მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48781.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
სელი, თაფლთან და ცვილთან ერთად, რასაც დიდი რაოდენობით იძლეოდა განვითარებული მეფუტკრეობა, ცხოველი აღებ-მიცემობისა და საგარეო ვაჭრობის საგანი იყო.
Flax, along with the honey and wax produced by the developed industry of apiculture, was produced in abundance and became the basis of a lively barter and foreign trade.
48782.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
ვარაუდობენ, რომ აღნიშნული პერიოდის საქართველოში მოჰყავდათ ბამბა და ბრინჯი.
It is supposed that cotton and rice were also grown in Georgia at this period.
48783.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
ძველთაგანვე განვითარებული იყო მევენახეობა.
Viticulture had been developed in Georgia since ancient times.
48784.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
XII საუკუნეში იგი ახალ აღმავლობას განიცდის.
It was still further developed during the 12<sup>th</sup> century.
48785.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
არ არის შემთხვევითი, რომ ამ პერიოდის ქართულ მხატვრობასა და ქანდაკებაში ხშირია ყურძნის მტევნისა და ვაზის ფოთლის გამოსახულებები.
It is not fortuitous that pictures of clusters of grapes and vine-leaves can often be seen in the Georgian painting and sculpture of this period.
48786.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
სავარაუდებელია, რომ იმ დროის საქართველოში ღვინოსაც დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ და იგი უცხოეთშიც გაჰქონდათ.
It may be assumed that wine was also produced in great amounts, and that it was exported as well.
48787.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
საგულისხმოა, რომ ღვინო და ხილი მრავალგზის იხსენიება „ვეფხისტყაოსანში“.
It is noteworthy that wine and fruit are often mentioned in "The Knight in the Panther's Skin".
48788.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
დიდი ადგილი ეკავა განვითარებულ მებაღეობა-მებოსტნეობას, რაზედაც ისტორიული წყაროები საგანგებოდ მიუთითებენ.
Fruit-growing and market-gardening were also greatly developed, as our historical sources frequently note.
48789.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მაღალგანვითარებულ მეცხოველეობას.
Cattle-breeding was highly-developed and had an important place.
48790.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
მეცხოველეობა უპირატესად მთიან რაიონებში იყო გავრცელებული.
Cattle were mainly bred in the mountainous regions.
48791.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
განვითარებული იყო როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა მესაქონლეობა.
Sheep-breeding and goat-breeding were also developed.
48792.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
საქონლის ჯოგი ფეოდალის მეურნეობის ორგანულ ნაწილს შეადგენდა.
A herd of cattle was an important part of the feudal lord's economy.
48793.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
საქართველო განსაკუთრებით განთქმული იყო საუკეთესო ჯიშის ცხენებით, რომლებიც ექსპორტის საგანს წარმოადგენდნენ.
Georgia was particularly famous for horses of the best breed, which were raised for export.
48794.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მისდევდნენ მეაბრეშუმეობას და აბრეშუმიც ექსპორტის საგანი იყო.
Sericulture was also pursued in various parts of Georgia, and silk was exported, too.
48795.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
საქალაქო ცხოვრება.
CIVIC LIFE.
48796.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
XII საუკუნის პირველ მეოთხედში განვითარების ახალ საფეხურზე ადის ქალაქები და საქალაქო ცხოვრება.
Cities and the civic life rose to a new stage of the development during the first quarter of the 12<sup>th</sup> century.
48797.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი ადგილი თბილისსა და ქუთაისს ეჭირა.
Tbilisi and Kutaisi dominated the Georgian economy.
48798.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
დავით აღმაშენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ქალაქების მშენებლობასა და მოქალაქეთათვის, ხელოსნები, ვაჭრები, ხელსაყრელი პირობების შექმნას.
David the Builder paid special attention to the building of cities and to creating favorable conditions for city-dwellers, including artisans and merchants.
48799.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
გზების პირას ქარვასლები და თავშესაფრები ააგო, სადაც უცხოელ ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამის გათევა.
He built caravanserais and asylums by the roadsides, where foreign merchants could spend the night free of charge.
48800.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
დავით აღმაშენებლის დროს გორის ციხე და მასთან მიმდებარე დაბა ქალაქად იქცა.
In David the Builder's time, the fortress of Gori and the small town adjacent to it developed into a city.