მოიძებნა 668071 ჩანაწერი
4181.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ შარდოვანას 2%-იან ხსნარში 60 წუთი ინკუბაციის შემდეგ ბაყაყის მუცლის სწორი კუნთის აგზნებადობა იკარგება უკუქცევადად.
It is shown that after 60 min incubation in 2% solution of urea there takes place an inverse loss of excitability of m. rectus abdominalis of the frog.
4182.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ბიოქიმია
პარალელურად აღინიშნება კრეატინფოსფატისა და ატფ რაოდენობის შემცირება.
This process is accompained by a decrease in the level of creatine phosphate and ATP.
4183.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ბიოქიმია
ფიზიოლოგიურ ხსნარში 15 წუთი ინკუბაციის შემდეგ აგზნებადობა და კუნთში ატფ რაოდენობა აღდგება, კრეატინფოსფატის რაოდენობა კი კვლავ მცირდება.
Following 15 min incubation in saline the excitability and the ATP content recover. On the other hand, the level of creatine phosphate continues to decrease.
4184.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ბიოქიმია
კრეატინფოსფატის რაოდენობის შემცირება შეიძლება აიხსნას ატფ-კრეატინფოსფოფერაზას აქტივობის გაზრდით.
The decrease of creatine phosphate content in the muscle tissue may be explained by the increase in the ATP-creatine phosphokinase activity.
4185.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ბიოქიმია
ზოგიერთი ბიოქიმიური ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის სიჩქარის კონსტანტის გამოთვლა.
Calculation of rate constants of some biochemical oxidation-reduction reactions.
4186.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ბიოქიმია
გამოთვლილია რეაქციის სიჩქარის კონსტანტა, როდესაც ელექტრონი გადადის დისკრეტული ენერგეტიკული დონის მოლეკულიდან კვაზიუწყვეტი სპექტრის მოლეკულაზე.
The rate constant for the electron exchange reaction when electron transfers from the discrete level to the quasicontinuous spectrum has been calculated.
4187.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ბიოქიმია
მიღებულია აქტივაციის ენერგიის გამოსახულება მაღალი დადებითი და უარყოფითი სითბური ეფექტისათვის, აგრეთვე სითბური ეფექტების „ნორმალური“ მნიშვნელობისათვის.
The expression is obtained of the activation energy for exothermic, endothermic and “normal” thermal reactions.
4188.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ბიოქიმია
გლუტამატდეკარბოქსილაზას გამოყოფა და ნაწილობრივი გაწმენდა სოიოს ფოთლებიდან.
Isolation and partial purification of glutamate decarboxylase from soy bean leaves.
4189.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ბიოქიმია
სითბური დამუშავების, ამონიუმის სულფატით ფრაქციული დალექვისა და g-200-ზე გელფილტრაციის მეთოდების გამოყენებით სოიოს ფოთლებიდან გამოყოფილი და ნაწილობრივ გაწმენდილია გლუტამატდეკარბოქსილაზა.
Glutamate decarboxylase has been isolated and partially purified from soy bean leaves by thermal treatment, fractional participation with ammonium sulfate, and by using gel filtration methods on g-200.
4190.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ბიოქიმია
მიღებული ფერმეტის აქტიური ფრაქციის ჰომოგენობა შემოწმდა ანალიზური ულტრაცენტრიფუგირებითა და ელექტროფორეზით პოლიაკრილამიდის გელზე.
The homogeneity of the active fraction obtained was examined by analytical ultracentrifugation and electrophoresis on polyacrylamide gel.
4191.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ბიოქიმია
დნმ-ზე დამოკიდებული რნმ-პოლიმერაზული რეაქციის სიჩქარის განსაზღვრა ენზიმური მეთოდით.
On the determination of the rate of DNA-dependent RNA-polymerase reaction by the enzymatic method.
4192.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ბიოქიმია
პიროფოსფატაზული რეაქციის გამოყენებით და მის შედეგად განთავისუფლებული წყალბად იონების რაოდენობის გაზომვის საფუძველზე შემუშავებულია პოლიმერაზული რეაქციის სიჩქარის განსაზღვრის ახალი მეთოდი.
A new method for determining the rate of polymerase reactions has been evolved by means of pyrophosphatase reaction and by measuring the number of liberated hydrogen ions.
4193.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ბიოქიმია
იპრაზიდის გავლენა მონოამინოოქსიდაზურ, ქოლინესთერაზულ აქტივობასა და ვირთაგვას ფსიქონერვულ ქცევაზე.
The influence of iprazide on the Mao, Che activity and psychoneural behaviour of rats.
4194.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ბიოქიმია
ვირთაგვას ფსიქონერვული ქცევის დარღვევა ნაჩვენებია იპრაზიდით მონოამინოოქსიდაზას (ქერქის უბნები) და პარალელურად ქოლინესთერაზას (ქერქქვეშა უბნები) ინჰიბირების დროს.
Disturbance is shown of the psychoneural behaviour of rats after the inhibition by iprazide of cholinesterase activity (subcortical areas), in parallel to inhibition by monoaminoxidase.
4195.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, გეოლოგია
ძირულის მასივის სამხრეთ და აღმოსავლეთ პერიფერიების ალბური ნალექების სტრატიგრაფია ფორამინიფერების მიხედვით.
Stratigraphy of the Albian deposits of the southern and eastern peripheries of the Dzirula massif according to the fauna of foraminifera.
4196.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, გეოლოგია
შესწავლილი რაიონის ალბური ნალექები ხასიათდება ფორამინიფერების მდიდარი და მრავალფეროვანი ფაუნით, რომელშიც ჩვენ სამი მიკროფაუნისტური კომპლექსი გამოვყავით.
The Ablian of the investigated region is characterized by a rich and diversified foraminiferal fauna in which the author has distinguished three faunal complexes.
4197.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, გეოლოგია
პირველი კომპლექსი ქვედაალბურს ახასიათებს და ამ ნალექებს Cibicides ibericus-იან შრეებს ვუწოდებთ.
The first complex characterizes the Lower Albian which is here named Cibicides ibericus strata.
4198.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, გეოლოგია
მეორე კომპლექსი შუაალბურისათვისაა დამახასიათებელი და Parrela infracretacea-იან შრეების სახელით გამოვყოფთ.
The second complex is descriptive of the Middle Albian and is distinguished as Parrela infracretacea strata.
4199.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, გეოლოგია
მესამე კომპლექსი კი ზედაალბურში გვხვდება და ეს ნალექები Anomalina mirabilis-იანი შრეების სახელწოდებით აღინიშნება.
The third complex is met in the Upper Albian and is designated Anomalina mirabilis strata.
4200.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, გეოლოგია
შუაალბური და ზედაალბური კომპლექსების გამოყოფა ძირულის მასივის აღმოსავლეთ პერიფერიაზე საშუალებას გვაძლევს ეს ნალექები ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ, რაც აქამდე არ ხერხდებოდა ამონიტური ფაუნის უქონლობის გამო.
The distinction of the Middle and Upper Albian complexes in the eastern periphery of the Dzirula massif allows to delimit these strata, which was hitherto impossible for lack of ammonitic fauna.