მოიძებნა 668048 ჩანაწერი
39401.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, გეოქიმია
კობალტისა და ნიკელის გეოქიმია დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდის პიროტინებში.
Geochemistry of Co and Ni in pyrrhotites of the southern slope of the Greater Caucasus.
39402.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, გეოქიმია
გაანალიზებულია ნიკელისა და კობალტის გეოქიმიური თავისებურებანი კავკასიონის სამხრეთი ფერდის მემკვიდრეობრივ-სტრატიფორმულ და ძარღვული სპილენძ-პიროტინული მადნების პიროტინებში.
The geochemical features of Co and Ni in the pyrrhotites of inherited stratiform and vein type copper-pyrrhotite ores of the southern slope of the Greater Caucasus are discussed.
39403.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, გეოქიმია
ნაჩვენებია, რომ გეოქიმიური მაჩვენებლებით ამ ორი მადნის ტიპის პიროტინები საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
It is shown that, geochemically, pyrrhotites of these two ore types essentially differ from each other.
39404.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ეკონომიკა
ცენტრალიზებული ფინანსური სახსრებისა და ეკონომიკური სტიმულირების ფონდების შექმნისა და განაწილების საკითხები ქ. თბილისში არსებული ტერიტორიულ-დარგთაშორისი მართვის ორდონიან სისტემაში.
The formation and use of generalized finance and funds of economic stimulation in the two-level system of territorial-interindustry management being created in Tbilisi.
39405.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ეკონომიკა
ქ. ფოთში და ქ. თბილისის საქარხნო რაიონში მოქმედი ექსპერიმენტული ტერიტორიულ-დარგთაშორისი მართვის სისტემების ცდის განზოგადების საფუძველზე შემოთავაზებული და დასაბუთებულია ფინანსური სახსრების და ეკონომიკური სტიმულირების ფონდების შექმნისა და განაწილების გზები ქ. თბილისში ექსპერიმენტული წესით არსებული ტერიტორიულ-დარგთაშორისი მართვის ორდონიან სისტემაში.
On the basis of a generalization of the experience of the territorial-interindustry experimental system functioning in Poti and in the Factory district of Tbilisi the ways of formation and distribution of the finance and funds of economic stimulation are proposed and substantiated for the two-level system of territorial-interindustry management being experimentally created in Tbilisi.
39406.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ეკონომიკა
სამეურნეო სისტემის ფუნქციონირების მოდელში დამოკიდებული ცვლადების საჭირო რაოდენობის შესახებ.
On the necessary number of dependent variables in a model of functioning of an economic system.
39407.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ეკონომიკა
სამეურნეო ორგანიზმის მდგრადობის დონისა და მართვის ხარისხის შეფასებისათვის დასაბუთებულია ენდოგენური ეკონომიკური მაჩვენებლების საჭირო რაოდენობა.
The necessary number of dependent economic indices for appraising the level of stability and quality of administering an economic organism is substantiated.
39408.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ეკონომიკა
ფიქსირებული რაოდენობის შემთხვევითი რიცხვებით შერჩეული მაჩვენებლებისათვის აგებულია მდგრადობის კოეფიციენტის სიხშირის განაწილების წირები.
Curves of distribution frequencies of stability coefficients are drawn for indices selected from a fixed amount of random numbers.
39409.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ელექტროტექნიკა
ერთფაზა ტრანსფორმატორის დენებისა და ურთიერთინდუქციის ე.მ.ძ.-ის დადებითი მიმართულებები.
Positive directions of currents and electromotive force of mutual induction of a single-phase transformer.
39410.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ელექტროტექნიკა
ნაჩვენებია, რომ ერთფაზა ტრანსფორმატორის დადებითი მეორადი დენები მიმართულია თანხვდენილად, ხოლო პირველადი - მათდამი შემხვედრად.
It is shown that positive primary and secondary currents of a single-phase transformer are opposite in direction, while secondary currents are coincident in direction.
