მოიძებნა 668045 ჩანაწერი
44141.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
ეს ღონისძიება მრავალ ქალაქელს იზიდავს ქალაქის მთავარ მოედანზე მუსიკის მოსასმენად.
This event attracts many of the townspeople to the City Square for music.
44142.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
ეს ღონისძიება ადგილობრივ სავაჭრო დაწესებულებებს კი საღამო ხანს უამრავი მყიდველით უზრუნველყოფს.
This event provides local merchants with a stream of evening shoppers.
44143.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
ბოლო წლებში, ბაზარზე უცხოელი კონკურენტების შემოსვლის შედეგად კონკურენცია საორკესტრო საკრავების წარმოების დარგში გამძაფრდა.
In recent years, competition in the band instrument industry has intensified as foreign competitors entered the market.
44144.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
ანალოგიურად, ეკონომიკურმა ექსპანსიამ რაიონში ფაბრიკის მუშების ხელფასები გაზარდა,
Likewise, economic expansion in the area has driven up the wages of factory workers.
44145.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
თითბრის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ათი წლის განმავლობაში.
The cost of brass increased substantially over the past 10 years.
44146.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
პედდოკთა ოჯახის ქალაქში მცხოვრები ბოლო წევრი 70-იანი წლების დასაწყისში გარდაიცვალა.
The last Paddock family member living in the town passed away in the early 1970s.
44147.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
მათმა გამოცდილებამ გაზარდა ფირმის შემოსავალი და მასთან ერთად სამუშაოს შოვნის შესაძლებლობები და მთლიანად ადგილობრივი ეკონომიკა.
Their expertise boosted the firm’s revenue and with it employment opportunities and the local economy.
44148.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
დღეისათვის ფაბრიკაში 650 მუშაკია დასაქმებული, და ეს ქალაქში, სადაც სამუშაო ძალა 2000 კაცზე ოდნავ მეტი თუა.
Today the factory employs 650 workers in this town with a labor force of slightly over 2,000.
44149.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
როდესაც ორი წლის წინ კომპანია შეიძინა ფირმამ ქ. მილუოკიდან, ამას მინოკვა ფოლსში მცირე მღელვარება მოჰყვა.
The sale of the company to a Milwaukee firm two years ago caused a little stir in Minocqua Falls.
44150.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
მაგრამ სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მფლობელის შეცვლა მხოლოდ გააუმჯობესებდა კომპანიის ხელმძღვანელობას და კომერციულ პერსპექტივებს.
But Chamber of Commerce officials explained that the transfer should only strengthen the company’s management and business opportunities.
44151.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
ლინდა ბოუმენი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება მინოკვა ფოლსში აქვს გატარებული, ერთადერთი ადგილობრივი მცხოვრებიღაა, რომელიც ჯერაც "პედდოკის" დირექტორთა საბჭოს წევრია.
Linda Bowman, a lifetime resident of Minocqua Falls, is the only local person still a member of the Paddock board of directors.
44152.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
მან შეისწავლა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.
She has reviewed the financial situation of the company.
44153.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
მას ესმის, რომ უფრო დაბალი ხარჯები ეკვადორში და უფრო იაფი ნედლეულის შოვნის შესაძლებლობა სწრაფად გაუმაგრებდა კომპანიას „საძირკველს“.
She realizes that lower costs in Ecuador and the availability of cheaper raw materials would clearly enhance the company’s "bottom line".
44154.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
მას ისიც ესმის, რომ თუ მინოკვა ფოლსში დარჩება, გაზრდილი ხარჯებისა და უცხოური კონკურენციის პირობებში ფირმამ შეიძლება იზარალოს.
She also understands with foreign competition and rising costs, the firm could suffer if it stayed in Minocqua Falls.
44155.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
რა სახის საორკესტრო საკრავებს უშვებს კომპანია „პედდოკი“ და ვინ არიან მისი ძირითადი კლიენტები?
What type of band instruments does the Paddock Company make and who are its primary customers?
44156.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
რამდენი მუშაკი ჰყავს დასაქმებული კომპანიას და რამდენად არსებითია ეს მინოკვა ფოლსის სამუშაო ძალისათვის?
How many employees does the company have and how significant is this to the labor force of Minocqua Falls?
44157.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
რატომ მიჰყიდა პედდოკების ოჯახმა კომპანია მილუოკურ ფირმას?
Why did the Paddock family sell the company to a Milwaukee firm?
44158.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
რა დილემის წინაშე დგას ლინდა ბოუმენი და რატომ არის იგი მძიმე მდგომარეობაში?
What is Linda Bowman’s dilemma, and why is she in a difficult position?
44159.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
აქვს თუ არა „პედდოკ ბენდ ინსტრუმენტ ფექტორის“ რაიმე ვალდებულება ქალაქ მინოკვა ფოლსის მიმართ?
Does the Paddock Band Instrument Company have any obligation to the city of Minocqua Falls?
44160.
ჯუნიორ ეჩივმენტი | მასწავლებელთა და კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელო, კონსულტანტთა დამხმარე სახელმძღვანელოს, თავი 10
თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ კომპანიას მორალური ვალდებულება აქვს ქალაქის მოსახლეობის მიმართ, განმარტეთ რატომ.
If you believe that it has a moral obligation to the community, explain why.