-transformation method.
39032.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მათემატიკა
δ-სახის კოეფიციენტებიანი შტურმი-ლიუვილის ოპერატორის სპექტრალური ფუნქციის ყოფაქცევის შესახებ.
On the behaviour of the spectral function of a Strum-Liouville operator with δ-like coefficient.
39033.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მათემატიკა
ნაშრომში შესწავლილია δ-სახის კოეფიციენტებიანი შტურმი - ლიუვილის ოპერატორის სპექტრალური ფუნქციის ასიმპტოტური ყოფაქცევა სასრულგანზომილებიან მონაკვეთზე და ნახევარღერძზე.
The asymptotic nature of the spectral function of a Sturm-Liouville operator at the finite interval and semiaxis with a δ-like potential is studied.
39034.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მათემატიკა
დამტკიცებულია თეორემა თანაბრადკრებადობის შესახებ.
The theorem on equal convergence is proved.
39035.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მათემატიკა
თანაბარი ფსევდოდიფერენციალური ოპერატორები უნიმოდულარულ ლის ჯგუფებზე.
Uniform pseudodifferential operators on unimodular Lie groups.
39036.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მათემატიკა
ნებისმიერ უნიმოდულარულ ლის ჯგუფზე აგებულია ფსევდოდიფერენციალური ოპერატორების გარკვეული ალგებრა.
An algebra of pseudodifferential operators on an arbitrary unimodular Lie group is constructed.
39037.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მათემატიკა
ეს ალგებრა წარმაოდგენს განზოგადებას კარგად ცნობილი ოპერატორული ალგებრისა Rn-ში, რომელთა სიმბოლოები თანაბარ შეფასებებს აკმაყოფილებენ (ასეთი ოპერატორები შესწავლილია კუმანო-გოს ნაშრომებში).
This algebra is a generalization of a well-known algebra of operators with uniform estimates of symbols on Rn (such operators had been studied by Kumano-go);
39038.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მათემატიკა
ზოგად შემთხვევაში შეფასებები ინვარიანტულია მარცხენა გადაადგილებათა მიმართ.
The estimates in the general case are to be left invariant.
39039.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მათემატიკა
შემოტანილია და შესწავლილი სობოლევის თანაბარი სივრცეები, რომელთა დახმარებით დადგენილია თანაბრად ელიფსური ოპერატორების არსებითად თვითშეუღლებადობა აგებულ ალგებრაში.
Uniform Sobolev spaces are introduced, studied, and used to prove the essential self-adjointness of uniformly elliptic operators on the group.
39040.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მათემატიკა
მოცემულია „მარცხენა“ და „მარჯვენა“ სობოლევის სივრცეების და შესაბამისი ოპერატორული ალგებრების დამთხვევის კრიტერიუმი.
A criterion of coincidence of “left” and “right” Sobolev spaces and corresponding algebras of operators is given.