მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48701.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ყივჩაყები გადმოიყვანეს საქართველოში.
The Kipchaks were brought to Georgia.
48702.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებელმა, მისივე ისტორიკოსის ცნობით, „ყივჩაყნი დააყენა ადგილთა მათ მარჯუეთა დედა-წულითა მათითა, რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი “.
According to his historian's account, David the Builder "settled the Kipchaks with their families in suitable places, with them were 40,000 elite soldiers ready for battle".
48703.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებელმა საქართველოში გადმოიყვანა ყივჩაყთა 40 000 ოჯახი.
David the Builder brought 40,000 Kipchak families to Georgia.
48704.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი არ ასახელებს ადგილს, რომელზეც ყივჩაყები დასახლდნენ, ისე კი ამბობს, „ადგილთა მათ მარჯუეთა“ დააყენაო დავით აღმაშენებელმა.
David the Builder's historian does not name the place, where the Kipchaks were settled, saying only that David settled them "in suitable places".
48705.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
საფუძვლიანი უნდა იყოს ეს ვარაუდი, რომ ყივჩაყის დასასახლებლად გამოყენებული იყო უმთავრესად ის ადგილები, რომლებიც ჯერ არაბთა, ხოლო შემდეგ თურქ-სელჩუკთ მძლავრობის დროს დაცარიელდა.
It may be assumed that places that had been deserted, first due to the invasion and domination of the Arabs, and later by the Seljuk Turks, were used to settle the Kipchaks.
48706.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ყივჩაყთა სწრაფი გაქრისტიანება და მათი შერწყმა ადგილობრი (ქართულ) მოსახლეობასთან საქართველოს სამეფო კარის ინტერესებში იყო.
Georgia's royal court was interested in quickly converting the Kipchaks to Christianity and merging them into the local (Georgian) population.
48707.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებელმა ყივჩაყები რაზმებად დაყო და დაუნიშნა სპასალარები.
David the builder divided the Kipchaks into detachments and appointed spasalaris over them.
48708.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ამასთან, უზრუნველყო ისინი საჭურვილთა და ცხენებით.
At the same time, he supplied them with military equipment and horses.
48709.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ყივჩაყები მალე გაქრისტიანდნენ: „უმრავლესი ქრისტიანე იქმნებოდეს დღითიდღე, და სიმრავლე ურიცხვი შეეძინებოდეს ქრისტესა“.
The Kipchaks soon embraced Christianity: "very many Kipchaks converted to Christianity daily, and a countless number was gained for Christ".
48710.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
მათი განსხვავება ქართველი გლეხისგან სახელმწიფოსადმი ვალდებულება-დამოკიდებულებაში უნდა გამოხატულიყო.
The difference between them and the Georgian peasants consisted in their military duties and their special relationship to the state.
48711.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
სხვა მხრივ კი ყივჩაყი მოსახლეობა, როგორც ჩანს, თავისუფალი იყო.
In all other respects, the Kipchak population seems to have been free.
48712.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ყივჩაყთა გადმოყვანისათვის ქმედითი ღონისძიების გატარება დავით აღმაშენებელმა 1118 წლის მეორე ნახევარში დაიწყო (ლორესა და აგარანის აღების შემდეგ) და უნდა ვიფიქროთ, რომ 1119 წელს მთლიანად მოაგვარა ეს საქმე დაასრულა ყივჩაყთა ჩამოსახლება.
David the Builder began to act with the purpose of moving the Kipchaks into Georgia during the second half of 1118 (after seizing Lore and Agarani) and we may assume that by 1119, he had already finished settling the Kipchaks in his kingdom.
48713.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
იმავე წელს ჩაატარა ძირითადი საწვრთნელი სამუშაო („ჟამიერად და წესიერად ალაშქრებდა მათ“).
In that same year, he turned his attention to the task of training them ("he led them on expeditions in a timely and orderly fashion").
48714.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ამგვარად , 1118-1119 წლებში ძირითადად გადაწყდა მუდმივი ლაშქრის გაძლიერების პრობლემა.
Thus, in 1118-1119, the problem of creating a permanent army was settled.
48715.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ამ ლაშქრის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ ყივჩაყები.
The Kipchaks were a significant part of this army.
48716.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მიხედვით, ისინი ორმოცი ათასი იყვნენ.
According to David the Builder's historian, there were 40,000 of them.
48717.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
მათ გარდა, მუდმივ ლაშქარში, როგორც დასტურდება, ქართველებიც იყვნენ.
Alongside them, as our sources confirm, there were Georgians serving in the army, too.
48718.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ვახუშტი ბაგრატიონისა და იოანე ბატონიშვილის მტკიცებით, დავით აღმაშენებელს ჰყავდა სამოცი ათასი მუდმივი ლაშქარი.
According to Vakhushti Bagrationi and loane Batonishvili, David the Builder had a permanent army consisting of sixty thousand men.
48719.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
აქედან თუკი ორმოცი ათასი ყივჩაყი იყო, ბუნებრივია, დანარჩენი ოცი ათასი ქართველი იქნებოდა.
If forty thousand of these were Kipchaks, the remaining twenty thousand must surely have been Georgians.
48720.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ვახუშტი ამ ლაშქარს „მარადის მცველს“ უწოდებს, იოანე ბატონიშვილი კი აღნიშნავს, რომ დავით აღმაშენებელს „ ყოველთვის მზად ჰყვა როჭიკით სამოცი ათასი მხედარი კაცი“.
Vakhushti calls this army "the permanent defender", and Prince loane remarks, that David the Builder "had mercenary troops, consisting of sixty-thousand cavalry men".