მოიძებნა 668045 ჩანაწერი
41881.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
შესაძლებელია რეალური მშპ-ის კორექტირება მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით – შედეგად მიიღება რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე.
Real GDP can be adjusted for the size of a population-per capita real GDP.
41882.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე არ არის მოსახლეობის კეთილდღეობის ზუსტი საზომი.
Per capita real GDP is not an accurate measure of the well-being of a population.
41883.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
მაგრამ ამ საზომის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები გვაჩვენებს ცხოვრების დონის ცვლილებებს.
However, changes in this measure over time do indicate changes in the standard of living.
41884.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
გამოდის, რომ ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის გაზრდაა საჭირო.
It follows that improved living standards require increases in per capita real GDP over time.
41885.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
ცხოვრების დონის ამაღლება მოითხოვს შრომის ნაყოფიერების – გარკვეულ დროში მუშაკების მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობის – გაზრდას.
Raising living standards requires increased labor productivity-the amount of goods and services workers produce in a given time period.
41886.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
მწარმოებლობა და შრომის ნაყოფიერება იზრდება უკეთესი განათლებისა და პროფესიული მომზადების მეშვეობით ადამიანური რესურსების ხარისხის გაუმჯობესების შედეგად.
Productivity increases as a result of improvements in the quality of human resources through greater education and training.
41887.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
მწარმოებლობას ასევე ზრდის საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციები, რაც თითოეულ მუშაკს მეტი და უკეთესი კაპიტალური რესურსებით უზრუნველყოფს.
It also increases as a result of business investment, which provides more and better capital resources for each worker.
41888.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
მწარმოებლობის ზრდისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აგრეთვე ტექნოლოგიური ცვლილება – ნოვატორული სიახლე ან ახალი იდეების შემუშავება.
Also vital to increased productivity is technological change, which is innovation or the development of new ideas.
41889.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
მთლიანი თვითღირებულება ანუ წარმოების ხარჯები შედგება მუდმივი და ცვალებადი ხარჯებისაგან.
Total production costs consist of fixed and variable costs.
41890.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
მუდმივი ხარჯები უცვლელია გამომუშავების ნორმის ცვლილებისას, ხოლო ცვალებადი ხარჯები იცვლება წარმოების ცვლილებასთან ერთად.
Fixed costs remain constant as the rate of production changes, while variable costs change with production.
41891.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება მოიცავს როგორც მუდმივ, ისე ცვალებად ხარჯებს.
Unit costs contain both fixed and variable costs.
41892.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
მუდმივი ხარჯები პროდუქციის ერთეულზე ყოველთვის მცირდება, როდესაც წარმოების მოცულობა იზრდება.
Fixed costs per unit always decrease as output increases.
41893.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
ცვალებადი ხარჯები პროდუქციის ერთეულზე თავიდან შეიძლება შემცირდეს.
Variable costs per unit can decline at first.
41894.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
მაგრამ წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად ისინი საბოლოო ჯამში იზრდება მოგების შემცირების კანონის გამო.
But due to the law of diminishing returns, as output continues to increase, costs will eventually increase.
41895.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
ვინაიდან ხარჯების სხვადასხვა საზომი გამომუშავების ნორმაზეა დამოკიდებული, საწარმომ უნდა ეძებოს გამომუშავების ისეთი ნორმა, რომელიც მისი მოგების მაქსიმიზაციას მოახდენს.
Because various measures of cost depend on the rate of production, a business must search for a production rate that maximizes its profit.
41896.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
მასშტაბის ეკონომიის გამო დიდი ფირმები ხშირად უფრო მაღალ მწარმოებლობას აღწევენ, ვიდრე მცირენი.
Large firms often achieve greater productivity than small firms because of economies of scale.
41897.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
ამგვარი ეკონომიკური ეფექტიანობის გამო პროდუქციის ერთეულზე ხარჯები ისეთ დონემდე მცირდება, რომელიც მცირე ფირმებისთვის მიუწვდომელია.
Because of these efficiencies, unit costs fall to levels that smaller firms can’t match.
41898.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
მცირე საწარმოებს მასშტაბის ეკონომიის უქონლობის კომპენსაციის გზების ძიება უხდებათ.
Smaller businesses have to find ways to compensate for their lack of economies of scale.
41899.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
ერთ-ერთი ასეთი გზაა ხელსაყრელ საბაზრო „ნიშებში“ პოზიციების დამკვიდრება.
One way to do this is to establish positions in niche markets.
41900.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 9
• სიახლეთა დანერგვასა და მწარმოებლობაზე ინფორმაციის ფაქტორების გავლენის ანალიზი;
• Information Factors in Innovation and Productivity;