მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49021.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
მერყეობამ მეამბოხეთა შორის გარკვეული განხეთქილება გამოიწვია.
This hesitation resulted in a certain degree of dissension among the rebels.
49022.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
დიდებულებმა იწყეს დემეტრესა და ივანესაგან ჩამოშორება და გიორგი III მისვლა.
The noblemen began to leave the ranks of Demetre and Ivane Orbeli and went over to Giorgi III.
49023.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
პირველი - დიდი გამრეკელი ჩამოშორდა მეამბოხეთა ბანაკს და მეფეს მიუვიდა.
The first to leave the rebels' camp and to go over to the king was the great Gamrekeli.
49024.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
მის მაგალითს მიბაძა გრიგოლ ანელმაც.
Grigol of Ani followed suit.
49025.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ამის შემდეგ ბევრი დიდებული ჩამოსცილდა განდგომილებს და მეფის მომხრეთა დასს შეუერთდა.
After this, many noblemen left the rebels and joined the king's supporters.
49026.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
გიორგი მესამემ დიდებულები მაღალი პატივით მიიღო.
Giorgi III received them with great honor.
49027.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
გაძლიერებულმა საქართველოს მეფემ „შემყრელმან ლაშქართა თბილისით ქალაქით მიმართა სომხითის მთასა“ და თავზარი დასცა მეამბოხეებს („აოტნა, გააქცივნა“).
Thus strengthened, the king of Georgia, "having gathered troops in Tbilisi, started for the Somkhiti mountain", striking terror into the rebels ("made them flee").
49028.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ივანე ორბელმა შეიტყო თუ არა, რომ მეფე ლაშქრით მის წინააღმდეგ მოემართებოდა, მთელი თავისი ქონება სამშვილდის ციხეს შეაფარა („სადაც იყო საუნჯე წინაპართა მისთა“), რამდენიმე მეციხოვნე დაიტოვა, თვითონ კი თავისი ჯარით დემნასთან ერთად ლორეს ციხეში გამაგრდა.
Hearing that the king with his army was coming toward him, Ivane Orbeli took all his property to the fortress of Samshvilde ("where the treasure of his ancestors was kept"), left a garrison there, and fortified himself with Demna in the fortress of Lore.
49029.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ივანე ორბელის ბანაკი იმცრობოდა და სუსტდებოდა.
The camp of Ivane Orbeli became smaller and weaker.
49030.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ხოლო გიორგი მესამე ძლიერდებოდა და თანდათან უფრო და უფრო აქტიურად მოქმედებდა აჯანყებულთა წინააღმდეგ.
As for Giorgi III, he became stronger and more active in his fight against the rebels.
49031.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
მან აჯანყებულებს „მიუხუნა ყოველნი სიმაგრენი და ციხენი“.
He "took all the strongholds and fortresses of the rebels".
49032.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ის მეამბოხეებს ჩამოშორდა და მეფეს მიუვიდა სარგის მხარგრძელი „შვილთა და ძმისწულითა მისითა“.
He left the insurgents and with his son and nephew presented himself before the king.
49033.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
საქართველს მეფემ „შეიყვარა და შეიტკბო იგი“.
Georgia's king "received him with love and fondness".
49034.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
გიორგი მესამე ენერგიულ სამხედრო მოქმედებაზე გადავიდა, თან დიპლომატიურ მოლაპარაკებასაც ეწეოდა იოანე ორბელთან.
Giorgi III began to fight vigorously against the insurgents, and at the same time carried out diplomatic negotiations with Ivane Orbeli with the help of envoys.
49035.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
მოციქულების პირით იგი შერიგებას სთხოვდა ამბოხებულ ამირსპასალარს, მაგრამ ეს უკანასკნელი არ თანხმდებოდა გარკვეული დათმობების გარეშე.
He asked the rebellious amirspasalor to reconcile with him, but the latter would not agree to this unless the king made him some concessions.
49036.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
რაკი მშვიდობიანი მოლაპარაკებით ვერ მიაღწია სასურველ შედეგს, გიორგი მესამემ ძალას მიმართა.
Having failed to achieve his desired result through peaceful negotiation, Giorgi III used force.
49037.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
აჯანყებულებს ლორეს ციხეში მიადგა და ალყა შემოარტყა.
He gathered an army, approached the fortress of Lore and besieged it.
49038.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
სომეხი ისტორიკოსის დავით ქობაირელის ცნობით, ამ დროს ივანე ორბელს დამხმარე ძალა მოუდიოდა.
According to the Armenian historian David of Kobaira, an auxiliary force was coming to join Ivane Orbeli at that time.
49039.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
მაგრამ როცა ამ უკანასკნელთ საკუთარი თვალით უხილავთ გიორგი მესამის ძლევამოსილი ლაშქარი, თავგზა აბნევიათ და უბრძოლველად უკან გაბრუნებულან.
But when they saw the strong forces of Giorgi III, they became confused and turned back without fighting.
49040.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
მეფის მოლაშქრეები სხვა ციხეებში გამაგრებულებსაც გაუსწორდნენ და ერთიანად ყველა მორჩილების ხასიათზე დააყენეს.
The king's troops defeated the rebels, fortified in the other fortresses as well, and inspired them with feelings of obedience.