მოიძებნა 668048 ჩანაწერი
41101.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ჯიხვის გამოსახულებიანი ფიბულები შედარებით მცირე რაოდენობითაა მოპოვებული (ორი - წიფრანისძირში, ერთი - ლეჩხუმში).
Fibulae with a representation of ibex are relatively smaller in number (two from Tsipranisdziri, one from Lechkhumi).
41102.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ჯიხვი, როგორც გამრავლების, ნაყოფიერებისა და ნადირთმფარველი ღვთაების ინკარნაცია, ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ საქართველოში.
The ibex, as an incarnation of the god of proliferation, fertility and protector of beasts, was widespread in Western Georgia.
41103.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
თუმცა ის უცხო არ იყო აღმოსავლეთ საქართველოსთვისაც, სადაც ჯიხვის გამოსახულებიანი ფიბულების სინქრონულად საკმაოდ მრავლადაა აღმოჩენილი ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული ჯიხვის თავ-რქები და მომცრო ქანდაკებები.
However, it was not alien to Eastern Georgia either, where synchronously with fibulae with ibex representation, the head and horns and statuettes of ibex cast in bronze have been discovered in large numbers.
41104.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ჯიხვის ქანდაკებების უძველესი ნიმუშები ჩვენთვის ცნობილია შილდის სამლოცველოდან.
The oldest specimens of ibex statuettes are known from the Shilda shrine.
41105.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
მიუხედავად ძლიერი სტილიზაციისა, საკიდრგოლიანი ეს ფიგურები ყურადღებას იქცევს საკმაოდ მაღალმხატვრული დონით.
Notwithstanding strong stylization, these figures with pendant rings claim attention with their fairly high artistic level.
41106.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
გვიანბრინჯაოს განვითარებულ საფეხურზე ჯიხვის საკიდიანი ფიგურები გვხვდება როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით ყობანური კულტურის სივრცეში.
At the developed stage of the Late Bronze Age figures with pendant ibexes occur both in the Southern and Northern Caucasus, especially in the space on the Koban culture.
41107.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ამ გამოსახულებებს უახლოესი შესატყვისები მოეპოვებათ კოლხურ მასალებში.
These representations have closest analogues in Colchian materials.
41108.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
რამდენადმე უცნაურია, რომ თლიას სამაროვანზე, რომელიც მთლიანად კოლხური კულტურის წრეში ექცევა, ჯიხვის ფიგურები ძალზე იშვიათია.
It is somewhat strange that at the Tlia burial ground, which comes entirely into the circle of Colchian culture, ibex figures are very rare.
41109.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
სამაგიეროდ, უხვადაა წარმოდგენილი ფრთოსანი ჯიხვების გამოსახულებები სამარხებში მოპოვებულ გრავირებულ სარტყლებზე.
Instead, representations of winged ibexes are found abundantly on engraved belts discovered in burials.
41110.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ჯიხვის იკონოგრაფიისა და მისი ადგილის გასარკვევად, ქართული (კოლხურ) მხატვრულ აზროვნებასა და რელიგიურ სისტემაში, უმდიდრეს მასალას იძლევა ვანის ნაქალაქარზე გამოვლენილი სამარხეული კომპლექსები.
The burial complexes uncovered at the former city site of Vani provide wealthy material for the study of ibex iconography and its place in the Georgian (Colchian) artistic thought and in the religious system.
41111.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
მაგ. ძვ.წ. IV ს-ის #6 სამარხში მოპოვებული ყელსაბამი ჯიხვის 56 გამოსახულებისაგან შედგება.
For example, the necklace found in 4th BC burial 6 is comprised of 56 representations.
41112.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ცხოველები ფეხმოკეცილები არიან.
The animals are in kneeling posture.
41113.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ამ ნიშნით ვანის ჯიხვის ფიგურებთან ახლოსაა ლეჩხუმის სოფ. უსახელოში შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს ჯიხვის ნაკლული ფიგურა, რომელსაც ფეხები ასევე მკვეთრად აქვს მოკეცილი, თუმცა ეს უკანასკნელი ბევრად გვიანდელია.
By this feature a defective bronze ibex figure with drastically folded legs, found by chance in v. Usakhelo, Lechkhumi, is close to the Vani ibex figures, though the latter is of much later date.
41114.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
მკვლევართა აზრით, ვანის გამოსახულებათა სიმბოლიზმი ძველი კოლხური რწმენა-წარმოდგენების ნიადაგზეა აღმოცენებული, რასაც მდიდარი ეთნოლოგიური მასალა ადასტურებს.
In the opinion of researchers, the symbolism of the Vani representations arose on the basis of Colchian beliefs and notions, as confirmed by rich ethnological material.
41115.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ამ მონაცემების მიხედვით, ჯიხვი ითვლებოდა ნაყოფიერების, გამრავლების, მონადირეობისა და ცხოველთა მფარველი ღვთაების ერთ-ერთ სიმბოლოდ.
According to this evidence, the ibex was considered one of the symbols of the god of fertility, proliferation, hunting and protector of animals.
41116.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ჯიხვების გამოსახულებები წარმოდგენილია ჩვენი ცხოველსახოვანი ფიბულების უშუალოდ წინამორბედ ჭვირულ აბზინდებზე სადაც ძირითადი (მთავარი) გამოსახულების სახით ის, ირემთან შედარებით, ბევრად მცირერიცხოვანია, მაგრამ იკონოგრაფიულად უაღრესად საყურადღებოა, რადგან გარეგნული ნიშნებით ძალზე ახლოსაა წიფრანისძირში აღმოჩენილ ჯიხვიან ფიბულასთან.
Ibex representations are found on open-work fibulae, direct predecessors of our animal-image fibulae, where in the form of the principal representation, it is much rarer in comparison to the deer but highly noteworthy iconographically, for by its external features it is very close to the ibex fibula found at Tsipranisdziri.
41117.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჭვირულ აბზინდებზე, სადაც მთავარ ფიგურად ირემია წარმოდგენილი, ხშირად ჯიხვს მეორე ადგილი უჭირავს, ხოლო იქ, სადაც აბზინდის მთავარ ფიგურად ჯიხვია გამოსახული, თანმხლებ ცხოველთა შორის, უპირატესად ძაღლის გამოსახულებებია და არასდროს არის ჩართული ირემი,
It should by noted here that on open-work clasps (buckles), where the deer appears as the main figure, the ibex often holds the second place (element, according to Khidashvili), while where the ibex is depicted as the main figure of the clasp (buckles), the dog is preferably depicted among the attending animals, and the deer never.
41118.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
რაც შესაძლოა ღვთაებრივ ცხოველთა იერარქიაში ირმის უპირატესობაზე მიუთითებდეს (ყოველ შემთხვევაში, აღმოსავლეთ საქართველოს მასალების მიხედვით ასე ჩანს).
This may be indicative of the primary role of the deer in the divine hierarchy of animals (at any rate, this appears to be the case according to the material of Eastern Georgia).
41119.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
არანაკლებ საინტერესოა ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები.
Of no less interest are fibulae with horse representations.
41120.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
მათ შორის ნაწილი სტატიკურ პოზაშია, ზოგი მოძრაობას გამოხატავს, ერთი დაბორკილია.
Among them, part are in static posture, some express movement, one is hobbled.