მოიძებნა 668048 ჩანაწერი
41161.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
მნიშვნელოვნად შეიცვალა ნივთის ფუნქციაც.
The function of the item altered significantly.
41162.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ასეთი ცვლილებები დროისა და მორწმუნეთა როგორც სულიერ, ასევე ესთეტიკურ მოთხოვნებს პასუხობდა.
These changes met both the spiritual and aesthetic demands of the believers.
41163.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
სახვით ხელოვნებაში ამგვარი ცვლილება დაემთხვა ძალზე სერიოზულ ძვრებს საზოგადოების სოციალურ ყოფაში, რამაც განაპირობა ჭვირული აბზინდების შემცველი ძველი ინსიგნია ქამრებისა და მისი შემადგენელი ნაწილების შეცვლა ახალი ყაიდის ინსიგნია ქამრებით, რომელთა ძალზე საინტერესო ნიმუშები დადასტურდა იმავე ნეძიხის სამაროვანზე, სადაც აღმოჩენილია ყველაზე მეტი ცხოველსახოვანი ფიბულები.
Such change in fine arts coincided with serious changes in the social life, which conditioned the replacement of old insignia belts and their constituent parts of open-work buckles with insignia belts of a new type, highly interesting specimens of which were attested at the Nedzikhi burial ground, yielding the largest number of animal-image fibulae.
41164.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ამრიგად, ჭვირული აბზინდების მეშვეობით ცხოველსახოვანი ფიბულები უკავშირდება კიდევ უფრო ძველ მასალებს (მხედველობაში გვაქვს კოლხურ ცულებსა და ბალთებზე, ასევე გვიანბრინჯაოს ხანის გრავირებულ ქამრებზე გამოსახული სიუჟეტები).
Thus, through the open-work buckles, the animal-image fibulae become linked to older materials (namely, the subjects engraved on Colchian axes and clasps, as well as engraved belts of the Late Bronze Age).
41165.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ჭვირული აბზინდების დაკავშირება დროის დიდი მონაკვეთით დაშორებულ ნივთიერ კულტურასთან ზოგი მკვლევარისთვის საეჭოა, მაგრამ ხელოვნებათმცოდნეთა ხანგრძლივმა კვლევამ და ახალმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა შესაძლებელი გახადა ჭვირული აბზინდების გრავირებულ სარტყლებთან კავშირის დადასტურება.
Some researchers question linking open-work buckles to material culture distanced by a long section of time, but long-standing research conducted by art critics and new archaeological finds have enabled to prove the link of open-work buckles with engraved belts.
41166.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ამავე დროს საყურადღებოა, რომ ცხოველთა გრაფიკული გამოსახულებები გვხვდება ადრეელინისტური ხანის კერამიკაზე.
At the same time, it is notable that graphic representations of animals occur on Early Hellenistic period pottery.
41167.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
მხედველობაში გვაქვს დაბლაგომის სამაროვანზე მოპოვებული თიხის ჭურჭლის ნატეხები, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ცხოველთა გრაფიკული გამოსახულებები, რომლებსაც ბ.
I have in mind the fragments of a clay vessel brought to light at the Dablagomi cemetery, on which graphic representations of various animals are found.
41168.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
კუფტინი სტილითა და ორნამენტით მაშინვე უკავშირებდა გრავირებულ სარტყლებზე მოცემულ სიუჟეტებს.
B. Kuftin at once linked these representations in terms of style and ornament to the subjects given on engraved belts.
41169.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
მაგ. მოძრაობაში მყოფი ცხენის გამოსახულება, რომელიც ძვ. წ. IV საუკუნით თარიღდება.
E.g. the representation of a horse in movement, dated to the 4th c. BC.
41170.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
დაფნარის სამაროვანზე 31-ე სამარხში აღმოჩენილია ურნა, რომლის პირის გარშემო, ფრიზზე მოცემულია ცხენის, ირმისა და მგელ-ძაღლის გრაფიკული გამოსახულებები.
At the Dupnari burial ground an urn was found in burial 31; round its mouth, the frieze features representations of the horse, deer and wolf-dog.
41171.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ეს ჭურჭელიც ძვ.წ. IV საუკუნითაა დათარიღებული.
This vessel too is dated to the 4th c BC.
41172.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ცხოველისა და ადამიანის მეტად საინტერესო გრაფიკული გამოსახულებებია წარმოდგენილი ელინისტური ხანის ჭურჭლის ნატეხებზე, რომლებიც სოფ. ნამარნუშია მოპოვებული.
Highly interesting graphic representations of animal and human being are depicted on fragments of a Hellenistic period vessel, brought to light in v. Namarnu.
41173.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
მიუხედავად ფრაგმენტულობისა, ჭურჭლის კეცზე კარგად ჩანს ადამიანისა და გაურკვეველი ჩლიქოსანი ცხოველის ნაწილები.
Despite its fragmentariness, parts of a human and indeterminate hoofed animal are discernible well on the crock of the vessel.
41174.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ჩვენი ცხოველსახოვანი ფიბულებისა და ჭვირული აბზინდების გენეზისთან დაკავშირებით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვანში აღმოჩენილ ოქროს თავსამკაულს.
The gold headdress discovered at Vani is of considerable significance in connection with the genesis of our animal image fibulae and open-work buckles.
41175.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
მასზე, სხვადასხვა სახეებით მორთულ სწორკუთხა ჩარჩოში ჭვირული აბზინდის იდენტური სიუჟეტია მოთავსებული.
It bears a plot identical with the open-work buckle in a rectangular frame adorned with various images.
41176.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ნივთი ძვ.წ. IV-III საუკუნეებით თარიღდება.
The item is dated to the 4th-3rd c BC.
41177.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ჯერჯერობით ესაა ჩარჩოში წარმოდგენილ ცხოველთა ყველაზე ძველი ნიმუში, თუმცა ის ჯერ კიდევ არ არის ინსიგნია ქამრის აბზინდა.
To date, this is the oldest specimen of animals, though it is not yet a buckle of an insignia belt.
41178.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ამგვარი ფუნქცია მოჩარჩოებულმა აბზინდამ, ჩანს, მოგვიანებით შეიძინა.
This function was apparently acquired by the framed buckle.
41179.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ახალი არქეოლოგიური მასალების ფონზე გამოიკვეთა, რომ III-IV საუკუნეების ზოომორფულ გამოსახულებიანი ფიბულები როგორც გენეტიკურად, ისე სემანტიკურად მჭიდროდ უკავშირდება წინამორბედი ეპოქების მასალებს.
It transpires against the background of new archaeological evidence that 3rd-4th c fibulae, with zoomorphic representations are closely related – both generically and semantically – with materials of preceding periods.
41180.
არქეოლოგია | ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები
ე.წ. "კავკასიურმა ცხოველურმა სტილმა", რომელმაც განვითარების მწვერვალს ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში მიაღწია, თავის მხრივ, უდიდესი გავლენა იქონია ქართული სახვითი ხელოვნების შემდგომ განვითარებაზე.
The so-called "Caucasian animal style", reaching the zenith of development in the 8th-7th c BC, for its part exerted a tremendous influence on the further developments of Georgian fine art.