მოიძებნა 668048 ჩანაწერი
39481.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ ტუტე და მჟავე ფოსფატაზების აქტივობის მიხედვით სწრაფი სიკვდილის შემდგომ განვითარებული ტერმინალური პერიოდი და კონტროლი ერთმანეთისაგან არ განსხვავდება.
It was found that, according to the acid and alkaline phosphatase activity, the terminal period after rapid death and the control do not differ.
39482.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
გახანგრძლივებული კვდომის პროცესის შემდგომ განვითარებული ტერმინალური პერიოდები და პოსტრეანიმაციული პერიოდის შესწავლილი ვადები ხასიათდებიან მჟავე და ტუტე ფოსფატაზების დაბალი აქტივობით.
Terminal periods and the stages after prolonged dying are characterized by low activity of acid and alkaline phosphatases.
39483.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
შეხორცებითი დაავადების მოდელირებისათვის ლაბორატორიული ვირთხების ამორჩევა.
Selection of rats for simulating the adhesive disease.
39484.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ ლაბორატორიული ვირთხები ეწინააღმდეგებიან შეხორცებით პროცესებს, რამდენადაც ისინი მიეკუთვნებიან დაბალ აცეტილიატორებს.
It has been experimentally ascertained that rat resistance to adhesion formations is associated with a low acetylating ability of their organism.
39485.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
შეხორცებითი დაავადების მოდელირებისათვის საჭიროა ამოირჩეს ლაბორატორიული ვირთხები რაც შეიძლება უფრო მაღალი აცეტილირების მაჩვენებლით.
In simulating the adhesive disease selection should be made among rats exhibiting the highest acetylation.
39486.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ვირთაგვების ზოგიერთი ორგანოს ჰისტოლოგიური და ჰისტოქიმიური გამოკვლევა ყურძნის წიპწის და ქათმის სუბპროდუქტების ცილის პრეპარატის მოქმედებისას.
Histomorphological and histochemical studies of some organs of the rat under the action of grape-seed protein preparations and poultry by-products.
39487.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ბარიუმის ნიტრატისა და ტიტანის ორჟანგის ნარევის შეცხობის პროცესის გამოკვლევა.
Investigation of the baking process of a mixture of barium nitrate and titanium dioxide.
39488.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ზოგადი და არაორგანული ქიმია
შესწავლილია ბარიუმის ნიტრატისა და ტიტანის ორჟანგის ნარევის შეცხობის 600-1000°C ტემპერატურულ ინტერვალში პროცესის ხანგრძლივობისას 0,5-3 საათის დიაპაზონში.
The baking process of a barium nitrate and titanium dioxide mixture at 600-1000°C has been studied, the duration of the process being 0.3-3 hours.
39489.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ზოგადი და არაორგანული ქიმია
დადგენილია, რომ მორეაგირე კომპონენტების ექვიმოლარული ნარევის 1 საათის განმავლობაში 800-900°C შეცხობით ბარიუმის ტიტანატის გამოსავალია 99,8-100%.
When the reactive compounds are equimolar and the process lasts 1 hour at 800-900°C, the yield of barium titanite totals 99.8-100 per cent.
39490.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ზოგადი და არაორგანული ქიმია
რეაქციაში შეუსვლელი ტიტანის ორჟანგის გამოსარიცხავად მიზანშეწონილია ნარევში ბარიუმის ნიტრატის შეტანა 5%-იანი სიჭარბით.
In order to prevent the contamination of barium titanite powder with titanium dioxide that has not entered the reaction it is advisable to introduce barium nitrate into the mixture 5 per cent in excess of the stoichiometric demand.
39491.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, კიბერნეტიკა
წრფივი ფსევდობულის განტოლებათა სისტემიდან მაქსიმალური თავსებადი ქვესისტემის გამოყოფის საკითხისათვის.
On the problem of choosing a maximum solvable system from the system of linear pseudo-Boolean equations.
39492.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, კიბერნეტიკა
ნაჩვენებია, რომ მოცემულ წრფივ განტოლებათა სისტემიდან მაქსიმალური თავსებადი ქვესისტემის გამოყოფის ამოცანა ბულის გისოსზე შეიძლება დაყვანილ იქნეს სპეციალური ფსევდობულის ფუნქციის მინიმიზაციის ამოცანაზე.
It is shown how the problem of choosing a maximum solvable system from the system of linear equations given on the Boolean lattice can be reduced to a minimization problem for a special pseudo-Boolean function.
39493.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, კიბერნეტიკა
მოყვანილია რიცხვითი მაგალითი.
A numerical example is given.
39494.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, კიბერნეტიკა
მოცემული სიგრძის მრავალფერიანი ჯაჭვის ზრდის უჯრედოვანი მოდელი.
Cellular growth model of a multi-coloured chain of a given length.
39495.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, კიბერნეტიკა
აგებულია ერთგანზომილებიანი უჯრედოვანი ავტომატი, რომელშიც იწერება L<sub>1</sub>, L<sub>2</sub>,…L<sub>n</sub> ნებისმიერი ნატურალური რიცხვების თანმიმდევრობის კოდი.
A one-dimensional cellular automaton is constructed, recording the code of an arbitrary sequence of natural numbers L<sub>1</sub>, L<sub>2</sub>,…L<sub>n</sub>.
39496.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, კიბერნეტიკა
მრავალფერიანი ჯაჭვის ზრდა ნიშნავს L<sub>j</sub> მეზობელი უჯრედის გადასვლას ერთნაირ j მდგომარეობაში გარკვეული ფაქტისათვის.
The growth of a multi-coloured chain results in the change of L<sub>j</sub> neighbouring cells to the state j at a certain time.
39497.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, კიბერნეტიკა
ემპირიული (0,1) მატრიცების სტრუქტურიზაციის ლინგვისტური მეთოდი.
A linguistic method of structurization of empirical matrices.
39498.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, კიბერნეტიკა
ნაშრომში განხილულია მონაცემების ბინარული მატრიცის აგრეგირების ლინგვისტური მეთოდი.
The paper examines a linguistic method of aggregation of data matrices consisting of zeroes and units.
39499.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, კიბერნეტიკა
მოცემულია აგრეგირების კრიტერიუმი და ამ კრიტერიუმის ოპტიმიზაციის ეფექტური ალგორითმი.
A criterion of aggregation and an effective extremalization algorithm of the given criterion are proposed.
39500.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, კიბერნეტიკა
ოპტიმალურ-ჭარბ მონაცემთა ბაზის სტრუქტურის შეფასების კრიტერიუმი.
Structure estimation criterion of an optimally-redundant data base (DB).