მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48841.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
XII საუკუნის პირველ მეოთხედში სამონეტო ტიპი ძირფესვიანად იცვლება (ფაქტურა, წარწერების შინაარსი).
During the first quarter of the 12<sup>th</sup> century, this type of coin underwent a radical change (texture, content of inscription).
48842.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
არაბი ისტორიკოსი ალ-აფარიკი ხაზგასმით მიუთითებს, რომ სამონეტო საქმეში ცვლილება სწორედ დავით აღმაშენებელს შეუტანია.
The Arab historian Al-Farik emphasizes that it was David the Builder, himself who introduced a change in the monetary system.
48843.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
იგი აღწერს დავითის მიერ ახლად მოჭრილ ფულს, რაც ნათლად ადასტურებს, რომ მუსლიმანური ტიპის არაბულ ზედწერილიანი მონეტის მომჭრელი დავით აღმაშენებელი ყოფილა.
His description of the money newly minted by David, clearly corroborates the fact, that coins of the Islamic type with Arabic legends were minted by David the Builder.
48844.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში ინახება დავით აღმაშენებლის მოჭრილი მონეტა.
A coin minted by David the Builder is kept in the British museum in London.
48845.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
მეფე წვერ-ულვაშიანია, მას ხელთ უპყრია სფერო.გამოსახულების მარცხენა მხარეს მოთავსებულია ასომთავრული წარწერა (დთ - დავით), ხოლო მარჯვნივ “მეფე“ (მეფე).
The king is wearing a beard and holding a sphere, and to the left of the figure there is an inscription in uncials (Dt - Davit), and to its right, "mefe" ("king").
48846.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
მონეტის ზურგის ცენტრში ჯვარია მოთავსებული ჩარჩოში.
The reverse of the coin features a cross in a frame.
48847.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
ირგვლივ ასომთავრული წარწერაა (ქარაგმით): „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა“.
This is surrounded by an inscription in uncials (in the contracted form): "Christ, David king of Abkhazs, Kartvels (Georgians), Rans, Kakhis and Armenians".
48848.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
მონეტა შეიცავს დავით აღმაშენებლის პორტრეტსა და მის სრულ სამეფო ტიტულს, რომელიც ეხმოვანება XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს პოლიტიკურ ძლიერებას.
The presence of David the Builder's portrait, along with his complete royal title, clearly reflects the political strength of Georgia during the first quarter of the 12<sup>th</sup> century.
48849.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
დავით აღმაშენებელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამართლის საკითხებს.
David the Builder also paid special attention to legal matters.
48850.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
მის სახელთანაა დაკავშირებული „სააჯო კარის“ გარდაქმნა, რომელიც მუდმივმოქმედ სასამართლოს წარმოადგენდა.
The reformation of the "Court of appeal" is connected with his name.
48851.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
ახალი სამართლებრივი სისტემა მოსახერხებელი და ადვილად მისადგომი გახდა მოსახლეობის ფართო ფენებისათვის.
The legal system became more efficient and easily accessible to a broader sector of the population.
48852.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
საგარეო პოლიტიკა.
FOREIGN POLICY.
48853.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
დავით აღმაშენებლის საგარეო-პოლიტიკურ თვალსაწიერში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ჩრდილოეთის ქვეყნებსა და ხალხებს.
Northern countries and peoples were an important focus of David the Builder's foreign policy.
48854.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ქართული ნარატიული წყაროების უძველესი ცნობები რუს-ვარანგებისა და ქართველების კონტაქტის შესახებ XI საუკუნეს განეკუთვნება (სუმბატ დავითის ძის თხზულება „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ და უცნობი ავტორის „მატიანე ქართლისა“).
The oldest information about Georgian contacts with the Russians and Varangians can be found in the Georgian narrative sources of the 11<sup>th</sup> century (the work of Sumbat, the son of David, entitled "The Life and Information about the Bagrationis" and the Matiane Kartlisa of an unknown author).
48855.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
საგულისხმოა, რომ რუს-ქართველთა შეხვედრის ერთ ფაქტს აღწერს სომეხი ისტორიკოსი სტეფანოს ტარონეცი (ასოლიკი).
It is noteworthy that the Armenian historian Stephanos Taronatsi (Asolik) describes a meeting between the Russians and Georgians.
48856.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ზემოხსენებული ცნობები XI საუკუნისაა, მაგრამ სავარაუდოა, რომ ქართველთათვის ცნება „რუსი“, ისე, როგორც რუსი ხალხი, ადრეც არ ყოფილა უცნობი.
This document belongs to the 11<sup>th</sup> century, but it can be supposed that the concept of "Russia", as well as the Russian people, were not unknown to the Georgians.
48857.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
თუნდაც ის ფაქტი, რომ სუმბატ დავითის ძე „რუსს“ ყოველგვარი კომენტარის გარეშე იხსენებს, დასტურია იმისა, რომ ეს ცნება XI საუკუნემდეც არ იყო უცხო ქართველთათვის.
The fact that Sumbat, the son of David, speaks of a "Russian" without any explanation is proof, that Russia was familiar to the Georgians before the 11<sup>th</sup> century.
48858.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
„რუსის“ ბადალი ტერმინებია ქართულ მატიანეებსა და საბუთებში მოხსენიებული „ვარანგი“ (ვარიაგი) და „სკვითი“.
"Varangian" (Varyag) and "Scythian" are used as designations for "Russian" in the Georgian chronicles and documents.
48859.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ქართული წყაროები იცნობენ ტერმინ „სკლავსაც“ (სლავი).
The Georgian sources also use the term "Sklav" (Slav).
48860.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ეს ტერმინი ზოგ შემთხვევაში „ბორღალთან“ (ბულგარელი) არის გაიგივებული.
This term is sometimes identified with the term "Borghali" (Bulgarian).