მოიძებნა 668048 ჩანაწერი
39341.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
Ranunculus-ის გვარის Chrysanthe-ს სექციის კავკასიის სახეობათა ქრომოსომების რიცხვი (Ranunculaceae).
Chromosome numbers of the Caucasian species of the Chrysanthe section of the genus Ranunculus.
39342.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
ზოგიერთი სახეობის (R. buhsei Boiss., R. grossheimii Kolak., R. oreophilus Bieb., R. polyanthemos L., R. raddeanus Regel, R. repens L.) ქრომოსომათა რიცხვი დადგენილია სხვადასხვა პოპულაციაში.
The chromosome numbers of some species (R. buhsei Boiss., R. grossheimii Kolak., R. oreophilus Bieb., R. polyanthemos L., R. raddeanus Regel, R. repens L.) were ascertained in different populations.
39343.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
grossheimii-ის ქრომოსომათა რიცხვი პირველადაა დათვლილი.
The chromosome number of R. grossheimii is given for the first time.
39344.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
R. oreophilus-თვის, სხვა მკვლევარებისაგან განსხვავებით, აღინიშნება ტრიპლოიდური ქრომოსომული რასა.
A case of triploidy is reported for the first time for R. oreophilus.
39345.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
შესწავლილი ეგზემპლარები ინახება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (TB) და საქ. სსრ მეცნ. აკად. ბოტანიკის ინსტიტუტში (TBI).
The examples studied are preserved at Tbilisi State University (TB) and at the Institute of Botany of the Academy of Sciences of the Georgian SSR (TBI).
39346.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
საბჭოთა კავშირისათვის ახალი და იშვიათი გვარები ოჯახ Dematiaceae-დან.
New and rare genera to the USSR from the family Dematiaceae.
39347.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
ლუხუმისწყლის ხეობაში (ამბროლაურის რაიონი) 1982 წლის შემოდგომაზე შეგროვებული მიკოლოგიური მასალის დამუშავების შედეგად გამოვლინდა საბჭოთა კავშირისათვის 4 ახალი და იშვიათი გვარი.
A study of the mycological material, collected in the Lukhumistskali canyon in the autumn of 1982 revealed four new and rare genera to the USSR from the family Dematiaceae.
39348.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
საქართველოს ხორბლების სახეობრივი შედგენილობა.
The species composition of Georgian wheats.
39349.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
ჩვენი საუკუნის ორმოცდაათიან წლებამდე ქართული აგროკულტურა გამოირჩეოდა ხორბლის გვარის სახეობრივი, სახესხვაობრივი, ფორმობრივი და პოპულაციური მრავალფეროვნებით.
Up to the 1950s the field agriculture of Georgia stood out for its wealth of species, varieties, and forms of wheat populations.
39350.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე საქართველოს ხორბლების ბუნებრივი სახეობრივი შედგენილობა ძირეულად შეიცვალა.
The natural species composition of Georgian wheats has changed radically over the last thirty years.
39351.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
მინიმუმამდე შემცირდა და ზოგჯერ სრულ გაქრობამდე მივიდა ქართული აბორიგენული სახეობების, სახესხვაობების და ჯიშების სათესი ფართობები.
The sowing areas of the aboriginal Georgian species, varieties and kinds of wheats decreased to the minimum, at times being completely withdrawn.
39352.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
სტატიაში დასმულია საკითხი საქართველოს ხორბლების გენეტიკური ფონდის შემონახვისა და აღდგენის შესახებ.
The authors pose the question of the preservation and restoration of the entire genetic resources of Georgian wheats.
39353.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია პირველი ნაბიჯები, სახელდობრ, ლეჩხუმის ტერიტორიაზე შექმნილია ნაკრძალი.
In this respect, the first steps have already been made, namely, a reservation has been created on the territory of Lechkhumi.
39354.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
დეკის (Rhododendron caucasicum L.) წლის რეჟიმის თავისებურებანი ზამთრის პერიოდში.
Peculiarities of the water budget of Rhododendron caucasicum L. during winter.
39355.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
შესწავლილია დეკის წყლის რეჟიმის თავისებურებანი ზამთრის პირობებში.
The water budget of Rhododendron caucasicum was studied during winter.
39356.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
დადგენილია, რომ მცენარის თოვლით დაფარული ფოთლებისათვის დამახასიათებელია სტაბილური წყლის რეჟიმი, ხოლო თოვლით დაუფარავი ფოთლებისათვის - არასტაბილური.
Two alternative types of water budget were revealed: (a) balanced type peculiar to leaves under snow; (b) strained, peculiar to leaves unprotected by snow.
39357.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
ნუშის ზოგიერთი სახეობის მდედრობითი გენერაციული სფეროს განვითარების შესწავლა. ნაშრომში პირველადაა წარმოდგენილი ნუშის ზოგიერთი სახეობის Amygdalus communis L., A. georgica Desf. და A. nana L. მდედრობითი გენერაციული სფეროს განვითარების თანმიმდევრული ფაზები.
A study of the development of the female generative sphere of some species of Amygdalus L. Successive phases of female generative sphere development of some Amygdalus L. species: A. communis L., A. georgica Desf. And A. nana L. are indicated for the first time in the present paper.
39358.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
ჩვენი მონაცემები მიგვანიშნებს, რომ აღნიშნულ სახეობებში ნაყოფიანობის დაბალი პროცენტის ერთ-ერთ მიზეზს შეიძლება წარმოადგენდეს თესლ-კვირტებში არქესპორიუმის განუვითარებლობა ან მისი ნაადრევი დეგენერირება.
The data obtained suggest that the non-development of the archesporium or its early degeneration in ovules may be one of the reasons for the low fertility percentage.
39359.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
აღსანიშნავია, რომ მდედრობითი გენერაციული სფეროს განვითარების მიხედვით შეინიშნება გარკვეული განსხვავება, რაც კანონზომიერად მეორდება და ამდენად სახეობრივ თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს.
It should be noted that some regularly repeating differences are observed according to the female generative sphere development. Thus it may be considered to be a specific peculiarity.
39360.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, გენეტიკა და სელექცია
HLA ანტიგენების განაწილება იმერლებში და აჭარლებში.
Frequency of HLA antigens among the Imeretians and Adjarians.