მოიძებნა 668045 ჩანაწერი
43101.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
ეს გვიჩვენებს, რომ საკვები პროდუქტების მიწოდება ძირითადად უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა.
This shows that food supplies have generally been increasing faster than food demands.
43102.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
დარწმუნდით, რომ მოსწავლეებს ესმით, რომ ჩ გრაფიკი ასახავს საკვები პროდუქტების წარმოებას ერთ სულ მოსახლეზე, და არა საკვები პროდუქტების წარმოების მთლიან მოცულობას.
Be sure students understand that Chart C is per capita food production, not total food production.
43103.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
ყურადღება გაამახვილეთ აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ D გრაფიკზე ამერიკული ფასებია მოყვანილი, თუმცა ფასები შეერთებულ შტატებში დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე მოთხოვნისა და მიწოდების მხრივ.
Also, point out that the prices in Chart D are for the United States, but that U.S. food prices depend on world conditions of demand and supply.
43104.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
4. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასების სუბსიდირების შემცირების ცდებს შეეძლო დროებით შეემცირებინა წარმოება, რადგან ფასები დაიწევდა ფასების საბაზრო დონეებისკენ.
4. Steps to reduce farm price subsidies could temporarily decrease production as prices move down toward their market levels.
43105.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
შედეგად, ერთ სულ მოსახლეზე საკვები პროდუქტების წარმოების ზრდა შეიძლება შენელებულიყო, როგორც ეს XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა.
As a result, per capita food production could grow more slowly, or even decline as it did in the early 1990s.
43106.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
სუბსიდირებული ფასების შემცირება თავად დასწევდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასებს ქვეყნებში, რომლებზეც ამგვარი ცვლილებები გავლენას იქონიებდა.
The reduced subsidy prices themselves would push down farm prices in the countries affected.
43107.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
მაგრამ მოსწავლეებმა ალბათ არ იციან, რომ ფასების სუბსიდირების შედეგად დაგროვილი ზოგიერთი ჭარბი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი შემდეგ საერთაშორისო ბაზრებზე გაიყიდა.
Students probably don’t know, however, that some of the farm surpluses resulting from subsidized prices have been disposed of by selling them in world markets.
43108.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
ნაკლები სიჭარბის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიწოდება მსოფლიო ბაზარზე შეიძლებოდა შემცირებულიყო და ფასების გაზრდა გამოეწვია.
With smaller surpluses, the world supply of crops could fall and cause prices to rise.
43109.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
5. მოსწავლეებმა უნდა გაჩვენონ, თუ როგორ შეიძლება მარცვლეულის ფასის გაზრდამ გამოიწვიოს ჰამბურგერების ფასის გაზრდა და ამ პროდუქტზე მოთხოვნის შემცირება.
5. Students should show how increases in the price of grain are likely to result in higher prices for hamburgers and a decline in quantity demanded.
43110.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
XVI თავში XX საუკუნე – და ის, რაც XXI საუკუნეში შეიძლება მოხდეს – ეკონომიკური თვალსაზრისით განხილულია, როგორც კონკურენცია საბაზრო და ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ სისტემებს შორის.
Chapter 16 discusses the 20th century-and what might happen in the 21st century-in economic terms as competition between market and command systems.
43111.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
XX საუკუნის პირველ ნახევარში სამთავრობო ბრძანებები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა, ვინაიდან მრავალმა მოვლენამ, განსაკუთრებით კი დიდმა დეპრესიამ, ხალხს ბაზრებისადმი ნდობა დააკარგვინა.
During the first half of the 20th century, government commands became more popular as a number of events, particularly the Great Depression, caused people to lose faith in markets.
43112.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
მაგრამ საუკუნის ბოლოსათვის ხალხს თითქმის მთლიანად დაუბრუნდა რწმენა ბაზრების, როგორც ეკონომიკური ზრდის ინსტრუმენტებისადმი.
By century’s end, though, much of the lost faith in markets as engines of economic growth had been restored.
43113.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
მართალია სახელმძღვანელოში მბრძანებლურ-ადმინისტრაციული სისტემის მაგალითად საბჭოთა კავშირია მოყვანილი, შეერთებულ შტატებსა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებსაც არაერთხელ გამოუყენებიათ მთავრობა ბაზრების წარუმატებლობისაგან დამცავ ბუფერად.
Though the textbook discussed communism in the Soviet Union as an example of a command system, the United States and other democracies also came to rely on government to act as a buffer against market failures.
43114.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
დემოკრატიულ მთავრობებს გამოუყენებიათ პოლიცია ბაზრების საქმიანობის სარეგულირებლად და გადასახადებით დაბეგვრისა და ხარჯვის უფლებამოსილება – შემოსავლის გადასანაწილებლად.
Democratic governments used their police power to regulate market activity and their powers to tax and spend to redistribute income.
43115.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
ასე რომ, დემოკრატიული ქვეყნებიც იცავენ თავიანთ მოქალაქეებს კაპიტალიზმისა და ბაზრების წარუმატებლობებთან დაკავშირებული ზოგიერთი რისკისაგან.
In this way, democratic nations protect their citizens from some of the risks associated with capitalism and market failure.
43116.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
1937 წელს, თავისი მეორე საინაუგურაციო მიმართვის დროს პრეზიდენტმა რუზველტმა მთავრობას მოქალაქეთა დამცველი უწოდა.
In 1937, during his second inaugural address, President Roosevelt described the U.S. government’s role as a protector of citizens.
43117.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
„ჩვენ არ გვსურს ჩვენი საერთო კეთილდღეობის პრობლემების გადაჭრა, – ამბობდა იგი, – მივანდოთ შემთხვევითობის ქარტეხილებსა და კატასტროფათა ქარიშხლებს“.
"We refuse to leave the problems of our common welfare", he said, "to be solved by the winds of chance and the hurricanes of disaster".
43118.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
თავისი სიტყვებითა და „ახალი კურსით“ პრეზიდენტმა მოქსოვა „სოციალური უსაფრთხოების ბადე“, რომელსაც მომდევნო 60 წლის განმავლობაში უცვლელად უნდა შეესრულებინა თავისი ფუნქციები.
Through his words and the "New Deal", the president wove a "social safety net" that would stay in place for the next 60 years.
43119.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრ ტეტჩერისა და შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ რეიგანის არჩევა სერიოზულ გამოწვევას მოასწავებდა მთავრობის მიერ საბაზრო რისკებისაგან მოქალაქეთა დაცვის იდეისათვის.
The elections of Prime Minister Thatcher in Britain and President Reagan in the United States signaled a strong challenge to the idea of relying on government to protect against market risks.
43120.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
რაოდენ კეთილი განზრახვითაც არ უნდა ხორციელდებოდეს მოქალაქეთა დაცვა, ამტკიცებდნენ სახელმწიფო კონტროლის მოწინააღმდეგენი, მთავრობის ზომაზე მეტად ჩარევა იწვევს როგორც პიროვნული თავისუფლების დაკარგვას, ასევე უვარგის ეკონომიკურ გადაწყვეტილებებსა და ეკონომიკის ზრდის შენელებას.
No matter how well-intentioned the protection, the argument went, too much government involvement in the economy leads both to a loss of individual freedom and to poor economic decisions and slow growth.