მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49001.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
დიდმა ფეოდალებმა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის საბაბად დემნა უფლისწული გამოიყენეს.
The great feudal lords used Prince Demna as their puppet in the fight against the king's power.
49002.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
დემნა დავით მეხუთის შვილი იყო და მისი ტახტზე აყვანა საზოგადოების თვალში შესაძლოა გამართლებულიყო.
Demna was the son of David V, and making him king would have seemed justified in the opinion of much of society.
49003.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
აჯანყებაში მონაწილეობა მიიღო ფეოდალთა დიდმა ჯგუფმა.
A large group of feudal lords took part in this revolt.
49004.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
აჯანყებას ხელმძღვანელობდა ივანე ორბელი.
The leader of the rebellion was Ivane Orbeli.
49005.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
აჯანყების, რომელიც 1177 წელს დაიწყო, მონაწილეებს, გეგმის მიხედვით, უნდა აეღოთ ძლიერი ციხე-ქალაქები.
The participants in the revolt, which began in 1177, were to capture various strong fortress cities according to their plan.
49006.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ისინი უნდა გამაგრებულიყვნენ და ერთიანი ძალით დაემხოთ გიორგი მესამე, მის ნაცვლად კი დემეტრე (დემნა) გაემეფებინათ.
They were to fortify themselves in these and overthrow Giorgi III with their joint forces, and sought to make Demetre (Demna) king in his place.
49007.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში დემეტრე ფიქტიური მეფე იქნებოდა და მისი სახელმწიფო მმართველობა დიდ ფეოდალთა ხელში აღმოჩნდებოდა.
Of course, in this case Demetre would be only a titular king and these great feudal lords would be the actual rulers of the country.
49008.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
როგორც კი შეატყობინეს სახატეს მდგარ მეფეს ამბოხების შესახებ, სასწრაფოდ თბილისში წავიდა და იწყო ერთგული ლაშქრის შეგროვება.
As soon as the king was informed of this revolt (he was at Sakhate at that time), he hurried to Tbilisi and began gathering the troops loyal to him.
49009.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
მეფემ მოკლე დროში შემოიკრიბა ირგვლივ თავისი ერთგულები და საკმაოდ ლაშქარიც შეაგროვა.
He managed to get them together in a short time and in sufficient numbers.
49010.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
აჯანყების მსვლელობა ასე წარიმართა: თავდაპირველად მეამბოხეებმა კაიანისა და კაიწონის მეციხოვნეები და მხედართუფროსები დაითანხმეს მეფის წინააღმდეგ გამოსვლაზე.
The revolt progressed as follows: the rebels first persuaded the garrisons of Kaiani and Kaitsoni and their commanders to fight against the king.
49011.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
საჭირო იყო მოსახლეობასაც შეეწყო ხელი აჯანყებულებისათვის.
It was necessary that the population should also assist the rebels.
49012.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
აჯანყებულთა შეთანხმების მიხედვით, პირველი შაქის, ჰერეთისა და კახეთის მხარეების მთავრები აჯანყდნენ.
According to their agreement, the princes of Shaki, Hereti and Kakheti were the first to rebel.
49013.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ხოლო კაიანისა და კაიწონის მმართველები თავიანთ ციხეებში გამაგრდნენ და მათი მოსაზღვრე მეფის მხარეები აიკლეს.
As for the rulers of Kaiani and Kaitsoni, they fortified themselves in their fortresses and raided the parts of the country, belonging to the king and adjacent to their fortresses.
49014.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ამის შემდეგ დემნა უფლისწულის, ამ „ახალი მეფის“ მეთაურობით (რომელიც ორბელიანებმა გადაბირებით აგარაკის სიმაგრეში მიიყვანეს და მეფედ გამოაცხადეს), აჯანყებულებმა ყველა თავიანთი თანამზრახველის შეკრება მოინდომეს, რადგან პირდაპირ მეფეზე მისვლა, როგორც ჩანს, ვერ გაბედეს.
After this, under the leadership of Prince Demna, the "new king" (whom the Orbelis persuaded to go to the Agaraki fortress, where they declared him king) the rebels sought to gather all their accomplices, for it seems that they did not dare to attack the king directly.
49015.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
განზრახვა ერთი იყო - მეფის შეპყრობა.
They had only one intention - to capture the king.
49016.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ამ დროს გიორგი მესამე თანდათან იკრებდა ძალას.
Meanwhile, Giorgi III collected his forces.
49017.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
თავის ლაშქარს დიდ წყალობას შეჰპირდა (ლაშქრის შემადგენლობაში დვალეთისა და ქართლის მხარის საზღვრებში მყოფი მეომრებიც იყვნენ) და ივანე ორბელის მამულს მიაშურა, იავარჰქმნა და სასახლეები გადაწვა, შემდეგ კი ამბოხებულთა წინააღმდეგ გაემართა.
He promised his troops (consisting of warriors from Dvaleti and Kartli) great favors and marched on the estate of Ivane Orbeli, which he devastated, burning down his palaces, and then set out to meet the rebels.
49018.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
აჯანყებულები, ბუნებრივია, თვალყურს ადევნებდნენ გიორგი მესამის ამგვარ გაძლიერებას.
The rebels, naturally, watched the actions of Giorgi III with alarm.
49019.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ამას შეუშინებია ისინი და მერყეობა დაუწყიათ.
This frightened them and they began to hesitate.
49020.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ივანეს მომხრე ბევრ დიდებულს სანანებლადაც კი გაუხადა, რომ მეფის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა.
Many noblemen even regretted their presence in the rebel camp opposing the king.