მოიძებნა 668045 ჩანაწერი
43121.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
დებატები „უსაფრთხოების ბადისა“ და „მეტი რისკის“ იდეების მომხრეთა შორის დროდადრო გააფთრებულ ხასიათს იძენდა, მაგრამ ბოლო წლების საერთო ტენდენცია მეტი რისკისა და მოქალაქეთა დასაცავად ეკონომიკაში მთავრობის ჩარევის შემცირებისკენაა მიმართული.
The debate between the "safety net" and "more risk" forces has been fierce at times, but the trend in recent years has been toward more risk and less government protection.
43122.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
ეს ტენდენცია დროში ემთხვევა XX საუკუნის ბოლოსათვის საბაზრო სისტემებისკენ მოძრაობას, რომელიც XVI თავშია აღწერილი.
This trend parallels the late-century movement toward market systems described in Chapter 16.
43123.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
XX საუკუნის ბოლოსათვის წარმოიქმნა კიდევ ერთი „დიდი იდეა“, რომელიც მომავლის რთული ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების გაგებაში უნდა დაგვეხმაროს.
As the 20th century closes, there is another "big idea" that will help explain future economic and political issues.
43124.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
ეს არის ურთიერთქმედება გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ მიმართულ ძალებს (გლობალიზმი) ერთი მხრივ, და მეორე მხრივ – პოლიტიკური დეზინტეგრაციისაკენ (ტრაიბალიზმი ანუ ტომობრიობა) მიმართულ ძალებს შორის.
This is the interplay between the forces leading toward global economic integration (globalism) on the one hand, and toward political disintegration (tribalism) on the other.
43125.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
ამ ტენდენციების მაგალითებს ყოველდღე ვაწყდებით ახალი ამბების გამოშვებებში.
Evidence of these trends is in the news every day.
43126.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
პროფესორმა ბენჯამინ ბარბერმა რუტგერსის ინსტიტუტიდან ეს ტენდენციები აღწერა 1995 წელს გამოცემულ თავის წიგნში „ჯიჰადი მაკ-მსოფლიოს წინააღმდეგ“.
Professor Benjamin Barber of Rutgers has described these movements in his book, Jihad vs. McWorld (1995).
43127.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
მაგრამ პოლიტიკური დეზინტეგრაციის ტენდენცია „გვიქადის შავბნელ პერსპექტივას კაცობრიობის დიდი ჯგუფების კვლავ ტომებად დაშლისა ომისა და სისხლის ღვრის შედეგად . . .
The trend toward political disintegration, however, "holds the grim prospect of a retribalization of large swaths of humankind by war and bloodshed ...
43128.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
სახელმწიფოების ბალკანიზაციის საფრთხეს, როდესაც კულტურა ებრძვის კულტურას, ხალხი ხალხს და ტომი ტომს“.
a threatened balkanization of nation-states in which culture is pitted against culture, people against people, tribe against tribe".
43129.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
თავის წიგნში პროფესორი ბარბერი ამ ტენდენციათა საილუსტრაციოდ რამდენიმე შთამბეჭდავ სურათს გვიხატავს.
In his book, Professor Barber offers several compelling images to illustrate these trends.
43130.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
თუ ერთ-ერთ მათგანს ოდნავ განვავრცობთ, აღარ გაგვიჭირდება წარმოვიდგინოთ ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ რეპორტაჟი, რომელშიც ნაჩვენებია ეთნიკური თავისუფლებისთვის ახალგაზრდა მებრძოლი დაშლის პირას მდგომი შორეული ქვეყნიდან.
To extend one of them a bit, it wouldn’t be hard to imagine a report on CNN about a young ethnic freedom fighter in some far-off disintegrating nation.
43131.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
ამ ახალგაზრდა კაცს აცვია მაისური, რომელზეც ამერიკული რეპ-ჯგუფია გამოსახული და ყურებში „სონის“ კომპაქტ-დისკების საკრავის საყურისები აქვს გარჭობილი.
