მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48641.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ამ დროს საქართველოს სამეფოს მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი ჯერ ივანე, ხოლო შემდეგ სუმბატ ივანეს ძე ორბელი იყო;
During this period, first Ivane, and then Sumbat, the son of Ivane Orbeli, held the posts of mandaturtukhutsesi and amirspasalari;
48642.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით V-ის მეფობის დროს ორბელებმა დროებით დაკარგეს აღნიშნული თანამდებობანი, მაგრამ XII ს-ის 60-იანი წლებიდან ისევ დაიბრუნეს და შეინარჩუნეს 1178 წლამდე.
The Orbelis lost these positions for some time during the reign of David V, but regained them all during the 1160's, retaining them until 1178.
48643.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
როგორც ვნახეთ, დავით აღმაშენებელმა ქმედითი ღონისძიებების გატარებით დასრულებული სახით ჩამოაყალიბა საქართველოს სახელმწიფოს ცენტრალური სამოხელეო აპარატი შესაბამისი უწყებებით, რომელთა სათავეშიც „უხუცესები“ იდგნენ.
As we have seen, by taking active steps, David the Builder established a highly developed central state machinery with its corresponding departments, headed by "ukhutsesis".
48644.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
სახელმწიფოს საშინაო საქმეებს მანდატურთუხუცესი განაგებდა, სამხედრო საქმეს - ამირსპასალარი (მისი პირველი თანაშემწე ამირახორი იყო).
The mandaturtukhutsesi supervised home affairs, the amirspasalari - military affairs (his first assistant was the amirakhori).
48645.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ცალკე უწყება განაგებდა სამეფო ფინანსებს.
A separate department dealt with the royal finances.
48646.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
უწყების სათავეში მეჭურჭლეთუხუცესი იდგა.
The head of this department was the mechurchletukhutsesi.
48647.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ეს უწყება და მეჭურჭლეთუხუცესის სახელიც XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ჩნდება.
This department and the position of mechurchletukhutsesi first appear at the turn of the 11<sup>th</sup>-12<sup>th</sup> centuries.
48648.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებელი გეგმაზომიერად ატარებდა ღონისძიებებს ფეოდალური ქვეყნის ცენტრალიზაციისა და სამხედრო ძლიერებისათვის.
David the Builder systematically took steps to centralize the feudal country and to strengthen his army.
48649.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
1110 წელს გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის, მისი დისწულის თევდორეს, აბულეთისა და ივანე ორბელის მოხერხებული მოქმედების შედეგად ქართველებმა აიღეს ქ. სამშვილდე.
In 1110, the city of Samshvilde was taken through the clever actions of Giorgi, the Chqondideli-mtsignobartukhutsesi, his nephew Tevdore Abuleti, and Ivane Orbeli.
48650.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
1110 წელსვე იქნა აიღეს და შემოიერთეს ქ. ძერნა.
In the same year 1110, the city of Dzerna was occupied and annexed.
48651.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
1115 წელს გაათავისუფლეს რუსთავი.
In 1115 Rustavi was taken.
48652.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
რუსთავის დაკარგვამ დიდი პრობლემები შეუქმნა თურქ-სელჩუკებს.
The loss of Rustavi created many problems for the Seljuk Turks.
48653.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ისინი ვეღარ ბედავენ საზამთრო ადგილებზე დგომას, მით უმეტეს, რომ დავით აღმაშენებელი მიღწეულით არ კმაყოფილდებოდა.
They did not dare to stay in their winter pastures, the more so as David the Builder was not satisfied with what he had achieved.
48654.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
სათანადო დაზვერვის შემდეგ უგრძნეულად ესხმოდა თავს სელჩუკებს და მუსრს ავლებდა მათ: „და ესე არა ერთგზის ანუ ორგზის, გინა სამ, არამედ მრავალგზის“.
After a proper reconnaissance he unexpectedly attacked them and massacred them: "This occurred not once or twice, or three times, but often".
48655.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
1116 წელს, ზამთარში ტაოს ჩამოდგნენ დიდძალი თურქ-სელჩუკები.
During the winter of 1116, numerous hordes of Seljuks invaded Tao.
48656.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებელმა ხერხი იხმარა.
David the Builder adopted the following tactic.
48657.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ქართლის ლაშქარს მზადყოფნის საიდუმლო ბრძანება მისცა, თვითონ კი ქუთაისში წავიდა.
He gave clandestine orders to his troops to be ready, and he himself went to Kutaisi.
48658.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
თებერვალში მეფის ბრძანებით ქართლისა და მესხთა ლაშქარი კლარჯეთს შეიყარა.
In February, the king ordered his troops from Kartli and Meskheti to go to Klarjeti.
48659.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
შემდეგ თვითონაც შიდა-სპით შეუერთდა მათ და მოულოდნელად დაესხა თავს გულდამშვიდებით მყოფ სელჩუკებს.
Then he himself, with detachments of internal service troops, joined them and unexpectedly attacked the Seljuks, who expected nothing of the kind.
48660.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებლის მოლაშქრეებმა მოსრეს მტერი, „აღიღეს დედა-წული მათი, ცხენები, ცხოვარი, აქლემები და ყოველი ნაქონები მათი“.
David the Builder's warriors slaughtered the enemy, "they captured their families, horses, sheep, camels and all their possessions".