მოიძებნა 668048 ჩანაწერი
41121.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
კავკასიის მოსახლეობის სამეურნეო ყოფაში ცხენი ჩართული ჩანს მაიკოპის კულტურის საწყისი ეტაპიდანვე.
The horse appears to have been involved in the economic life of the Caucasian population from the initial stage of Maikop culture.
41122.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ადრებრინჯაოს ხანის ძეგლებზე მოპოვებული ძვლოვანი მასალის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში მცხოვრებ საზოგადოებას, სხვა შინაური ცხოველების გვერდით, ცხენიც ჰყოლია.
The osseous material found at the Early Bronze Age sites shows that the society inhabiting Georgia kept horses, along with other domestic animals.
41123.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
სამხრეთ კავკასიაში მეცხენეობის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან მასალას შეიცავს სოფ. დოღლაურთან მიკვლეული და ძვ.წ. XVს. მიწურულით დათარიღებული ყორღანი, სადაც აღმოჩნდა ორი ცხენის ჩონჩხი, ბრინჯაოს ორი ლაგამი და ცხენის აღკაზმულობასთან დაკავშირებული სხვა საგნები.
Significant material on the development of horse breeding in the Southern Caucasian was yielded by a barrow dated to the end of the 15th c BC near the village of Doghlauri, where the skeletons of two horses, two bronze bits and other items connected with harness come to light.
41124.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ასევე საყურადღებოა სოფ. აბანოსხევში (მდ. არაგვის ხეობა) აღმოჩენილი მხედრის სამარხი, სადაც ახალგაზრდა ცხენი იყო დაკრძალული.
Noteworthy also is a horseman’s burial discovered in v. Abanoskhevi (the Aragvi valley), where a young horse was buried.
41125.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ცხენთან დაკავშირებული საინტერესო ნივთიერი მასალა გამოვლინდა შილდის სამლოცველოზე და წეროვანში, რომლებიც ძვ.წ.XIV-XII საუკუნეებითაა დათარიღებული.
Interesting material connected with the horse came to light at the Shilda shrine as well and at Tserovani, both dated to the 14th-12th c BC.
41126.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ცხენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა საბრძოლო ეტლების შემოღების შემდეგ და სამხედრო საქმეში კავალერიის გამოყენების გამო.
The horse acquired special importance following the introduction of war chariots and the use of cavalry in warfare.
41127.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
კავკასიაში ცხენის გამოსახულებათა საყურადღებო ნიმუშები ყველაზე მკვეთრად თავს იჩენს კოლხურ-ყობანური კულტურის ფარგლებში, როგორც გრაფიკული, ასევე მრგვალი ქანდაკების სახით.
Noteworthy specimens of horse representations are seen most vividly within the Colchian-Koban culture – both graphically and in the shape of round statue.
41128.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ამ დროისათვის ცხენი უკვე თაყვანისცემის საგანია.
By this time the horse had become the subject of worship.
41129.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ცხენის გამოსახულებებმა საგრძნობლად იმატა ძვ.წ.-ის VI-IV საუკუნეებიდან.
Horse representations increased appreciably from the 6th-4th c BC.
41130.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ამ პერიოდიდან სწრაფვა რეალიზმისკენ სახეზეა (ახალგორისა და ვანის მასალები).
From this period striving to realism is evident (materials of Akhalgori and Vani).
41131.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ახალი წელთაღრიცხვის საწყისი საუკუნეებიდან სახვით ხელოვნებაში, და მათ შორის მცირე პლასტიკაში, აღინიშნება გარკვეული სიახლე.
From the opening centuries of the new era, a definite novelty is noted in fine arts, including in minor plastic art:
41132.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ტრადიციულ „წმინდა ცხოველთა“ შორის (ირემი, ჯიხვი, ვერძი და სხვა) ნათლად გამოიკვეთა ცხენის უპირატესობა.
among the traditional "sacred animals" (the deer, ibex, ram, etc) the primacy of the horse clearly took shape.
41133.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ახალი ძალით აღორძინდა ცხენისა და მხედრის კულტი, რასაც, გარდა ტრადიციულისა, ახალი გარე ფაქტორებიც ასაზრდოებდა.
The cult of the horse and the rider revived with fresh force.
41134.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
იგულისხმება მახლობელ აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის აუზში მითრას კულტის ფართო გავრცელება, რამაც სამხრეთ კავკასიაშიაც საკმაოდ მძლავრად შემოაღწია.
Apart from tradition, this trend was nourished by new external factors as well, namely the wide diffusion of the cult of Mithra in the Near East and the Mediterranean basin, penetrating into the Southern Caucasus rather powerfully.
41135.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ცხენის გამოსახულებათა (მათ შორის ჩვენს ფიბულებზე) მომრავლება, ვფიქრობთ, ამ მოვლენით უნდა აიხსნას, რადგან მითრაისტულ რელიგიაში ცხენის კულტმა განვითარების უმაღლეს საფეხურს სწორედ ახ.წ. პირველ საუკუნეებში მიაღწია.
The increase in the number of horse representations (including on our fibulae) should, I believe be accounted for by this development, for the cult of the horse in Mithraistic religion reached the highest stage in the opening centuries of our era.
41136.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
მასალათა ამ ჯგუფში განსაკუთრებით საყურადღებოა ფიბულები ცხენისა და „წმინდა მხედრის“ გამოსახულებით.
Especially interesting in this group of material are fibulae with the representations of the horse and "holy rider".
41137.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
კლდეეთის „ცხენ-კაცის“ გამოსახულებით თუ ვიმსჯელებთ, ფალიური ნიშნით ხაზგასმული მხედარი თავისი „ყოვლისშემძლე“ ხელებით, ღვთაებას უნდა წარმოადგენდეს.
Judging by the Kldeeti representation of the "horse-rider", the rider with stressed phallic feature, with his "omnipotent" hands, must be a god.
41138.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
თელავის მუზეუმის „ღვთაება“ ზუსტად იმავე პოზაშია გადმოცემული, ოღონდ ფალიური ნიშნის გარეშე.
The "god" of the Telavi Museum is rendered in precisely the same posture, but without the phallic feature.
41139.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ამ ორი მაგალითის მიხედვით აშკარად ჩანს ამხედრებული მითრას გამოსახულების გავლენა, რაც მაშინდელ სამყაროში ფართოდ იყო გავრცელებული,
These two examples show clearly the influence of the representation of Mithra on horse, which was widespread in the world of the time.
41140.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
მაგრამ ჩვენი ფიბულების შემთხვევაში საქმე გვაქვს ერთგვარ სინთეზთან, სადაც ადგილობრივი ტრადიცია შერწყმულია მითრაისტულთან.
But in the case our fibulae we are dealing with a kind of synthesis, with local tradition merged with Mithristic one.