The young man, dressed in a T-shirt that celebrates an American Rap group, is plugged into a Sony Discman.
43132.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
როდესაც იგი კომპაქტ-დისკიდან ისმენს კანადელი შანია ტვეინის სიმღერას, რომლითაც იგი გვამცნობს, რომ „თავს ქალად გრძნობს“, ახალგაზრდა მებრძოლი სამხედრო სნაიპერული შაშხანის სამიზნეში იცქირება.
As he listens to a CD featuring Canadian-bom Shania Twain singing about feeling like a woman, he sights down the barrel of a military sniper rifle.
43133.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
კამერა მის სამიზნეს გვიჩვენებს – მეორე ახალგაზრდა კაცს, რომელიც, მისი გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, თავისუფლად შეიძლება სნაიპერის ძმა იყოს.
The camera pans to his target, another young man who looks as if he could be the sniper’s brother.
43134.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
მიზანში ამოღებულს დანიური როკ-ჯგუფის „საზაფხულო ტურის“ უკვდავსაყოფად გამოშვებული მაისური აცვია.
The target is wearing a T-shirt commemorating a Danish rock band’s "Summer Tour".
43135.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
რეპორტაჟი სრულდება სცენით – როგორ შერბის მიზანში ამოღებული ახალგაზრდა „მაკდონალდსის“ კაფეში და „კოკა-კოლას“ გასაყიდ ავტომატს ამოეფარება.
The scene ends as the target dashes into a local McDonald’s outlet, taking refuge behind the "Golden Arches".
43136.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
ვიწრო ეთნიკური და კულტურული თვითშეგნების საფუძველზე ახალი სახელმწიფოების შექმნის ტენდენცია, რომელმაც სერიოზულად თავი II მსოფლიო ომის შემდეგ იჩინა, სწრაფად ძლიერდება.
The trend toward creating new nations based on narrow ethnic and cultural identity, which began in earnest after World War II, is accelerating.
43137.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
„ნიუ-იორკ ტაიმსის“ რეპორტიორმა თომას ფრიდმანმა შეიმუშავა სქემა, რომელიც ერთად აღებული ორივე ამ „დიდი იდეის“ გაგებაში დაგვეხმარება:
New York Times reporter Thomas Friedman has suggested a chart to help understand these two "big ideas" taken together:
43138.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებისა და რეგიონების გლობალური ურთიერთდამოკიდებულების და თავისუფალი ვაჭრობისა სჯერათ, შეიძლება I ან IV მეოთხედებში მოვათავსოთ იმისდა მიხედვით, განიხილავენ ისინი ბაზრებს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ მექანიზმად, თუ თვლიან, რომ საჭიროა მთავრობამ გლობალური ვაჭრობის განვითარებით გამოწვეულ ცვლილებათა მორევში მოხვედრილი მოქალაქეები „უსაფრთხოების ბადით“ უზრუნველყოს.
People who believe in global interdependence and free trade can be placed in either Quadrants I or IV, depending on how much faith they have in markets as engines of growth or in the need for governments to provide a safety net for citizens caught in the whirlwind of change represented by global trade.
43139.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
IV (და ამ საკითხთან მიმართებაში, აგრეთვე III) მეოთხედში მოხვედრილი ხალხი ამასთან ერთად თვლის, რომ საჭიროა საერთაშორისო ეკოლოგიური და შრომითი სტანდარტები, რომლებიც მთავრობამ უნდა დააწესოს და ცხოვრებაში გაატაროს.
People in Quadrant IV (and in Quadrant III, for that matter) also tend to believe that there ought to be international environmental and labor standards set and enforced by government.
43140.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო, თავი 16
ადამიანები, ვინც სკეპტიკურად უყურებენ გლობალიზმს და სურთ, მთავრობამ დაიცვას ისინი საქონლით, მომსახურებითა და იდეებით საერთაშორისო ვაჭრობისაგან, II ან III მეოთხედებში მოხვდებიან.
People who are suspicious of globalism and who seek government protection against international trade in goods, services, and ideas will fall into Quadrants II or III.