39411.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ელექტროტექნიკა
ურთიერთინდუქციის ე.მ.ძ.-ის დადებითი მიმართულება განისაზღვრება ურთიერთინდუქციის ნიშნით ლენცის წესის თანახმად.
Positive directions of the emf of mutual induction are determined by signs of mutual inductances, with the principle of electromagnetic Lenz induction taken into consideration.
39412.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ელექტროტექნიკა
არასინუსოიდური ელექტრული დენის ფურიეს დისკრეტული სპექტრის ფაზურ-სიხშირული მახასიათებლის ინვარიანტულობა დროის ათვლის სათავის მიმართ.
Invariance of the phase-frequency characteristic of the discrete Fourier spectrum of nonsinusoidal electric current in respect to the zero time reference.
39413.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ელექტროტექნიკა
ნაჩვენებია, რომ არასინუსოიდური პერიოდული ელექტრული დენის ფურიეს დისკრეტული სპექტრის ფაზურ-სიხშირული მახასიათებელი ინვარიანტულია დროის ათვლის სათავის მიმართ.
The phase-frequency characteristic of the discrete Fourier spectrum of nonsinusoidal periodic electric current is shown to be invariant in respect to the zero time reference.
39414.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ელექტროტექნიკა
ათვლის სისტემის სათავის გადატანა განიხილება როგორც დენისა და მისი ჰარმონიული მდგენელების გრაფიკების პარალელური გადატანა ფურიეს კოეფიციენტების შეუცვლელად.
Transfer of the zero time reference is considered as a parallel shift of plots of current and its harmonic components without change of Fourier coefficients.
39415.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ენათმეცნიერება
ქართულ-ფრანგული სომატური ფრაზეოლოგიზმების ზმნური კომპონენტების შეპირისპირებითი ანალიზი.
A comparative analysis of verbal components of somatic phraseological units in French and Georgian.
39416.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ენათმეცნიერება
ჩვენს მიერ შესწავლილ მასალაში ფრანგული ენის 2631 სომატური ფრაზეოლოგიზმიდან 67,18% ზმნური სომატური ფრაზეოლოგიზმი აღმოჩნდა, ქართულში კი (2020 ფრაზეოლოგიური ერთეული) – 87,92%.
The author’s study of somatic phraseological units in the French (2630 items) and Georgian (2020 items) languages has shown that the phraseological units account for 67.18% and 87.92% in French and Georgian respectively.
39417.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ენათმეცნიერება
ზმნების მნიშვნელობების შედარებამ დაგვანახა, რომ ფრანგული ენის ზმნები სემანტიკურად უფრო დატვირთულია, ვიდრე ქართული, რაც ზმნის წარმოების განსხვავებულ სისტემასთან ერთად ქართულ ენაში მეტი ფრაზეოლოგიზმის მაწარმოებელი ზმნის გამოყენებას განაპირობებს.
A comparison of verb meanings showed that in French verbs are more polysemantic than Georgian, which - apart from the differing systems of verb formation of the two languages – accounts for the use of a larger number of phrase-forming verbs in the Georgian language.
39418.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ენათმეცნიერება
ზედსართავი სახელის ფართო სემანტიკა და შეთანხმება მეცნიერულ პროზაში.
Combinability and semantic broadness of adjectives in scientific prose.
39419.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ენათმეცნიერება
სტატიაში განხილულია ფართო სემანტიკის მქონე ზედსართავი სახელების ფუნქციონირების თავისებურებანი, ორ ენობრივ ურთიერთ საწინააღმდეგო ბუნების მქონე წარმონაქმნებში; კერძოდ, რთულ ტერმინებსა და თავისუფალ სიტყვათშენაერთებში.
An attempt is made to describe the functional aspect of adjectives of high semantic valency in two linguistically polar formations: complex terms, on the one hand, and free word-combinations on the other.
39420.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ენათმეცნიერება
ენების გენეტიკური და ტიპოლოგიური ნათესაობის პრობლემისათვის.
On the genetic and typologic relationship between languages.