მოიძებნა 668071 ჩანაწერი
4121.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კატის შუამდებარე ტვინის ბალიშის ხშირი გაღიზიანების გავლენა დიდი ტვინის ქერქის აქტივობაზე.
The influence of repetitive stimulation of the pulvinar thalami on the activity of the cerebral cortex in the cat.
4122.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცდები ჩატარდა მსუბუქად დანარკოზებულ (ნემბუტალი) კატებზე. შუამდებარე ტვინის ბალიშის მცირე სიხშირის ელექტრული გაღიზიანება იწვევს სუპრასილვური და მარგინალური ჩვეულების უკანა ნაწილებში ტიპიური „ზრდის“ რეაქციას.
Experiments performed on lightly nembutalized cats showed that low frequency electrical stimulation of the pulvinar generated a typical augmenting response in the posterior parts of the middle suprasylvian and marginal gyri.
4123.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამავე წარმონაქმნის დიდი სიხშირით გაღიზიანება იძლევა ქერქის ამავე უბნების ელექტრული აქტივობის დესინქრონიზაციას.
High frequency stimulation produced desynchronization in the same cortical areas.
4124.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამგვარად, კატის შუამდებარე ტვინის ბალიშის კორტიკალური პროექცირების ფუნქციური ორგანიზაცია ისეთივეა, როგორც სპეციფიკური ბირთვისა.
Thus, the functional organization of cortical projections of the pulvinar seems to be similar to that of specific nuclei.
4125.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სხვადასხვა აფერენტული სისტემის თანამონაწილეობა ადამიანის პოზურ რეაქციათა რეგულაციაში.
Joint action of different afferents in the regulation of human posture.
4126.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სხვადასხვა ხასიათის მგრძნობელობის დროებითი გამორთვის გზით შეისწავლებოდა მათი თანამოქმედება ადამიანის ისეთი უნებლიე რეაქციების დროს, რომლებიც განაპირობებდნენ სხეულის ვერტიკალური მდებარეობის შენარჩუნებას.
By temporary exclusion of different afferents their participation in involuntary reactions which determine maintenance of cody vertical position was studied.
4127.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოირკვა, რომ სახსრებიდან მომდინარე აფერენტული იმპულსები უზრუნველყოფს სათანადო დიფერენციალურ რეაქციებს, თუმცა ისინი შედარებით ნელი, სუსტი და პრიმიტიულია.
Impulses arising from joints provide appropriate differential reactions, though they are comparatively slow, weak and primitive.
4128.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კუნთიდან მომდინარე იმპულსებს შეაქვთ სწრაფმოქმედება და სიძლიერე რეაქციაში, რომელიც აღიძვრის ვერტიკალური მდგომარეობის ხელოვნური დარღვევისას.
Impulses from muscles give fast action and power to reactions which arise during artificial disturbance of posture.
4129.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ეს იმპულსები ამავე დროს განაპირობებენ ანტაგონისტ კუნთის სინერგისტულ აქტივაციას, რაც ხელს უწყობს მოძრაობითი ამოცანის შესრულების სიზუსტესა და ეკონომიურობას.
They also evoke synergic action of antagonist which facilitates the exactness and economy of motor reaction.
4130.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სხვა (დისტალურ) კუნთებიდან და სახსრებიდან მომდინარე იმპულსები აადვილებენ ამ რეაქციებს.
Impulses from other (distal) muscles and joints facilitate these reactions.
4131.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
რაიმე მნიშვნელობა კანის რეცეპტორების იმპულსებისა ამ რეაქციებში არ აღინიშნება.
There is not found any participation of cutaneous impulses in these reactions.
4132.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჰიპოკამპის ელექტრული აქტივობის ცვლილება რეტიკულური ფორმაციის გაღიზიანების გავლენით.
Change of the hippocampal electrical activity caused by stimulation of the reticular formation.
4133.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კატებზე ქრონიკულად ჩანერგილი ელექტროდების მეშვეობით შეისწავლებოდა ჰიპოკამპის ელექტრული აქტივობის ცვლილება ბადებრივი ფორმაციის გაღიზიანების გავლენით.
Changes of the hippocampal electrical activity produced by electrical stimulation of the reticular formation were studied in cats with chronically implanted electrodes.
4134.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ზღუბრლოვანი გაღიზიანება მძინარე ცხოველებში იწვევს როგორც ახალი ქერქის, ისე ჰიპოკამპის დესინქრონიზაციას ქცევითი გაღიზიანების გარეშე.
Threshold stimulation evoked desynchronization in the electrical activity of the neocortex and hippocampus, without behavioural arousal.
4135.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გაღიზიანების ის ძალები, რომლებიც განაპირობებენ ქცევით გაღვიძებას და ემოციური რეაქციების განვითარებას, იწვევენ ჰიპოკამპის თეტა-რითმის გაზრდას.
The strength of electrical stimulation, eliciting behavioural arousal and emotional reactions, produced augmentation of the theta rhythm in the electrohippocampogram.
4136.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჰიპოკამპის თეტა-რითმის დაკნინება ბადებრივი ფორმაციის ძლიერი გაღიზიანების საპასუხოდ მიიღება მხოლოდ გაშეშების რეაქციის განვითარების პარალელურად.
A decrease of the hippocampal theta rhythm during electrical stimulation of the reticular formation occurred concomitantly with “arrest” reaction only.
4137.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
როგორც ჩანს, ბადებრივი ფორმაციის გავლენით ჰიპოკამპში ახალი ქერქის მსგავსად ვითარდება დესინქრონიზაცია, ხოლო თეტა-რითმის გაზრდა დამოკიდებულია აქტივობაში ჰიპოთალამუსის ჩართვით.
Stimulation of the reticular formation seems to elicit desynchronization in the hippocampus as in the neocortex, while augmentation of hippocampal theta rhythm occurs when the hypothalamus is involved in the activity.
4138.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სომატური გაღიზიანების საპასუხოდ კატის თავის ტვინის ქერქში აღმოცენებული მოგვიანე პასუხების წარმოშობის საკითხისათვის.
The origin of late cortical responses of the cat to somatic stimulation.
4139.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნემბუტალით დანარკოზებულ კატებში საჯდომი ნერვის ერთხელობრივი ელექტრული გაღიზიანება წინა მარგინალურ ხვეულში იწვევს მეორად განმუხტვას (მპ); ხოლო ქლორალოზით დანარკოზებულ ცხოველებში ასოციაციურ პასუხს (აპ).
Single electrical stimulation of the n. ischiadicus evokes a secondary discharge (SD) in the anterior marginal gyrus in nembutalized cats, and associative response (AR) in chloralozed animals of the same species.
4140.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ეს უკანასკნელი აღმოცენდება აგრეთვე მეზენცეფალური ბადებრივი ფორმაციისა და თალამუსის უკანა ვენტროლატერალური ბირთვის ელექტრული სტიმულაციისას, მაშინ, როდესაც მპ მიიღება მხოლოდ მეზენცეფალური ბადებრივი ფორმაციის გაღიზიანებისას.
AR appears also to single stimulation of the mesencephalic reticular formation (MRF) and posterior ventrolateral thalamic nucleus (VPL), whereas SD arises only to MRF-stimulation.