მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48101.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
საქართველოს მეფე უკვე აღარ ეპუებოდა თურქ-სელჩუკებს.
The king of Georgia did not avoid fighting the Seljuk Turks.
48102.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა სწორედ მაშინ აღდგა, როდესაც ქართველებმა ხარკის მიცემა შეუწყვიტეს მტერს.
The complete independence of the country was restored, when the king suspended the payment of tribute to the enemies.
48103.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამგვარად საქართველომ დაკარგული დამოუკიდებლობა სრულად აღიდგინა 1099 წელს.
In this way, Georgia's lost independence was restored in 1099.
48104.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ასეთი დიდი პოლიტიკური წარმატების შემდეგ, ბუნებრივია, ჰერეთ-კახეთის საქართველოს ერთიან სახელმწიფო ორგანიზაციაში შემოყვანის საკითხი უაღრესად აქტუალურად დადგა.
Naturally, after such a significant political success, the question arose as to how to integrate Kakheti and Hereti into a unified state.
48105.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა.
David the builder began to act vigorously.
48106.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
რა გასაკვირია, რომ უკვე ძლიერ ქვეყანას დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია კახეთის მეფე კვირიკემ.
It is not surprising that Kvirike, the king of Kakheti, was unable to put up effective resistance to the powerful country.
48107.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელმა საქმე ზედაზნის აღებით დაიწყო, რადგან მას კახეთისათვის მეტად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა იმ პერიოდში.
David the Builder took the fortress of Zedazeni first, which had great strategic significance for the Kakheti of those days.
48108.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„მოსცა ჟამი ღმერთმან მეფესა დავითს და წარუღო კვირიკეს ციხე ზედაზენი“.
"God gave King David an opportunity, and he seized from Kvirike the fortress of Zedazeni".
48109.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
შემდგომში, საქართველოს მეფეს ბაღვაშთა მამულობითი სამფლობელო („მამული ლიპარიტეთი“) არგვეთი გელათისთვის შეუწირავს.
Later on, Georgia's king donated the Baghvashi patrimonial domain of Argveti ("the patrimony of Liparit") to Gelati.
48110.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი იმთავითვე ზრუნავდა გელათის მატერიალურ კეთილდღეობაზე და სწორედ ამიტომ „მისცნა დედასა ღმრთისასა სამსახურებლად მისსა წინაშე მდგომელთა მისთათვის“ მრავალი სოფელი.
David the Builder took care of the financial welfare of Gelati from the very outset, and for this reason he "gave for those dedicated to the service of the Mother of God" a great number of villages.
48111.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
საქართველოს სამეფო კარმა ეკლესიის მსახურთ „უზრუნველი ტრაპეზი განუჩინა“.
Georgia's royal court "assigned to them an unencumbered refectory".
48112.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამგვარად, კლდეკარის ერისთავების სამფლობელო მამული საეკლესიო საკუთრება გახდა.
Thus, the patrimony of the Kldekari eristavis became the property of the church.
48113.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელმა, განსხვავებით ყველა წინამორბედისგან, უკიდურესად გადამჭრელი ზომები მიიღო - დაამარცხა ბაღვაშები და გააუქმა კლდეკარის საერისთავო.
David the Builder, in contrast to all his predecessors, took extremely drastic measures - he defeated the Baghvashis and abolished the Kldekari saeristavo.
48114.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი ყოველმხრივ ცდილობდა ერისთავები დაექვემდებარებინა ფეოდალური მონარქიის მიერ შექმნილი სამეფო კარის ცენტრალური სამოხელეო აპარატისათვის.
David the Builder did his best to subordinate the eristavis to the state machinery of the royal court, established by the feudal monarchy.
48115.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
იგი „საქვეყნოდ გამრიგე მოხელეებს“ „დარბაზით გამოსულ მოხელეებად“ აქცევდა და უპირატესობასაც ანიჭებდა.
He turned the "Independently acting officials" into the "officials, subordinated to the council", and gave them priority.
48116.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებლის დრო გაძლიერებულმა ვაზირთა სამეფისკარო სამოხელეო ინსტიტუტმა ერისთავობის ძველ ინსტიტუტს შეუტია.
The strengthened office of a vizier of the royal court threatened the old institution of the eristavis during David's reign.
48117.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი ერისთავობას ცენტრალიზებული ფეოდალური სახელმწიფოსთვის შეუფერებლად მიიჩნევდა, ყოველმხრივ ავიწროებდა და ცდილობდა მის გაუქმებას.
David the Builder believed that the eristavis were unsuitable for a centralized feudal state,he opposed them at every opportunity and attempted to abolish the institution entirely.
48118.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მნიშვნელოვანი მოვლენაა დიდგვაროვანი ფეოდალებისგან და მოდისტოს აბულეთისძეების ბრძოლა საქართველოს სამეფო კარის წინააღმდეგ.
The struggle of the highborn feudal lords and Modistos Abuletisdze against Georgia's royal court is a significant event of this period.
48119.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ნიშანდობლივია, რომ ძაგანის აბულეთისძეთა საგვარეულო ტრადიციულად მტრობას უწევდა საქართველოს სამეფო კარს და ისტორიის მთელ მანძილზე მეფისადმი ერთგულებით არ გამოირჩეოდა.
It is noteworthy that the family of Dzagan Abuletisdze had a traditional animosity towards the Georgian royal court and was not distinguished by loyalty to the king at any time in its history.
48120.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი შიომღვიმისადმი ბოძებულ „ანდერძში“ ერთგვარი სინანულით აღნიშნავს.
In the "Testament", granted to Shiomgvime, David the Builder remarks with regret.